ავარია 27 სექტემბერს ნაშუადღევს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხრიდან მომავალ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, ვუკჩევიჩი სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს, რის შემდეგაც ჰაიდელბერგის კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
ბორისს თავის არეში სერიოზული დაზიანებები აქვს და გუშინვე ყველა საჭირო ოპერაცია გაუკეთეს.
ბორის ვუკჩევიჩი „ჰოფენჰაიმში“ 2008 წელს, „შტუტგარტის“ ახალგაზრდული გუნდიდან გადავიდა. მას ბუნდესლიგაში 78 მატჩი აქვს ჩატარებული (6 გოლი).
ყოველდღიური