ლუსიენ ფავრი: ასე ვერ გავფრინდებით!

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ექვსი ტესტ-მატჩი აქვს ჩატარებული და არცერთში არ დამარცხებულა. ბოლო ამხანაგური მატჩი კი კვირას გამართა (0:0 სევილიასთან), მაგრამ "გლადბახის" მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი მაინც უკმაყოფილოა და ამას არც მალავს.

54 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა განგაშის ზარებს შემოჰკრა - ასეთი თამაშით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოვხვდებით და ეგ კი არა, უკვე გერმანიის თასის პირველი რაუნდის მეტოქის, აახენის "ალემანიასიც" მეშინიაო.

"თავის დაცვა რომ გვეხერხება, ეს აქამდეც ვიცოდი. "სევილიასთან" შეხვედრაში ჩვენი წინახაზელების პოტენციალის შეფასება მინდო
და და იმედგაცრუებული ვარ. ბურთის მიღება, ტექნიკა, მოძრაობა და მაღალ ტემპში თამაში ისე არ გამოგვდის, როგორც საჭიროა," - აცხადებს ფავრი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ფაქტია, რომ "სევილიასთან" მატჩის პირველ ტაიმში მიონხენგლადბახელებს ესპანელთა კარში ერთხელაც არ დაურტყამთ და რეალური საგოლე მომენტები ვერც მატჩის მეორე ნახევარში შექმნეს.

ორ კვირაში "გლადბახს" გერმანიის თასის პირველი მატჩი და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი უწევს, ფავრი კი უკვე ძალიან ნერვიულობს:

"ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ. ჩემპიონთა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია და თუ ყველა ასპექტში არ გამოვსწორდით, მიზანს ვერ მივაღწევთ. უკვე ვშიშობ, რომ გერმანიის თასის პირველი ეტაპის გადალახვაც გაგვიჭირდება, რადგან "ალემანია" ძალიან კარგი გუნდია. თანაც, აახენში სტადიონი გაივსება."


ფაქტია, რომ ლუსიენ ფავრს შეგირდების აზრზე მოსაყვანად ორ კვირაზე ნაკლები დარჩა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული