მიუნხენის "ბაიერნმა" ნაიჯელ დე იონგი გაიხსენა

AutoSharing Option
ამასობაში "ბაიერნის" ხელმძღვანელები ლარს ბენდერის ალტერნატივაზე დაფიქრდნენ და ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების ინფორმაციით, მიზანი "მანჩესტერ სიტის" საყრდენი ნახევარმცველისკენ, ნაიჯელ დე იონგისკენ მიმართეს.

ჰოლანდიური გაზეთი "დე ტელეგრააფი" წერს, რომ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ მანჩესტერელ კოლეგებს და 27 წლის ფეხბურთელზე სიტყვა ჩამოუგდეს.

ნაიჯელ დე იონგს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს: 2006-დან 2009 წლამდე "ჰამბურგის" ღირსებას იცავდა. მას გაისად "სიტისთან" კონტრაქტი უმთავრდება და თუ მანჩესტერელები ჰოლანდიელს ახლავე დათმობენ, მის სანაცვლოდ გარკვეული თანხის მიღების შანსი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული