ლუუკ დე იონგი: მეტი ჩაწოდება მჭირდება!

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ჰოლანდიელ ფორვარდ ლუუკ დე იონგში 12 მილიონი ევრო აქვს გადახდილი, მაგრამ ძვირფასი შენაძენი იმედებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს.

დე იონგმა "გლადბახის" ფორმით ამ სეზონში უკვე ხუთ ოფიციალურ შეხვედრაში იასპარეზა, გოლის გატანა კი ვერ შეძლო, რის გამოც უკვე აკრიტიკებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მისი უშუალო მოვალეობა გოლების გატანაა და ლუუკს გოლების გრაფაში ჯერ კიდევ ნული უწერია, ჰოლანდიელ გოლეადორს ნერვიულობა არ ეტყობა.

"ვიცოდი, რომ გერმანულ ფეხბურთთან შესაგუებლად გარკვეული დრო დამჭირდებოდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თამაში მიჭირს. მიონხენგლადბახში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

პრობლემა
ის არის, რომ არ მიმართლებს, - აცხადებს დე იონგი "შპორტ აინსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - პრობლემაა ისიც, რომ "გლადბახი" "ტვენტესგან" განსხვავებული ტაქტიკით თამაშობს.

"ტვენტე" უმეტესად ფლანგებიდან უტევს და მეც სწორედ ასეთ ტაქტიკას ვარ მიჩვეული. "გლადბახში" კი შეტევების უმეტესობა ცენტრიდან ვითარდება. ჩემმა ახალმა თანაგუნდელებმა უკვე იციან, რომ გოლის გასატანად მაღალი ჩაწოდებები მჭირდება.

მეტოქის კართან განსაკუთრებით სახიფათო სწორედ ასეთ სიტუაციებში ვარ ხოლმე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული