მარკუსმა რაიანს ჯერ კიდევ გასული სეზონის მიწურულს უთხრა, სასწაული უნდა მოხდეს, ძალიან უნდა გამოსწორდე, გუნდში რომ დაგტოვოო და როგორც ჩანს, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "ჰოფეს" თავკაცი თავის შესაძლებლობებში ვერც შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ დაარწმუნა.
აღსანიშნავია, რომ ჰოფენჰაიმელები რაიან ბაბელზე ყოველთვის დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მან ერთხელაც ვერ შეძლო ამ იმედების გამართლება. ხოლო მას მერე, რაც "ჰოფენჰაიმის" თავკაცად მარკუს ბაბელი
არადა, "სოფლელებს" რაიან ბაბელში 7 მილიონი ევრო აქვთ გადახდილი, ხელფასი კი წელიწადში სამი მილიონი აქვს. თუკი სხვა მწვრთნელები, მარკო პეცაიუოლი ან ჰოლგერ სტანისლავსკი მეტ-ნაკლებად მაინც სწყალობდნენ, მარკუს ბაბელმა რაიანი საბოლოოდ ჩამოწერა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"