შესაბამისად, თამამად ვამბობდით, რომ რეკორდმაისტერის წინა ხაზი იდეალურადაა დაკომპლექტებული, მაგრამ...
გერმანიის ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, "ბაიერნს" სამიდან ორი ცენტრფორვარდი დაშავებული ჰყავს: 27 წლის გომესი და 33 წლის პისარო ლაზარეთში აღმოჩნდნენ და ახლა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის განკარგულებაში მხოლოდ მანჯუკიჩია.
გომესს მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და გარკვეულია, რომ
"მარიოს ტრავმამ ყველანი დაგვამწუხრა. ეს ჩვენთვის სერიოზული დარტყმაა და კიდევ კარგი, რომ სატრანსფერო ბაზარზე გავაქტიურდით და ალტერნატივები არსებობს," - აცხადებს ჰაინკესი. თუმცა მრავლობითი ფორმა გადაჭარბებულია, რადგან პისაროც დაშავებულია.
მართალია, პერუელს ოპერაცია არ გაუკეთებია, მაგრამ გამოჯანმრთელება რომც მოასწროს, სეზონის სტარტამდე, მინიმუმ, ფორმის აღდგენას ვერ შეძლებს. შესაბამისად, სეზონის დასაწყისში ჰაინკესის იმედი თავდასხმაში მხოლოდ 26 წლის მანჯუკიჩია - ხორვატი ფორვარდი, რომელსაც გოლების გატანა ნამდვილად ეხერხება.
ბავარიელები კვირას გერმანიის სუპერთასისთვის მოქმედ ჩემპიონ და თასის მფლობელ დორტმუნდის "ბორუსიას" შეებრძოლებიან - "ბაიერნს" "დორტმუნდთან" ზედიზედ ხუთი მატჩი აქვს წაგებული და მიუნხენში ამ მეტად უსიამოვნო სერიის შეწყვეტის იმედი აქვთ. "ბორუსიას" კარის დალაშქვრა კი სწორედ მანჯუკიჩს დაევალება...
დაკა-დაკა ვარჯიშზე
რეკორდმაისტერის გუშინდელ ვარჯიშზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა: "ბაიერნის" დაცვის ბურჯი ჰოლგერ ბადშტუბერი ახალგაზრდა ემრე ჩანს დაუპირისპირდა. კინკლაობა მას მერე დაიწყო, რაც 23 წლის ბადშტუბერმა 18 წლის ჩანი მოცელა.
ფეხბურთელებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე კი ბადშტუბერი ჩანს ყელში სწვდა. მომხვდურები კაპიტანმა ფილიპ ლამმა და ფრანგმა ვარსკვლავმა ფრანკ რიბერიმ გააშველეს და ვარჯიში მშვიდად გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ბადშტუბერის წყობიდან გამოსვლის პირველი შემთხვევა - მაისში ჰოლგერმა გერმანიის ნაკრების ვარჯიშის დროს თომას მიულერთან იჩხუბა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"