"ბაიერნს" სეზონი სამი გამარჯვებით აქამდეც დაუწყია. "ძაღლის თავი ბურთების შეფარდებაშია დამარხული" - ბავარიულმა გრანდმა პირველ სამ ტურში 12 გოლი პირველად გაიტანა...
იუპ ჰაინკესის გუნდმა ეს ყველაფერი მთავარი ლიდერების, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გარეშე გააკეთა და იმასაც შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" მარიო გომესიც დაშავებული ჰყავს.
"დონ იუპი" იმდენად
ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბაიერნს" ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი უწევს "ვალენსიასთან" და ამ ყველაფრის მიუხედავად, ბავარიელებმა "მაინცი" მაინც იოლად, 3:1 დაამარცხეს.
ანგარიში მარიო მანჯუკიჩმა მატჩის დასაწყისში, მეორე წუთზე გახსნა და სამი ტურის შემდეგ ამდენივე გოლი აქვს გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ გომესს გამოჯანმრთელების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება გაუჭირდება.
მალევე შვაინშტაიგერმა ბადშტუბერის ჩაწოდებულს თავი კარგად დაუხვედრა. მე-13 წუთზე ბავარიელები უკვე 2:0-ს იგებდნენ და პირველი ტაიმის დარჩენილ დროში, ალბათ, ამიტომაც იყვნენ პასიურები - "ვალენსიასთან" თამაშისთვის ძალები დაზოგეს.
მეორე ტაიმში ადამ სალაიმ პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ მაინცელები ანგარიშის გამთანაბრებლებს არ ჰგავდნენ. მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კი კროოსმა ვეტკლოს კარი მესამედ დალაშქრა.
"პირველ ტაიმში, ორი გოლის შემდეგ, პასიურად ვთამაშობდით და შესვენებაზე ბიჭებს მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდე. რობენისა და რიბერის თამაში შეეძლოთ, მაგრამ რისკი ძალიან დიდი იყო და მათი დასვენება ვამჯობინე. რაც შეეხება ხავი მარტინესს: სულ ორი კვირაა, რაც ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და მისი ინტეგრაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
თანაც, ლუის გუსტავო ძალიან კარგ ფორმაშია და სასტარტო შემადგენლობიდან რატომ უნდა ამომეგდო? ახლა ყველანი "ვალენსიასთან" მატჩზე ვფიქრობთ," - განაცხადა მატჩის შემდეგ ჰაინკესმა.
მერკელმა ბრწყინვალე დორტმუნდი ნახა
მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს "აიაქსთან" უმნიშვნელოვანესი საჩემპიონთალიგო მატჩი უწევს, დორტმუნდის "ბორუსიამ" "ლევერკუზენთან" ისე ითამაშა, რომ გულშემატკივრებს წინა ტურში "ნიურნბერგთან" ქულების დაკარგვა (1:1) გადაავიწყა.
იურგენ კლოპის შეგირდებმა "ფარმაცევტები" აშკარად დაჯაბნეს და დაჩაგრეს - გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თვალწინ ჩემპიონმა უხერხულ მეტოქეს 3:0 მოუგო. ამრიგად, "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში უკვე 31-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჰამბურგის" აბსოლუტურ რეკორდამდე (ზედიზედ 36 წაუგებელი თამაში) მხოლოდ 5 შეხვედრის არწაგებაღა აშორებს.
საინტერესო ის იყო, რომ როდესაც დორტმუნდელებმა ანგარიში გახსნეს (ჰუმელსის გოლი), კანცლერი წამოხტა და ხელების ქნევას მოჰყვა - მოიქცა ისე, როგორც გერმანიის ნაკრების თამაშებზე იქცევა ხოლმე, რამაც საფეხბურთო გერმანიას ახალი დისკუსიის გაჩაღების საბაბი მისცა: ნუთუ, წინამორბედ გერჰარდ შროდერის დარად, ანგელაც "დორტმუნდის" ფანია?
"სხვა კლუბების ფანები ნუ ინერვიულებენ, ჩვენი კანცლერი "დორტმუნდის" ქომაგი არ არის - ანგელა მერკელი, უბრალოდ, ლამაზი ფეხბურთის ფანია, გერმანიაში კი ყველაზე მიმზიდველ ფეხბურთს სწორედ ჩვენ ვთამაშობთ," - განაცხადა ნამატჩევს კლოპმა და იქვე დასძინა, ჩემმა გუნდმა ამ სეზონში პირველად ითამაშა ისეთი ფეხბურთი, როგორსაც ვთხოვო.
სხვათა შორის, ჰაინკესის დარად, კლოპმაც მიმართა როტაციას და მარკო როისი ძირითად შემადგენლობაში არ გაუმწესებია - ბუნდესლიგის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა და ცხადია, რომ ძალები "აიაქსისთვის" შემოუნახა.
სამაგიეროდ, ამჯერად ძირითადში გახლდათ მარიო გიოტცე, ვინც კარგად ითამაშა და სხვათა შორის, ბრწყინვალე იყო მარცხენა მცველი მარსელ შმელცერიც, რომელსაც გერმანიის ნაკრებში ავსტრიასთან ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ მძლავრად აკრიტიკებდნენ.
"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, წინ კი "აიაქსთან" ურთულესი მატჩია, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მიხარია, რომ გოლი გავიტანე," - ეს პოლონელი რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებია. "დორტმუნდის" გოლეადორისთვის ეს ამ სეზონში პირველი გოლი გახლდათ.
ჰანოვერი ლიდერებში
როგორც მოსალოდნელი იყო, ჰანოვერში საინტერესო სპექტაკლი შედგა: მირკო სლომკას "წითლები" ჟაბოლჩ ჰუშტის საჯარიმო დარტყმითა და ლეონ ანდრეასენის ზუსტი თავური დარტყმებით იგებდნენ და "ვერდერს" თითქოს თამაშსაც უკონტროლებდნენ, მაგრამ ჯერ აარონ ჰანტმა პენალტით სხვაობა შეამცირა, 74-ე წუთზე კი "ჩელსიდან" არენდით აყვანილმა კევინ დე ბრუინმა ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ჰანოვერელებს ძალიან გაუმართლათ, მსაჯმა ბრემენელთა კიდევ ერთ სახელოვან ახალწვეულ ელჯერო ელიას გოლი რომ არ ჩაუთვალა, რაც მინიმუმ საეჭვო გადაწყვეტილება იყო.
მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ჰუშტიმ ულამაზესი გოლით თავისიანებს სამი ქულა მოუტანა. უნგრელმა გოლი ზედმეტად ემოციურად აღნიშნა, რის გამოც მეორე ყვითელი აუფრიალეს და მოედნიდან გააძევეს, მაგრამ ჰანოვერელებს ეს უკვე აღარ ადარდებდათ - სლომკას გუნდს სამი ტურის შემდეგ შვიდი ქულა აქვს, რაც, დაგვეთანხმებით, ამ კლუბისთვის ძალიან კარგი დასაწყისია.
ლუუკ დე იონგის პირველი გოლი
მიონხენგლადბახის "ბორუსია" საკუთარ "ბაი არენაზე" "ნიურნბერგთან" 2:3 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუსიენ ფავრის ბიჭებმა საკუთარ კედლებში 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.
"გლადბახისთვის" პოზიტიური მხოლოდ ის არის, რომ ლუუკ დე იონგმა ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა - სწორედ მან შეამცირა სხვაობა იმ დროს, როცა ფრანკები 2:0-ს იგებდნენ და სხვათა შორის, მიონხენგლადბახელთა მეორე გოლიც ახალწვეულის, გრანიტ ჯაკას ანგარიშზეა.
"შტუტგარტმა" პირველი ქულა კი აიღო, მაგრამ ფაქტია, რომ შვაბებს ელიტის დებიუტანტ "ფორტუნასთან" სამი ქულის მოპოვება ჰქონდათ დაგეგმილი და მხოლოდ ერთით (0:0) დაკმაყოფილება მოუხდათ.
თანაც, შტუტგარტელებს ჰუგლანდისა და მოლინაროს სახით ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუშავდათ. შაბათსვე "შალკემ" ახალგაზრდა ფეხბურთელების, იულიან დრაქსლერისა და ლუის ჰოლტბის გოლებით "ფიურტი" დაამარცხა და სამი ტურის შემდეგ გელზენკირხენული კლუბიც ლიდერებშია.
ჰამბურგს ვერც ვან დერ ვაარტმა უშველა
16 სექტემბერს "ბაიერნს" არც "აინტრახტი" ჩამორჩა - ბუნდესლიგაში ახლახან დაბრუნებულმა ფრანკფურტელებმა რაფაელ ვან დერ ვაარტით გაძლიერებული ჰამბურგელები დაამარცხეს და ახლა, რეკორდმაისტერის დარად, არმინ ფეეს გუნდსაც 9 ქულა აქვს, "ჰამბურგი" კი ისევ უქულოდაა. ასეთივე დღეშია "ჰოფენჰაიმიც", რომელმაც სამი ქულა ფრაიბურგში დრამატულ ბრძოლაში (3:5) დატოვა.
პისარო კობიაშვილს დაეწია
"ბაიერნისა" და "მაინცის" მატჩის მიწურულს მიუნხენელთა რიგებში პერუელი ფორვარდი კლაუდიო პისარო გამოჩნდა.
ეს შეხვედრა მისთვის ბუნდესლიგაში რიგით 336-ე გახლდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეტერანი პერუელი ყველაზე მეტი მატჩის მქონე ლეგიონერების რეიტინგში ლიდერებს, ქართველ ლევან კობიაშვილს და ბრაზილიელ ზე რობერტოს წამოეწია.
ზე რობერტო თავის შედეგს ვეღარ გააუმჯობესებს, კობიაშვილის "ჰერტა" კი მეორე ბუნდესლიგაშია და ლევანს ამ მიღწევის გაუმჯობესების შანსი, საუკეთესო შემთხვევაში, გაისად მიეცემა, მაგრამ პისარო მანამდე ალბათ კიდევ არაერთ მატჩს ჩაატარებს.
ამრიგად, კობიაშვილი რეიტინგში ახლა პირველ, მეორე და მესამე ადგილებს იყოფს. მეოთხე ადგილიდან კი სია ასე გამოიყურება: 4. სერგეი ბარბარესი (330 მატჩი), 5. ოლე ბირნმოსე (323), 6. დედე (322), 7. ჰასან სალიჰამიჯიჩი (321), 8. დავიდ იაროლიმი (318), 9. პაბლო ტიამი (311), 10. ბუმ-კუნ ჩა (308).
აუგსბურგი-ვოლფსბურგი 0:0
აუგსბურგი (4-2-2-1-1): ამსიფი - ვერჰეგი, სანკო, ს. ლანგკამპი, ოსტრცოლეკი (67. კლავანი) - ბაიერი, ოტლი - პეტრჟელა, ვერნერი (72. სიო) - იორლი - ბონსე (76. ფოგტი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, პოგატეცი, როდრიგესი - კიაერი (85. ტრეში), კალენბერგი - ვიეირინია (64. დოსტი), დიეგო, მ. შეფერი (87. ლაკიჩი) - ოლიჩი.
გაფრთხილება: სანკო - ოლიჩი, როდრიგესი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 14-25; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 7(2)-11(4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 28 512
ბორუსია (დ)-ლევერკუზენი 3:0
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - ბლაშჩიკოვსკი (81. ლაიტნერი), გიოტცე (69. პერიშიჩი), გროსკროიტცი (60. როისი) - ლევანდოვსკი.
ლევერკუზენი (4-4-1-1): ლენო - კარვახალი (76. შვააბი), ვოლშაიდი, ტოპრაკი, კადლეცი (46. ბელარაბი) - კასტრო, ლ. ბენდერი, რაინარტცი, ჰეგელერი (64. რენატო) - შიურლე - კისლინგი.
გოლები: 1:0 ჰუმელსი (29), 2:0 ბლაშჩიკოვსკი (39), 3:0 ლევანდოვსკი (78)
გაფრთხილება: შმელცერი - კარვახალი, ვოლშაიდი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 14(7)-6(2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 80 645
ბაიერნი-მაინცი 3:1
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, შაჩირი (76. ხავი მარტინესი) - მანჯუკიჩი (89. პისარო).
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, ზაბავნიკი - ბაუმგარტლინგერი, კირხჰოფი, მ. კალიჯური (37. სოტო) - რისსე (37. სალაი), ნ. მიულერი - ჩუპო-მოტინგი (79. ივანშიტცი).
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (2), 2:0 შვაინშტაიგერი (13), 2:1 სალაი (59-პენ), 3:1 კროოსი (92)
გაფრთხილება: ლუის გუსტავო - კირხჰოფი, ბუნგერტი
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 21(9)-7(1); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 71 000
ბორუსია (მ)-ნიურნბერგი 2:3
ბორუსია /მ/ (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - ნორდტვეიტი (68. ჰანკე), ჯაკა - ჰერმანი (76. რინგი), არანგო - ჩიგერჩი (79. ჰრგოტა) - ლ. დე იონგი.
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - ბალიჩი, სიმონსი - მაკი, კიოტაკე (88. კოენი), ესვაინი (76. გებჰარტი) - პეკჰარტი (60. პოლტერი).
გოლები: 0:1 კლოზე (17), 0:2 სიმონსი (25), 1:2 ლ. დე იონგი (45), 2:2 ჯაკა (53), 2:3 კიოტაკე (55)
გაფრთხილება: დემსი, არანგო - ბალიჩი, სიმონსი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14(6)-11(3); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 52 195
შტუტგარტი-ფორტუნა 0:0
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ჰუგლანდი (29. კუჟმანოვიჩი), ნიდერმაიერი, მასა, მოლინარო (46. ბოკა) - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი, ჰაინალი (86. ოკაზაკი), თორუნი - კაკაუ.
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი (80. ალმერი) - ლეველსი, მალეზასი, ლანგენეკე, ვან დერ ბერგი - ო. ფინკი, ბოძეკი - კრუსე, ვორონინი (76. ილსიო), ლამბერტცი (93. ბელინგჰაუზენი) - შაჰინი.
გაფრთხილება: ჰუგლანდი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 10(3)-6(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 55 039
ჰანოვერი-ვერდერი 3:2
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, ჰაგი, რაუში - ანდრეასენი (75. შმიდებახი), და სილვა პინტუ - შტინდლი, ჰუშტი - შლაუდრაფი (67. ია კონანი) - სობიეხი (79. აბდელაუ).
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - გებრე სელასიე, ლუკიმია, სოკრატისი, ფრიტცი - ბარგფრედე (60. იუნუზოვიჩი) - არნაუტოვიჩი, ჰანტი, დე ბრუინი, ელია - პეტერსენი (70. აკპალა).
გოლები: 1:0 ჰუშტი (6), 2:0 ანდრეასენი (10), 2:1 ჰანტი (26-პენ), 2:2 დე ბრუინი (74), 3:2 ჰუშტი (92)
გაძევება: ჰუშტი (94. ჰანოვერი)
გაფრთხილება: ჰაგი, შლაუდრაფი, და სილვა პინტუ - ბარგფრედე, სოკრატისი, იუნუზოვიჩი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 13(5)-11(4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 49 000
ფიურტი-შალკე 0:2
ფიურტი (4-2-2-2): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - პეკოვიჩი (77. ასამოა), ფიურშტნერი - კლაუსი (68. პექთურქი), პრიბი - ედუ (83. აზემი), სარარერი.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, კ. პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი (90. კოლაშინაცი) - ჯონსი, ნოიშტედტერი - აფელაი (67. ფარფანი), ჰოლტბი, დრაქსლერი (85. ბარნეტა) - ჰუნტელაარი.
გოლები: 0:1 დრაქსლერი (48), 0:2 ჰოლტბი (88)
გაფრთხილება: შმიდტგალი, ფიურშტნერი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9(0)-10(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 18 000
ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 5:3
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა, გინტერი, დიანიე, ზორგი - შუსტერი (79. ფლუმი), მაკიადი - შმიდი, მ. კრუსე - გუედე (83. ფრაისი), იენდრიშეკი (63. დ. კალიჯური).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ვიზე - ოხსი, დელპიერი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი, რუდი (82. ვესტერგაარდი) - ვოლანდი (46. ვუკჩევიჩი), რობერტო ფირმინიო, უსამი - დერდიოკი (60. ხოსელუ).
გოლები: 0:1 დელპიერი (2), 1:1 გუედე (17), 2:1 მ. კრუსე (27), 2:2 ვუკჩევიჩი (57), 3:2 დიანიე (68), 3:3 უსამი (76), 4:3 მაკიადი (83), 5:3 ფრაისი (87)
გაფრთხილება: ზორგი, შუსტერი - ჯონსონი, ოხსი, რუდი, დელპიერი, ვილიამსი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 23(9)-9(5); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 22 800
აინტრახტი-ჰამბურგი 3:2
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი (90. კიოლერი), ა. მაიერი (86. ლანიგი), ინუი (79. ჩელოცი) - ოუშენი.
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - ბრუმა, მანსიენი (33. დიკმაიერი), ვესტერმანი, ჟ. ლამი (82. ილიჩევიჩი) - ბადელი, ირაჩეკი - სონი, ვან დერ ვაარტი, იანსენი - რუდნევსი (66. ბაისტერი).
გოლები: 1:0 ინუი (13), 2:0 ოუშენი (18), 2:1 ვესტერმანი (45), 3:1 აიგნერი (52), 3:2 სონი (63)
გაძევება:Lირაჩეკი (45+2. ჰამბურგი), ფინკი (45+3. ჰამბურგის მწვრთნელი)
გაფრთხილება:
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17(6)-14(7); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 51 500
სატურნირო მდგომარეობა
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | ბაიერნი | 3 | 3 | 0 | 0 | 12-2 | 9 |
2. | აინტრახტი | 3 | 3 | 0 | 0 | 9-3 | 9 |
3. | ჰანოვერი | 3 | 2 | 1 | 0 | 9-4 | 7 |
4. | შალკე | 3 | 2 | 1 | 0 | 7-3 | 7 |
5. | ბორუსია (დ) | 3 | 2 | 1 | 0 | 6-2 | 7 |
6. | ნიურნბერგი | 3 | 2 | 1 | 0 | 5-3 | 7 |
7. | ფორტუნა | 3 | 1 | 2 | 0 | 2-0 | 5 |
8. | ფრაიბურგი | 3 | 1 | 1 | 1 | 6-6 | 4 |
9. | ბორუსია (მ) | 3 | 1 | 1 | 1 | 4-4 | 4 |
10. | ვოლფსბურგი | 3 | 1 | 1 | 1 | 1-4 | 4 |
11. | ვერდერი | 3 | 1 | 0 | 2 | 5-5 | 3 |
12. | ლევერკუზენი | 3 | 1 | 0 | 2 | 3-5 | 3 |
13. | ფიურტი | 3 | 1 | 0 | 2 | 1-5 | 3 |
14. | მაინცი | 3 | 0 | 1 | 2 | 2-5 | 1 |
15. | აუგსბურგი | 3 | 0 | 1 | 2 | 1-5 | 1 |
16. | შტუტგარტი | 3 | 0 | 1 | 2 | 1-7 | 1 |
17. | ჰამბურგი | 3 | 0 | 0 | 3 | 2-6 | 0 |
18. | ჰოფენჰაიმი | 3 | 0 | 0 | 3 | 4-11 | 0 |
ბომბარდირები
3 - თ. მიულერი (ბაიერნი); 2 - ჰუნტელაარი (შალკე), ლანიგი (აინტრახტი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი), შაჰინი (ფორტუნა), სობიეხი (ჰანოვერი).
მომდევნო ტური
21 სექტემბერი. ნიურნბერგი-აინტრახტი
22 სექტემბერი. შალკე-ბაიერნი, ვოლფსბურგი-ფიურტი, მაინცი-აუგსბურგი, ჰამბურგი-ბორუსია (დ), ფორტუნა-ფრაიბურგი.
23 სექტემბერი. ლევერკუზენი-ბორუსია (მ), ვერდერი-შტუტგარტი, ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი.