24 წლის თავდამსხმელი, რომელიც პოლონეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლას აღარ გამორიცხავს.
"ზაფხულში "ბაიერნში" გადასვლაზე უარი ვთქვი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერი არ მომწონს და ბავარიულ გრანდს ყოველთვის უარით გავისტუმრებ.
თუ მიუნხენელები კიდევ დამიკავშირდებიან, ტრანსფერზე სერიოზულად დავფიქრდები, - განაცხადა ლევანდოვსკიმ "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, - "დორტმუნდთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს და ეს საკმარისი დროა.
ვფიქრობ, არაა აუცილებელი, რომ "ბორუსიასთან"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"