"ბრემენელი მუსიკოსები" თავდამსხმელს ეძებენ

AutoSharing Option
"ვერდერი" უკვე საკმაოდ გაძლიერდა, მაგრამ ბრემენელთა სატრანსფერო აქტივობები ამით არ დამთავრებულა: "მუსიკოსები" ახალი სეზონისთვის ერთ კარგ ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებენ.

"ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა დაადასტურა, რომ ახლა მისთვის პრიორიტეტული სწორედ ახალი ცენტრფორვარდის გადაბირებაა და მხოლოდ ამ ტრანსფერის შემდეგ ჩათვლის, რომ გუნდი ახალი სეზონისთვის მზადაა.

ალოფსმა ისიც თქვა, რომ ერთ ფეხბურთელთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს, ოღონდ ამ უკანასკნელის ვინაობა არ გაამხილა. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კი გაარკვიეს, რომ მთავარი კანდიდატი როკე სანტა კრუსია, მის ალტერნატივად კი სრდიან ლაკიჩი მიიჩნევა.

ლიგა ტოტალის თასზე "ვერდერმა",
ბევრისთვის მოულოდნელად, ძალიან კარგად იასპარეზა - ჯერ მიუნხენის "ბაიერნი" დაამარცხა, მერე კი ფინალში დორტმუნდის "ბორუსიასაც" მოუგო.

ამ წარმატების მიუხედავად, ბრემენული კლუბის ბოსები ფიქრობენ, რომ გუნდს მაინც სჭირდება გაძლიერება - კერძოდ, თავდასხმაში, სადაც "მუსიკოსთა" მთავარ მწვრთნელ თომას შააფს მხოლოდ ორი ნორმალური ფეხბურთელი (მარკო არნაუტოვიჩი და ნილს პეტერსენი) ჰყავს. როგორც ირკვევა, ალოფსს უკვე აქვს კონკრეტული მონახაზი.

"ერთ თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ," - უთხრა ალოფსმა "კრაისცაითუნგს" დონაუეშინგენში შეკრების დაწყების პირველივე დღეს.

იმავე გამოცემის ცნობით, საქმე "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ როკე სანტა კრუსს და ვოლფსბურგელ სრდიან ლაკიჩს ეხებათ. პირველი კანდიდატი სანტა კრუსია, ხოლო ლაკიჩი კი მისი ალტერნატივა.

ტრანსფერისთვის 5 მილიონია გამოყოფილი
მართალია, ალოფსმა გვარი არ დააკონკრეტა, მაგრამ ის კი თქვა, რომ საქმე ისეთ თავდამსხმელს ეხება, რომელიც საკმაოდ გამოცდილია და რომელსაც თავისი შესაძლებლობები დამტკიცებული აქვს - აქცენტს არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე ვაკეთებთო.

რაკი თომას შააფი მარკო არნაუტოვიჩს უფრო შემტევი ნახევარმცველის პოზიციისთვის განიხილავს, გამოდის, რომ მის განკარგულებაში მხოლოდ ორი ნომინალური ცენტრფორვარდია - ნილს პეტერსენი და ნიკლას ფიულკრუგი.

პირველი 23 წლისაა, უკანასკნელი კი - 19-ის. შესაბამისად, ალოფსი იმასაც ამბობს, კიდევ ერთი პატარა ბიჭი აღარ გვჭირდება, ახალგაზრდები ისედაც საკმარისზე მეტი გვყავსო.

"კრაისცაითუნგი" კი იმასაც იტყობინება, რომ "ვერდერს" ახალ თავდამსხმელში 4-5 მილიონი ევროს გადახდა შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული