ბოროვსკიმ 2010 წელს ურთულესი ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც ფორმა ვეღარ აღიდგინა და ფეხბურთის სრულყოფილად თამაში აღარ შეეძლო, რაშიც ახლა უკვე საბოლოოდ დარწმუნდა და გადაწყვიტა, კარიერა ნაადრევად დაამთავროს.
„ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთი ვითამაშე და ცნობილი მოთამაშე ვიყავი. კარიერის დასრულება მიმძიმს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ
ბალაკიც ავსტრალიაში?
გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მიხაელ ბალაკმა, რომელიც ახლა უკლუბოდაა, შეიძლება ალესანდრო დელ პიეროს მიბაძოს და კარიერა ავსტრალიაში გააგრძელოს. ავსტრალიური პრესის ინფორმაციით, 35 წლის ბალაკი „სიდნეისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მიხაელი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ავსტრალიელებთან პირველი კონტაქტი შედგა - კონკრეტული შემოთავაზებით კი ჯერ არავის მოუმართავსო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"