ბავარიელებმა 2 სექტემბერს "შტუტგარტი" მიწასთან გაასწორეს და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ რეკორდმაისტერმა სეზონი ომახიანად დაიწყო.
მოქმედმა ჩემპიონმა "დორტმუნდმა" კი ქულები დაკარგა...
რას ერჩოდა კლოპი მსაჯებს?
ჩემპიონმა ნიურნბერგში ვერ მოიგო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ "იზი-კრედიტ-შტადიონზე" დაფიქსირებული 1:1 დორტმუნდელთათვის კატასტროფა ნამდვილად არ არის, "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მატჩის შემდეგ მაინც ცოფებს ყრიდა.
კლოპს თავისი ფეხბურთელების კრიტიკა არ სჩვევია და შეგირდებზე აუგი არც ამჯერად დასცდენია - არადა,
კლოპი კი მატჩის შემდეგ მსაჯს მისდგა! შეხვედრის არბიტრი 35 წლის ტობიას ველცი გახლდათ, რომელსაც რადიკალური შეცდომა არ დაუშვია, თუმცა...
"მსაჯებმა ნერვები დამაწყვიტეს! როცა არბიტრები ასე იქცევიან, ფეხბურთის თამაში ძალიან ძნელია. უამრავი შეტევა ჩაგვიშალეს", - ყვიროდა დორტმუნდელთა დამრიგებელი პრესკონფერენციაზე და "სქაის" რეპორტიორს კითხვაზე, კონკრეტულად რომელ მომენტს გულისხმობდა, ასე უპასუხა: "ვგულისხმობ მინიმუმ 40 სცენას! ნიურნბერგელებს ჯარიმების მოპოვება სურდათ და მიიღეს კიდეც. უაზრო სიტუაციებში უსტვენდა და ყველა სადავო ეპიზოდი "ნიურნბერგის" სასარგებლოდ გადაწყვიტა!"
კლოპი მეოთხე მსაჯ ფრედრიკ ასმუთს მთელი მატჩის განმავლობაში ეკამათებოდა. აღსანიშნავია, რომ ველცმა "ბორუსია" 16-ჯერ დააჯარიმა, "ნიურნბერგი" კი - 12-ჯერ.
კლოპის უკმაყოფილების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ლუკაშ პიჟჩეკისა და კევინ გროსკროიტცის გაფრთხილებები იყო.
იურგენმა თქვა, ორი წლის მანძილზე ბუნდესლიგის ყველაზე წესიერი გუნდი ვიყავით, ახლა კი ნიურნბერგელებზე მეტი ყვითელი ბარათი დავიმსახურეთო - მსაჯმა ფრანკებიდან მხოლოდ ბალიჩი გააფრთხილა.
ფაქტია, რომ კლოპის მხრიდან მსაჯის ასეთი კრიტიკა გადამეტებული იყო, თუმცა, შესაძლოა, მას ამით შეგირდების დაცვაც სურდა და საფეხბურთო გერმანიის ყურადღება არბიტრებზე გადაიტანა.
სხვათა შორის, დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და აბსოლუტურ რეკორდამდე, რომელიც "ჰამბურგს" (36-მატჩიანი წაუგებელი სერია) ეკუთვნის, მხოლოდ 6 შეხვედრის არწაგებაღა აშორებთ, მაგრამ შაბათს ეს დორტმუნდში არავის გახსენებია...
ვან დერ ვაარტმა ჰამბურგის საცოდაობას ტრიბუნიდან უყურა
"ჰამბურგის" მთავარი და უდიდესი იმედი, "ტოტენჰემიდან" სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს ნაყიდი, როგორც თვითონ თქვა, "სახლში დაბრუნებული" სუპერვარსკვლავი რაფაელ ვან დერ ვაარტი შაბათს ტრიბუნაზე იჯდა.
ჰამბურგელებმა ჰოლანდიელში 13 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ ვან დერ ვაარტს ჯერ არ ჰქონდა HSV-ში თამაშის უფლება და ტრიბუნიდან უყურა, როგორც დამარცხდა მისი გუნდი ჩრდილოეთის დერბიში - "ჰამბურგისთვის" ეს ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ მეხუთე წაგება გახლდათ, რის შემდეგაც ტორსტენ ფინკის გუნდი ორი ტურის შემდეგ უქულოდ და უგოლოდაა.
"იმედგაცრუებული ვარ! - უთხრა მატჩის შემდეგ ვან დერ ვაარტმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს, - ჩემი წასვლის შემდეგ გუნდი ძალიან დასუსტებულა და ახლა უკვე აღარ მიკვირს, რატომ იბრძოდა წინა სეზონში გადარჩენისთვის.
პირველ ტაიმს კიდევ არა უშავდა, მეორე ნახევარში კი ბიჭებმა ბრემენელებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს, ხოლო გოლების შემდეგ სულაც ცხვირები ჩამოუშვეს".
არადა, ფინკმა "ნიურნბერგთან" 0:1-ის შემდეგ ძირითადი შემადგენლობა 4 პოზიციაზე შეცვალა და ახალი ფეხბურთელები, მილან ბადელი და პეტრ ირაჩეკი სასტარტოში ათამაშა. მათთან ერთად, თამაში თავიდანვე დაიწყეს ილიჩევიჩმა და რუდნევსმა, ხოლო დიკმაიერი, სკიელბრედი, სალა და ბერგი სკამზე ისხდნენ.
ბადელიმ პირველ ნახევარში ნორმალურად ითამაშა, მერე კი დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ბევრს შრომობდა ირაჩეკიც, თუმცა ბრემენელთა მეორე გოლში ბრალი სწორედ მას მიუძღვის - უყურადღებოდ ითამაშა.
ყველაფრის მიუხედავად, ფინკი მაინც დარწმუნებულია იმაში, რომ "ჰამბურგი" ამ სეზონში გადარჩენისთვის არ იბრძოლებს.
ბრემენში, რა თქმა უნდა, ყველა კმაყოფილია: "ვერდერმა" ჩრდილოეთის 97-ე დერბი მოიგო, მოსისხლე მტერს ამჯერადაც არაფერი გააბედვინა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე გოლი "ბაიერნიდან" გადაბირებული ნილს პეტერსენის ანგარიშზეა, რომელიც "ვერდერს" ნელ-ნელა უშინაურდება.
ახლა აინტრახტის დროა?
ბუნდესლიგის სტარტზე ლიდერებში ყოველთვის გამოერევა ხოლმე ისეთი გუნდი, რომლისგანაც ასეთ რამეს არავინ ელის და ამ სეზონში ასეთ როლში ჯერჯერობით ფრანკფურტის "აინტრახტია" - გუნდი, რომელიც ახლაღა დაბრუნდა ელიტაში.
ფრანკფურტელებმა პირველ ტურში დამსახურებულად მოიგეს (2:1 ლევერკუზენთან), 1 სექტემბერს კი "ჰოფენჰაიმი" 4:0 გაანადგურეს და ორი ტურის მერე ასპროცენტიანი შედეგი აქვთ.
შესაბამისად, "აინტრახტის" თავკაცი არმინ ფეე უკვე ხუმრობის ხასიათზეა:
"რა თქმა უნდა, გერმანიის ჩემპიონობაზე ვფიქრობ. მეტსაც გეტყვით: ძალიან გამიკვირდება, ჩემპიონები რომ არ გავხდეთ...
ხუმრობა იქით იყოს და, ჩვენ, რაც შეიძლება, ბევრი ქულა გვჭირდება იმისათვის, რომ მეორე ბუნდესლიგაში აღარ დავბრუნდეთ. ფაქტია, რომ კარგ ფორმაში ვართ", - განაცხადა ფეემ.
ზაფხულში "აინტრახტმა" 10 ახალი ფეხბურთელი იყიდა და მხოლოდ 8 მილიონი ევრო დახარჯა. "ჰოფენჰაიმთან" ექვსმა ახალწვეულმა ითამაშა და ექვსივე კარგი იყო - ისევე, როგორც მთელი გუნდი.
ფრანკფურტელები შემტევ, თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობენ და თუ ასე გააგრძელეს, კიდევ დიდხანს იქნებიან მოწინავე გუნდებს შორის. აქვე ვთქვათ, რომ პირმინ შვეგლერმა 25 მეტრიდან ერთობ მოხდენილი გოლი გაიტანა.
"ჰოფენჰაიმი" კი უკვე მთელი საფეხბურთო გერმანიის დაცინვის ობიექტია. მარკუს ბაბელის გუნდმა სამ ოფიციალურ მატჩში (თუ გერმანიის თასსაც ჩავთვლით) მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და 10 გაუშვა.
ახლა უკვე ცხადია, რომ თასზე "ბერლინერთან" განცდილი კრახი (0:4) სულაც არ იყო შემთხვევითობა - "სოფლელებმა" იმ წაგებას "გლადბახთან" 1:2, ახლა კი "აინტრახტთან" 0:4-იც მოაყოლეს და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ "ჰოფეს" ბუნდესლიგაში ასეთი სამარცხვინო ანგარიშით აქამდე არასდროს წაეგო.
არადა, ბაბელის გუნდის კარს "ვერდერიდან" 12 მილიონ ევროდ ნაყიდი მეკარე ტიმ ვიზე იცავს...
როგორც მოსალოდნელი იყო, "შალკემ" იოლად დაამარცხა "აუგსბურგი" - გელზენკირხენელებს ორ ტურში 4 ქულა აქვთ და შეუძლიათ თქვან, რომ სეზონი კარგად დაიწყეს.
პირველ ტურში შერცხვენილმა "ლევერკუზენმა" "ფრაიბურგთან" პირველი სამი ქულა აიღო - გოლები კასტრომ და ვოლშაიდმა გაიტანეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, კიევმოვლილმა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩენილმა "გლადბახმა" დიუსელდორფში ვერ მოიგო (0:0), ხოლო 31 აგვისტოს ბუნდესლიგის დებიუტანტმა "ფიურტმა" მაინციდან წაიღო სამი ქულა (0:1).
საგიჟეთი ვოლფსბურგში
"ჰანოვერი" ასეთი ეფექტური არასდროს ყოფილა! "წითლებმა" მიმდინარე სეზონის მეხუთე ოფიციალური მატჩიდან მეოთხე მოიგეს და თანაც, როგორ - "ჰანოვერმა" 2 სექტემბერს "ვოლფსბურგი" მისსავე "ფოლკსვაგენ-არენაზე" 4:0 გაანადგურა!
იდეალურად ითამაშა უნგრელმა შემტევმა ნახევარმცველმა ჟაბოლჩ ჰუშტიმ, რომელიც "ზენიტიდან" "ჰანოვერში" 750 000 ევროდ დაბრუნდა - ოთხივე გოლი მისი პასით გავიდა!
ვოლფსბურგელებს კი მხოლოდ ერთი ხეირიანი მომენტი ჰქონდათ, რომელიც ივიცა ოლიჩმა ვერ გამოიყენა.
ბაიერნის გალა-კონცერტი და მარტინესის დებიუტი
ასევე 2 სექტემბერს "ბაიერნმა" "შტუტგარტს" თავ-ბედი აწყევლინა - რეკორდმაისტერმა შვაბენლანდური კლუბი 6:1 გაანადგურა და "აინტრახტთან" ერთად, ორი ტურის შემდეგ იუპ ჰაინკესის გუნდსაც ასპროცენტიანი შედეგი აქვს.
არადა, ბავარიელებისთვის თამაში ცუდად დაიწყო - მე-4 წუთზე მარტინ ჰარნიკმა მანუელ ნოიერის კარის ძელი შეაზანზარა, 25-ე წუთზე კი ავსტრიელმა მიზანი გაასწორა და ანგარიში გახსნა.
მაგრამ ბაიერნელები დაბრუნდნენ და თამაში პირველივე ტაიმში შეატრიალეს. მიულერმა, კროოსმა და გუსტავომ ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანეს. განსაკუთრებით ლამაზი ბრაზილიელის გოლი გახლდათ - ულრაიხის კარი მან 30 მეტრიდან დალაშქრა.
მეორე ტაიმიც "ბაიერნის", კერძოდ მარიო მანჯუკიჩის გოლით დაიწყო. მერე მიულერმა დუბლი გაიფორმა (მესამე გოლი ამ სეზონში). წერტილი კი ბასტიან შვაინშტაიგერმა დასვა.
მატჩის მთავარი მოვლენა კი ხავი მარტინესის მოედანზე გამოჩენა გახლდათ. ბილბაოს "ატლეტიკიდან" 40 მილიონ ევროდ შეძენილი ნახევარმცველი ჰაინკესმა მინდორზე 77-ე წუთზე შეუშვა.
სხვათა შორის, 2 სექტემბერს მარტინესის დაბადების დღე იყო - ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 24 წლის გახდა.
გერმანია. ბუნდესლიგა. II ტური
მაინცი-ფიურტი 0:1
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - ბუნგერტი, კირხჰოფი, ნოვესკი, მ. კალიჯური - ბაუმგარტლინგერი (80. პოლანსკი), სოტო - ნ. მიულერი (80. რისე), ივანშიტცი, ჩუპო-მოტინგი - სალაი (85. მალი).
ფიურტი (4-1-3-2): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - პეკოვიჩი (66. პეცოსი) - კლაუსი (91. სობიეხი), ფიურშტნერი, პრიბი - ფალი (65. აზემი), სარარერი.
გოლი: 0:1 კლაუსი (67)
გაფრთხილება: ნოვესკი - პეკოვიჩი, შმიდტგალი, აზემი
კუთხური: 8-0; ჯარიმა: 17-23; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11(3)-7(2); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 28 237
შალკე-აუგსბურგი 3:1
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, კ. პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ნოიშტედტერი, ჯონსი (90. ჰიოგერი) - ფარფანი, ჰოლტბი (83. აფელაი), დრაქსლერი (70. ბარნეტა) - ჰუნტელაარი.
აუგსბურგი (4-2-3-1):Lიენტცში - ვერჰეგი, სანკო, ს. ლანგკამპი, დე იონგი - ბაიერი, ოტლი - მუსონა, კოო (58. მორავეკი), ვერნერი (87. პეტრჟელა) - ბონსე (71. იორლი).
გოლები: 1:0 კ. პაპადოპულოსი (33), 2:0 ჯონსი (46), 3:0 ჰუნტელაარი (72), 3:1 იორლი (79)
გაფრთხილება: დრაქსლერი - ვერნერი, დე იონგი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 2-4; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 12(6)-22(4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 60 582
ლევერკუზენი-ფრაიბურგი 2:0
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი (86. შვააბი), ვოლშაიდი, ტოპრაკი, კადლეცი - რაინარტცი - ლ. ბენდერი, როლფესი - კასტრო, შიურლე (82. ბელარაბი) - კისლინგი.
ფრაიბურგი (4-1-2-1-2): ბაუმანი - მუიჯა (76. კალვენტე), გინტერი, დიანიე, ზორგი - მაკიადი - შმიდი, გუედე - ჰედენშტადი (54. იენდრიშეკი) - ფრაისი, მ. კრუსე (71. დემბელე).
გოლები: 1:0 კასტრო (8), 2:0 ვოლშაიდი (54)
გაფრთხილება: რაინარტცი - გუედე
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 19-24; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 14(10)-8(1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 23 635
ვერდერი-ჰამბურგი 2:0
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, სოკრატისი, ფრიტცი - იუნუზოვიჩი - არნაუტოვიჩი (80. ფიულკრუგი), დე ბრუინი (86. აკპალა), ჰანტი, ელია (66. ბარგფრედე) - პეტერსენი.
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - ბრუმა, მანსიენი, ვესტერმანი, აოგო - ბადელი (46. ტეშე), ირაჩეკი - სონი (70. ბაისტერი), ილიჩევიჩი (70. ბერგი), იანსენი - რუდნევსი.
42-ე წუთზე ჰანტმა (ვერდერი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 1:0 ჰანტი (51-პენ), 2:0 პეტერსენი (67)
გაფრთხილება: ტეშე
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 7-20; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 16(9)-11(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 42 100
ნიურნბერგი-ბორუსია (დ) 1:1
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, კლოზე, ნილსონი, პინოლა - ბალიჩი, სიმონსი - მაკი (90. ფოილნერი), კიოტაკე, ესვაინი (87. გებჰარტი) - პეკჰარტი (81. პოლტერი).
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - ბლაშჩიკოვსკი (79. გროსკროიტცი), როისი (72. შიბერი), პერიშიჩი (63. გიოტცე) - ლევანდოვსკი.
გოლები: 1:0 პეკჰარტი (31), 1:1 ბლაშჩიკოვსკი (40)
გაფრთხილება: კლოზე, ბალიჩი - პიჟჩეკი, გროსკროიტცი
კუთხური: 4-11; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 6(3)-18(6); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 50 000
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 0:4
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ვიზე - შრიოკი, დელპიერი, კომპერი, ჯონსონი - ვაისი (66. სალიჰოვიჩი), რუდი (46. ვილიამსი) - ვუკჩევიჩი (46. უსამი), ვოლანდი, რობერტო ფირმინიო - დერდიოკი.
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე (88. ლანიგი) - აიგნერი (81. ჩელოცი), ა. მაიერი, ინუი (85. ჰოფერი) - ოუშენი.
გოლები: 0:1 ა. მაიერი (39), 0:2 შვეგლერი (43), 0:3 ა. მაიერი (83-პენ), 0:4 ლანიგი (90)
გაძევება: სალიჰოვიჩი (70. ჰოფენჰაიმი), შრიოკი (73. ჰოფენჰაიმი)
გაფრთხილება: ვაისი - ოჩიპკა, ინუი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 5-7; კარში დარტყმა: 7(3)-17(5); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 29 650
ფორტუნა-ბორუსია (მ) 0:0
ფორტუნა (4-2-2-1-1): გიფერი - ლეველსი, მალეზასი, ლანგენეკე, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ო. ფინკი - კრუსე, ბელინგჰაუზენი (75. გარბუშევსკი) - ვორონინი (90. ილსიო) - რაიზინგერი (60. შაჰინი).
ბორუსია /მ/ (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - ნორდტვეიტი, ჯაკა - ჰერმანი (68. რინგი), არანგო - ჩიგერჩი (74. ჰრგოტა) - ლ. დე იონგი (81. ჰანკე).
გაფრთხილება: ბელინგჰაუზენი, კრუსე, შაჰინი - ჯაკა, ტერ შტეგენი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 15-23; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 5(0)-13(4); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 29 999
ვოლფსბურგი-ჰანოვერი 0:4
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, პოგატეცი, როდრიგესი - ჟოსუე (46. კნოხე), მ. შეფერი - ვიერინია (55. იონსონი), დიეგო, ოლიჩი (55. ოროსკო) - დოსტი.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, ჰაგი, რაუში - ანდრეასენი (77. შმიდებახი), და სილვა პინტუ - შტინდლი (74. ნიკჩი), ჰუშტი - შლაუდრაფი, სობიეხი (70. ია კონანი).
გოლები: 0:1 ჰაგი (10), 0:2 სობიეხი (26), 0:3 ანდრეასენი (52), 0:4 სობიეხი (56)
გაძევება: კნოხე (65. ვოლფსბურგი)
გაფრთხილება: ნალდო, პოგატეცი - შტინდლი
კუთხური: 0-3; ჯარიმა: 24-20; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 5(1)-16(7); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 29 451
ბაიერნი-შტუტგარტი 6:1
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - შვაინშტაიგერი (77. ხავი მარტინესი), ლუის გუსტავო - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი (73. შაჩირი) - მანჯუკიჩი (69. პისარო).
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - საკაი, ტასკი, მასა, ბოკა - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი (89. ტრაორე), ჰაინალი (46. თორუნი), ოკაზაკი (69. ბა) - იბიშევიჩი.
გოლები: 0:1 ჰარნიკი (25), 1:1 თ. მიულერი (32), 2:1 კროოსი (33), 3:1 ლუის გუსტავო (43), 4:1 მანჯუკიჩი (47), 5:1 თ. მიულერი (49), 6:1 შვაინშტაიგერი (51)
გაძევება: იბიშევიჩი (74. შტუტგარტი)
გაფრთხილება: ბოატენგი - გენტნერი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 16(13)-7(4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 71 000
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ |
ბ | ქ |
1. | ბაიერნი |
2 | 2 | 0 | 0 | 9-1 | 6 |
2. | აინტრახტი | 2 | 2 | 0 | 0 | 6-1 | 6 |
3. | ჰანოვერი | 2 | 1 | 1 | 0 | 6-2 | 4 |
4. | შალკე | 2 | 1 | 1 | 0 | 5-3 | 4 |
5. | ფორტუნა | 2 | 1 | 1 | 0 | 2-0 | 4 |
6. | ბორუსია (დ) | 2 | 1 | 1 | 0 | 3-2 | 4 |
7. | ბორუსია (მ) | 2 | 1 | 1 | 0 | 2-1 | 4 |
8. | ნიურნბერგი | 2 | 1 | 1 | 0 | 2-1 | 4 |
9. | ვერდერი | 2 | 1 | 0 | 1 | 3-2 | 3 |
10. | ლევერკუზენი | 2 | 1 | 0 | 1 | 3-2 | 3 |
11. | ფიურტი | 2 | 1 | 0 | 1 | 1-3 | 3 |
12. | ვოლფსბურგი | 2 | 1 | 0 | 1 | 1-4 | 3 |
13. | მაინცი | 2 | 0 | 1 | 1 | 1-2 | 1 |
14. | ფრაიბურგი | 2 | 0 | 1 | 1 | 1-3 | 1 |
15. | ჰამბურგი | 2 | 0 | 0 | 2 | 0-3 | 0 |
16. | აუგსბურგი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-5 | 0 |
17. | ჰოფენჰაიმი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-6 | 0 |
18. | შტუტგარტი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-7 | 0 |
ბომბარდირები
3 - თ. მიულერი (ბაიერნი); 2 - ჰუნტელაარი (შალკე), ლანიგი (აინტრახტი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი), შაჰინი (ფორტუნა), სობიეხი (ჰანოვერი).
მომდევნო ტური
14 სექტემბერი: აუგსბურგი-ვოლფსბურგი.
15 სექტემბერი: ბორუსია (დ)-ლევერკუზენი, ბაიერნი-მაინცი, ბორუსია (მ)-ნიურნბერგი, შტუტგარტი-ფორტუნა, ჰანოვერი-ვერდერი, ფიურტი-შალკე.
16 სექტემბერი: ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი, აინტრახტი-ჰამბურგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"