კირიაკოს პაპადოპულოსის ახალი კონტრაქტი

AutoSharing Option
"შალკეს" ბერძენმა მცველმა კირიაკოს პაპადოპულოსმა გელზენკირხენულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა: 20 წლის უკანახაზელმა "შალკეს" თავისი ბედი 2016 წლამდე დაუკავშირა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ რუსულმა გრანდმა "ზენიტმა" "შალკეს" პაპადოპულოსის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც გელზენკირხენელებმა რუსებს უარი შეუთვალეს.

საბერძნეთის ნაკრების მცველს, რომელზეც "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი უდიდეს იმედებს ამყარებს, ბუნდესლიგაში "ხუმარების" ფორმით 52 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ სეზონში კი ყველა შეხვედრაში შეუცვლელად იასპარეზა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული