იურგენ კლოპი: შემოვიღოთ ფეხბურთში წუთშესვენება!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფეხბურთში წუთშესვენების შემოღების იდეა წამოაყენა.

"ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. მცირე შესვენებები არსებობს ხელბურთში, კალათბურთსა და ამერიკულ ფეხბურთშიც და ეს ხელს არავის უშლის.

ცუდი არ იქნებოდა, რომ მწვრთნელების მატჩის დროს ფეხბურთელების შეკრებისა და ახსნა-განმარტებების მიცემის საშუალება გვქონდეს.

ვფიქრობ, ეს საფეხბურთო მატჩებს უფრო დაძაბავს - წარმოიდგინეთ, მეტოქე იღებს წუთშესვენებას, შენ კი ეს არ გჭირდება! როგორია?"
- განაცხადა გერმანიის ჩემპიონის 45 წლის დამრიგებელმა "თაგესშპიგელისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რას უბერავს ეს ქლიავი გერმანელი... ჯერ ფეხბურთის თამასი ისწავლოს მისმა გუნდმა , ხომ ათრიეს ძუკნასავით მისი გუნდი შარშან ჩემპიონთა ლიგაზე :)
0
არანაირად არ ვარგა, ფეხბურთი საერთოდ შეიცვლება და დაცვით გნდებს შანსი მიეცემათ დროის გაყვანასა და აფერისტობაში
captain
12:39 19-08-2012
0

სიახლეები პოპულარული