გერმანიის ნაკრები: იოაჰიმ ლიოვი თავისას მიერეკება...

AutoSharing Option
სხვა გუნდებთან ერთად, 7 სექტემბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას გერმანიის ნაკრებიც დაიწყებს - ბუნდესგუნდს ორი საკმაოდ იოლი მატჩი ელის: ჯერ ფარერებთან, მერე კი ავსტრიაში. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში წაგებისა (იტალიასთან 1:2) და არგენტინასთან ამხანაგურ მატჩში განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ გერმანელმა ექსპერტებმა გერმანელთა თავკაცი იოახიმ ლიოვი გააკრიტიკეს, რასაც ამ უკანასკნელისგან მწვავე და მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. იოგიმ ყველას შეუღრინა - კრიტიკა ყელში ამომივიდაო.

მისი თქმით, მთავარი გულშემატკივრების რეაქციაა - ფანებმა კი ბუნდესნაკრებს არგენტინასთან მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ ტაში დაუკრეს...

"ეს იმის
ნიშანია, რომ ხალხს მოსწონს ჩვენი გუნდი და აფასებს იმ შრომას, რაც მე და ჩემმა გუნდმა წლების მანძილზე გავწიეთ,"
- აცხადებს ლიოვი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ ფარერებსა და ავსტრიასთან მოგება დიდი ვერაფერი მიღწევა იქნება, ლიოვი მაინც ამაყად ამბობს - მუნდიალის შესარჩევი ციკლი რიხიანი გამარჯვებებით უნდა დავიწყოთ და ხალხს ის ბუნდესგუნდი გავახსენოთ, რომელზეც 2010 წელს მთელი მსოფლიო ლაპარაკობდაო.

"ავსტრიამ ბოლო დროს სერიოზული პროგრესი განიცადა, შვედეთი და ირლანდია კი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ," - ამბობს იოგი და დასძენს, იმის თქმა მინდა, რომ ჯგუფიდან გასვლა სულაც არ არის ძალიან ადვილიო...

ცხადია, რომ მას ამ განცხადებებით მომავალი გამარჯვებებისთვის ფასის აწევა უნდა. ბუნდესგუნდის განაცხადი ფარერებსა და ავსტრიასთან მატჩებისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბორუსია /მ/).
მცველები: ჟერომ ბოატენგი, ჰოლგერ ბადშტუბერი, ფილიპ ლამი (ყველა ბაიერნი), ლარს ბენდერი (ლევერკუზენი), მატს ჰუმელსი, მარსელ შმელცერი (ორივე ბორუსია /დ/), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), პერ მერტეზაკერი (არსენალი).
ნახევარმცველები: მარიო გიოტცე, ილქაი გიუნდოგანი, მარკო როისი (ყველა ბორუსია /დ/), იულიან დრაქსლერი (შალკე), მესუთ იოზილი, სამი ხედირა (ორივე რეალი), ტონი კროოსი, თომას მიულერი (ორივე ბაიერნი), ანდრე შიურლე (ლევერკუზენი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი).
თავდამსხმელი: მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანამ ეს თავკაცობს არაპერი გამოუვათ ნემცებს.
anzora
15:46 04-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული