მარსელ შმელცერი და ტონი კროოსი გამოჯანმრთელდნენ

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ფარერები იოლად (3:0) დაამარცხა და ბუნდესგუნდი ახლა ავსტრიასთან მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც 11 სექტემბერს ვენაში გაიმართება.

9 სექტემბერს გაირკვა, რომ "ბაიერნის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა და დორტმუნდის "ბორუსიას" მარცხენა მცველმა მარსელ შმელცერმა ტრავმები მოიშუშეს და გუნდთან ერთად ივარჯიშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 11-ში მოედანზე გასვლა შეეძლებათ.

გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი შმელცერს, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში გაამწესებს. თუკი ფარერებთან გერმანელებმა 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით ითამაშეს, ავსტრიასთან ლიოვი, სავარაუდოდ, ისევ 4-2-3-1-ს დაუბრუნდება.
ნახევარდაცვის ცენტრში მოსალოდნელია კროოსის გამოჩენა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ იოგიმ სამი ხედირას გვერდით არა კროოსი, არამედ ლევერკუზენელი ლარს ბენდერი ათამაშოს.

მიუხედავად მისაღები ანგარიშისა, გერმანელმა ექსპერტებმა ფარერებთან 3:0-ის გამო ლიოვი მაინც გააკრიტიკეს - მათი აზრით, ბუნდესგუნდს ჯუჯა მეტოქესთან მეტი უნდა გაეტანა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული