აიყვანს "ლევერკუზენი" ბუდევინ ზენდენს?

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერს" ბუნდესლიგაში ყველაზე მწირი განაცხადი აქვს და დიდი შანსია, რომ მწვრთნელების, სამი ჰიიპიასა და საშა ლევანდოვსკის შეგირდებს ამ დღეებში ერთი საკმაოდ ცნობილი მოთამაშე შეემატოს.

ორშაბათის შემდეგ "ლევერკუზენში" 36 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, უკლუბოდ დარჩენილი ბუდევინ ზენდენი ვარჯიშობს.

ლევანდოვსკიმ და ჰიიპიამ ზენდენის ვარჯიშებს სინჯები არ უწოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ვეტერან ჰოლანდიელს კონტრაქტის მიღების საკმაოდ კარგი შანსი აქვს, რადგან ჰიიპიას ძალიან მოეწონა.

"ბუდევინ ზენდენი ძალიან კარგ ფორმაშია. არ მეგონა, თუ 36 წლის ფეხბურთელი ფიზიკურად ასე კარგად იქნებოდა მომზადებული.
ზენდენი ნამდვილი პროფესიონალია," - აცხადებს "ფარმაცევტების" ფინელი დამრიგებელი.

"ბილდის" ცნობით, ჰიიპიამ და ლევანდოვსკიმ კლუბის ხელმძღვანელებს უკვე სთხოვეს ზენდენთან გასაუბრება.

ცხადია ისიც, რომ ზენდენის აყვანა "ლევერკუზენისთვის" ფინანსურად არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული, რადგან ბუდევინი უკლუბოდაა და "ფარმაცევტებს" მისთვის მხოლოდ ხელფასის გადახდა მოუწევთ.

თანაც, ზენდენი სავარაუდოდ მიზერულ ხელფასსაც დათანხმდება. ჰოლანდიელის პლუსი ისიცაა, რომ ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და მარცხენა მცველის, მიხალ კადლეცის ალტერნატივაც იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბუდევინ ზენდენი სხვადასხვა დროს "ეინდჰოვენში", "ბარსელონაში", "ჩელსიში", "მიდლსბროში", "ლივერპულში", "მარსელსა" და "სანდერლენდში" თამაშობდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული