ბუნდესლიგა. IV ტური. პარასკევის მატჩის წინ - ისევ არმინ ფეე გაიცინებს?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მეოთხე ტური ორი ისეთი გუნდის დაპირისპირებით იხსნება, რომლებმაც სეზონის სტარტზე მთელი საფეხბურთო გერმანია გააოცეს.

ეს განსაკუთრებით "აინტრახტზე" ითქმის, რადგან ფრანკფურტულ კლუბს, მიუნხენის "ბაიერნის" დარად, სამივე თამაში მოგებული აქვს. თუმცა არც "ნიურნბერგის" მიღწევაა (ორი მოგება, ერთი ფრე) ნაკლები კალიბრის, რადგან ფრანკებმა ის ერთი ფრე გერმანიის მოქმედ ჩემპიონ დორტმუნდის "ბორუსიასთან" დააფიქსირეს.

ფაქტია, რომ ამ შეხვედრაში რომელიმე გუნდის ფავორიტად შერაცხვა შეუძლებელია.

"ნიურნბერგის" წარმატებას სამი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი ტაქტიკური დისციპლინაა: მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა თავისი გუნდი ყველა მატჩისთვის სათანადოდ მოამზადა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ
ცენტრალური მცველები კლოზე და ნილსონი ძალიან კარგ ფორმაში არიან და ყველაზე მთავარი: "ნიურნბერგს" ჰყავს იაპონელი შემტევი ნახევარმცველი ჰიროში კიოტაკე, რომელიც უკვე მთელ საფეხბურთო გერმანიას აღაფრთოვანებს.

"აინტრახტი" ელიტაში ახლა დაბრუნდა და შესაბამისად, არმინ ფეეს გუნდის ასპროცენტიანი შედეგი ორმაგად დასაფასებელია.

ფრანკფურტელები თვალსასეირო, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და შედეგსაც აღწევენ. მიზეზი: ფეეს კარგად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს.

"აინტრახტში" არიან როგორც ახალგაზრდა ტალანტები (როდე, იუნგი, აიგნერი, ოჩიპკა, ინუი), ასევე გამოცდილი და შემდგარი ფეხბურთელებიც (მაიერი, შვეგლერი, ოუშენი). ფრანკფურტელთა მეკარე კევინ ტრაპი კი ბრწყინვალე ფორმაშია.

21.09. გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტური
ნიურნბერგი-აინტრახტი 22:30
ტრავმა: ჰლუშეკი, მენდლერი - ამედიკი, კუემაა

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 3 3 0 0 12-2 9
2. აინტრახტი 3 3 0 0 9-3 9
3. ჰანოვერი 3 2 1 0 9-4 7
4. შალკე 3 2 1 0 7-3 7
5. ბორუსია (დ) 3 2 1 0 6-2 7
6. ნიურნბერგი 3 2 1 0 5-3 7
7. ფორტუნა 3 1 2 0 2-0 5
8. ფრაიბურგი 3 1 1 1 6-6 4
9. ბორუსია (მ) 3 1 1 1 4-4 4
10. ვოლფსბურგი 3 1 1 1 1-4 4
11. ვერდერი 3 1 0 2 5-5 3
12. ლევერკუზენი 3 1 0 2 3-5 3
13. ფიურტი 3 1 0 2 1-5 3
14. მაინცი 3 0 1 2 2-5 1
15. აუგსბურგი 3 0 1 2 1-5 1
16. შტუტგარტი 3 0 1 2 1-7 1
17. ჰამბურგი 3 0 0 3 2-6 0
18. ჰოფენჰაიმი 3 0 0 3 4-11 0

ბომბარდირები:
3 - თ. მიულერი (ბაიერნი); 2 - ჰუნტელაარი (შალკე), ლანიგი (აინტრახტი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი), შაჰინი (ფორტუნა), სობიეხი (ჰანოვერი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული