ჰოლანდიური გაზეთი "დე ტელეგრააფი" წერს, რომ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ მანჩესტერელ კოლეგებს და 27 წლის ფეხბურთელზე სიტყვა ჩამოუგდეს.
ნაიჯელ დე იონგს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს: 2006-დან 2009 წლამდე "ჰამბურგის" ღირსებას იცავდა. მას გაისად "სიტისთან" კონტრაქტი უმთავრდება და თუ მანჩესტერელები ჰოლანდიელს ახლავე დათმობენ, მის სანაცვლოდ გარკვეული თანხის მიღების შანსი აქვთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"