ფელიქს მაგათი ბრაზილიელებს მისდგა

AutoSharing Option
"ვოლფსბურგი" კვირას "ჰანოვერთან" შერცხვა - "მგლები" "წითლებთან" 0:4 განადგურდნენ.

"ვოლფების" თავკაცმა ფელიქს მაგათმა ეს მარცხი კარგად გააანალიზა და 4 სექტემბერს პრესკონფერენცია გამართა.

"დესპოტმა ფელიქსმა" დაასკვნა, რომ "ჰანოვერთან" მატჩში ბევრი რამ არ იყო წესრიგში, განსაკუთრებით კი, თავის ბრაზილიელ ფეხბურთელებს უსაყვედურა.

"ვიდეოანალიზმა ერთ ძალიან საინტერესო დასკვნამდე მიმიყვანა: ჩვენი ბრაზილიელი ფეხბურთელები პასს უმეტესად ერთმანეთს აძლევენ.

შეიძლება სხვა მოთამაშე გაცილებით უკეთეს პოზიციაზე იყოს, მაგრამ ბრაზილიელები ბურთს ასეთ დროსაც თანამემამულეს აძლევენ," - აღნიშნა მაგათმა.

"ჰანოვერთან" ვოლფსბურგის ძირითად შემადგენლობაში ფაგნერმა, ნალდომ, დიეგომ და ჟოსუემ - ოთხმა
ბრაზილიელმა ითამაშა.

მაგათი აღიარებს, რომ უშუალოდ თამაშის დროს ეს ტენდენცია ვერ შენიშნა და მხოლოდ ვიდეო-ანალიზის საშუალებით შეიტყო, რომ ბრაზილიელები ბურთს ერთმანეთში ზედმეტად ხშირად ათამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული