კვირას "ბორუსიას" ის ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის გამო გახანგრძლივებული შვებულება ჰქონდათ. მიუხედავად ბოლო ორი ტესტ-მატჩის წაგებისა, დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი თავისი შეგირდებით კმაყოფილია, ყველაზე მეტად კი მარსელ შმელცერმა გააოცა.
ამრიგად, ახლა ყველა, 25-ივე ფეხბურთელი კლოპის განკარგულებაშია. შვებულებიდან ყველაზე ბოლოს გერმანიის ნაკრების წევრები: მარიო გიოტცე, მატს ჰუმელსი, მარკო როისი და მარსელ შმელცერი დაბრუნდნენ.
ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა, მაგრამ გუნდს სხვებზე
"შვებულებულა საკმარისად ხანგრძლივი იყო, ძალიან კარგად დავისვენე და ახლა ნებისმიერი სახის დატვირთვისთვის მზად ვარ," - უთხრა გიუნდოგანმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
"მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ყველა ჩემს განკარგულებაშია და შეგვიძლია, სრულყოფილად მოვემზადოთ. ბიჭები დასვენებულები ჩანან და კარგია, რომ ყველანი ჯანმრთელები არიან," - ეს კი კლოპის სიტყვებია, რომელმაც მარსელ შმელცერი ვერ იცნო:
"წარმოდგენა არ მქონდა, რომ მარსელს წვერი ჰქონდა მოშვებული და თავიდან მართლა ვერ ვიცანი.
ჩემთვის წვერი ნაცნობი რამაა, მაგრამ შმელცერისგან ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი. 4 წელია, დორტმუნდში ვმუშაობ და მარსელი წვერში პირველად ვნახე".
როისის დებიუტი სენტ გალენთან
სამაგიეროდ, კლოპი ოდნავადაც არ არის შოკირებული იმით, რომ მისმა გუნდმა ბოლო ორი ტესტ-მატჩი წააგო (1:3 "ბრიუგესთან", 2:4 "ნიურნბერგთან"):
"ცხადია, კარგი იქნებოდა, ბიჭებს უკეთ რომ ეთამაშათ და მოეგოთ, მაგრამ ეს მზადების პროცესია და მირჩევნია, ახლა შეგვექმნას პრობლემები, ვიდრე მაშინ, როცა სეზონი დაიწყება. მე სპეციალურად შევარჩიე ისეთი მეტოქეები, რომლებიც წინააღმდეგობას გაგვიწევენ და არა ისეთები, ვისაც 17-18 გოლს გავუტანდით".
"ბორუსიას" მომდევნო სპარინგ-პარტნიორი შვეიცარიული "სენტ გალენია" - ეს მატჩი 24 ივლისს გაიმართება და "ბორუსიას" ქომაგები თავიანთ საყვარელ გუნდში "გლადბახიდან" 17 მილიონ ევროდ შეძენილი მარკო როისის დებიუტს ელიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"