შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ რუსულმა გრანდმა "ზენიტმა" "შალკეს" პაპადოპულოსის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც გელზენკირხენელებმა რუსებს უარი შეუთვალეს.
საბერძნეთის ნაკრების მცველს, რომელზეც "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი უდიდეს იმედებს ამყარებს, ბუნდესლიგაში "ხუმარების" ფორმით 52 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ სეზონში კი ყველა შეხვედრაში შეუცვლელად იასპარეზა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"