"არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ბუნდესგუნდი 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდება. ვიცი, რომ ასე ბევრი ფიქრობს, "ბაიერნის" ფეხბურთელების აზრსაც პატივს ვცემ, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გავხდებით.
გამოცდილება და ალღო მკარნახობს, რომ მომდევნო მუნდიალს ან მასპინძელი ბრაზილია მოიგებს, ანაც მეორე სამხრეთამერიკული გრანდი არგენტინა," - აცხადებს რუმენიგე "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
57 წლის რუმენიგეს ასეთი მოსაზრების უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ევროპულ ნაკრებს ამერიკის
"ბოლო ორი მუნდიალი ევროპულმა გუნდებმა მოიგეს. 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკაში ტარდება და არა მგონია, რომ ბრაზილიამ ან არგენტინამ რომელიმე ევროპულ გუნდს მსოფლიო თასი გამოატანონ. მუნდიალის უპირველეს ფავორიტებად სწორედ ბრაზილია და არგენტინა მიმაჩნია," - ამბობს რუმენიგე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"