"ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. მცირე შესვენებები არსებობს ხელბურთში, კალათბურთსა და ამერიკულ ფეხბურთშიც და ეს ხელს არავის უშლის.
ცუდი არ იქნებოდა, რომ მწვრთნელების მატჩის დროს ფეხბურთელების შეკრებისა და ახსნა-განმარტებების მიცემის საშუალება გვქონდეს.
ვფიქრობ, ეს საფეხბურთო მატჩებს უფრო დაძაბავს - წარმოიდგინეთ, მეტოქე იღებს წუთშესვენებას, შენ კი ეს არ გჭირდება! როგორია?" - განაცხადა გერმანიის ჩემპიონის 45 წლის დამრიგებელმა "თაგესშპიგელისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"