რეკორდმაისტერი "დორტმუნდზე" დაგეშილია, რადგან "ბორუსიამ" მიუნხენურ გრანდს ზედიზედ ექვსი დუელი მოუგო და ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, რაც ბავარიელებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხყოფაა.
ამჯერადაც უმძაფრეს დაპირისპირებას უნდა ველოდოთ, რომელშიც "ბაიერნს" ბასტიან შვაინშტაიგერი ალბათ ვერ დაეხმარება.
28 წლის ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს და რომც მომჯობინდეს, მისი მოედანზე გაყვანა სარისკო გადაწყვეტილება იქნება.
სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა კლაუდიო პისარო, რაც მარიო გომესის არყოფნაში "ბაიერნისთვის" დიდი შეღავათია. ბავარიელთა დამრიგებელი იუპ ჰაინკესი ხვალ გადაწყვეტს, ათამაშოს თუ
რაც შეეხება პისაროს: ვეტერანი პერუელი გოლეადორი ძირითად შემადგენლობაში ალბათ არ იქნება. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, სასტარტოში თამაშს მარიო მანჯუკიჩი დაიწყებს. აქვე გეტყვით, რომ ბავარიელებს დავიდ ალაბა და დიეგო კონტენტოც დააკლდებათ. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა და თამაში შეუძლია ბრაზილიელ მარჯვენა მცველ რაფინიას.
დორტმუნდელებს კი საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი აკლიათ. ახალგაზრდა ჩამშლელს ოპერაცია დასჭირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონს დაახლოებით ოთხი კვირა ვეღარ დაეხმარება. ბენდერი ვეღარც გერმანიის ნაკრებს დაეხმარება - ბუნდესგუნდი 15 აგვისტოს არგენტინას ეთამაშება.
12 აგვისტო
გერმანიის სუპერთასი
ბაიერნი-ბორუსია (დ) 22:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"