თუმცა ბუნდესლიგის მეექვსე ტურის გმირი გუნდი დორტმუნდის "ბორუსიაა", რომელმაც მიონხენგლადბახური სეხნია 5:0 გაანადგურა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ერთადერთი გუნდი, რომელსაც "ბაიერნისთვის" კონკურენციის გაწევა შეუძლია, ისევ და ისევ იურგენ კლოპის სამწყსოა.
თუმცა "ბაიერნს" ისეთი შედეგები აქვს, რომ კონკურენტებს უნდა ეშინოდეთ: მეექვსე მოგება მეექვსე ტურში, ზედიზედ მეცხრე გამარჯვება ამ სეზონის ოფიციალურ მატჩებში, საუკეთესო თავდასხმა ბუნდესლიგაში (19 გოლი) და მხოლოდ ორი გაშვებული გოლით საუკეთესო
ფაქტია, რომ ეს უკვე ძალიან შთამბეჭდავი შედეგია, მაგრამ "ბაიერნის" სპორტული დირექტორისთვის, მათიას ზამერისთვის ეს მაინც არ არის საკმარისი.
"ყველა დროის საუკეთესო სტარტი ჩემთვის არაფერს ნიშნავს - რამდენიც უნდა ვირბინოთ მიუნხენის ნებისმიერ აივანზე, ამის გამო "ვერცხლის სინს" არავინ გადმოგვცემს", - თქვა "ვერდერთან" მატჩის შემდეგ ზამერმა, რომელიც ცდილობს, არ დაუშვას ფეხბურთელების გაზულუქება.
"მოტცკი" მართალია, რადგან "ბაიერნმა" წინა სეზონი 15 ქულით და ბურთების იდეალური შეფარდებით (18:1) ჩაატარა და ყველას ეგონა, რეკორდმაისტერის ჩემპიონობა ფორმალობააო, მაგრამ ბოლოს ისევ "დორტმუნდმა" იზეიმა.
ზამერის აზრით, "ვერდერთან" მატჩის დროს ბავარიელებს უკვე ეტყობოდათ თვითკმაყოფილება და სამი ქულა მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობით გატანილი გოლებით მოიპოვეს.
რაც შეეხება მატჩს: "ბაიერნის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ისევ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. "დონ იუპმა" ხავი მარტინესი კვლავ სკამზე დატოვა და მის ნაცვლად ლუის გუსტავო ათამაშა - მატჩის მიწურულს ანგარიში სწორედ ბრაზილიელმა გახსნა და სხვათა შორის, ულამაზესი გოლი გაიტანა.
მეორე გოლი კი მარიო მანჯუკიჩის ანგარიშზეა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა (ჰაინკესმა ამჯერად პისარო დატვირთა) და თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო.
"ყველა შეხვედრაში 90 წუთი დომინირება შეუძლებელია, თუმცა ზამერს ვეთანხმები იმაში, რომ ძალიან დიდხანს უსისხლოდ ვთამაშობდით. სწორედ ამიტომ შესვენებისას ბიჭებს მკაცრად ველაპარაკე. ფაქტია, რომ მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და, რაც მთავარია, სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ", - აღნიშნა იუპმა მატჩის შემდეგ.
როისმა ყოფილი გუნდი მოკლა
ის-ის იყო, ვიფიქრეთ, ჩემპიონი კრიზისში იძირებაო, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" მიონხენგლადბახურ სეხნიასთან ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დორტმუნდელთა მხრიდან საუკეთესო სწორედ "გლადბახიდან" ნაყიდი მარკო როისი გახლდათ.
23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ორი გოლი გაიტანა და დორტმუნდელთა უკლებლივ ყველა სახიფათო შეტევაში მონაწილეობდა.
გუნდი, რომელმაც წინა სეზონში სენსაციურად მეოთხე ადგილი დაიკავა, დორტმუნდელებმა 5:0 გაანადგურეს, რაც იურგენ კლოპის გუნდისთვის შვებისმომგვრელი გამარჯვება იყო "აინტრახტთან" 3:3-ისა და ჰამბურგში განცდილი მარცხის (2:3) შემდეგ.
როისმა ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა, რამაც დორტმუნდის პუბლიკა აღაფრთოვანა. თავად მარკომ კი თავი ჩაქინდრა - ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლის ზეიმი არც დაუპირებია, რაც ლოგიკურიცაა, რადგან როისი "გლადბახში" 2009-დან 2012 წლამდე თამაშობდა (97 მატჩი, 36 გოლი).
მეორე გოლი კი იზეიმა, ოღონდ მოკრძალებულად და ისიც იმის გამო, რომ ლამაზი გოლი გამოუვიდა.
მის გარდა, გლადბახის ნიჭიერი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარი იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ, ნევენ სუბოტიჩმა და ილქაი გიუნდოგანმა დალაშქრეს. ამ უკანასკნელმა BVB-ის ფორმით პირველად იხეირა და გოლი "ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელ ბორის ვუკჩევიჩს მიუძღვნა, რომელიც პარასკევს მძიმე ავარიაში მოყვა.
გიუნდოგანი და ვუკჩევიჩი ახლო მეგობრები არიან...
ჰამბურგის იუბილე შედგა
"ჰამბურგს" თავის 125-წლიან ისტორიაში ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი და ლამაზი გამარჯვებები უზეიმია, მაგრამ 29 სექტემბერს "ჰანოვერის" დამარცხება (1:0) ჩრდილოელებმა მართლაც გიგანტურად აღნიშნეს - საღამოს HSV-ს უდიდესი იუბილე 12 000-მა სტუმარმა იზეიმა.
ჰამბურგელებს ეს ზეიმი რომ არ ჩაუმწარდათ, პირველ რიგში, მეკარეებს უნდა უმადლოდენ - რენე ადლერმა ტორსტენ ფინკის გუნდი რამდენჯერმე იხსნა, "ჰანოვერის" კიპერმა რონ-რობერტ ცილერმა კი "ჰამბურგს" ის ერთადერთი გოლი აჩუქა, რომლითაც მატჩის ბედი გადაწყდა: მე-20 წუთზე მან ბურთი პირდაპირ არსლანს დაასვა თავზე, რომელმაც სახიფათო იერიში წამოიწყო. სონისა და ვან დერ ვაარტის გავლით ბურთი რუდნევსს მიუვიდა, ლატვიელმა თავდამსხმელმა კი უპრობლემოდ გაიტანა (მეორე გოლი მიმდინარე სეზონში).
აღსანიშნავია, რომ ცილერი, რომელიც გერმანიის ნაკრების მეორე მეკარეა, ერთ კვირაში მეორედ შეცდა და აშკარად ცუდ ფორმაშია, რაც, შესაძლოა, ბუნდესგუნდში ადლერის დაბრუნების წინაპირობა იყოს - რენე ხომ ბრწყინვალე ფორმაშია და კვლავ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
ამრიგად, "ჰამბურგმა" ბოლო სამ მატჩში შვიდ ქულას მოუყარა თავი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრიზისიდან გამოვიდა.
კატასტროფული დებიუტი
მთლად იგივეს ვერ ვიტყვით "შტუტგარტზე", მაგრამ ფაქტია, რომ კრიზისიდან გამოსვლისკენ შვაბებმაც გადადგეს პირველი ნაბიჯი.
ბრუნო ლაბადიას გუნდმა შაბათს პირველი გამარჯვება იზეიმა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
შტუტგარტელებმა ნიურნბერგში 2:0 გაიმარჯვეს და პირველ რიგში, ფრანკების მცველ მარკოს ანტონიოს უნდა უმადლოდენ, რომელმაც პირველივე წუთზე კატასტროფული შეცდომა დაუშვა, რითაც დისკვალიფიკაციამოხდილმა ვედად იბიშევიჩმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
29 წლის ბრაზილიელმა მალე მეორედაც მიჰქარა, თუმცა შტუტგარტელებმა ამით ვეღარ ისარგებლეს. სწორედ ამიტომ "ნიურნბერგის" თავკაცმა დიტერ ჰეკინმა მარკოს ანტონიო მოედნიდან მე-16 წუთზე გაიყვანა!
არადა, ბრაზილიელს ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა და რომ არა პერ ნილსონის უნიათობა (ორი უპატიებელი შეცდომა "ჰანოვერთან" 1:4-ზე წაგებულ მატჩში), ესეც არ მოხდებოდა.
დიდი შანსია, რომ ეს მარკოს ანტონიოს პირველი და უკანასკნელი მატჩი იყოს ბუნდესლიგაში...
29 სექტემბერსვე "ლევერკუზენმა" "ფიურტს" 2:0 სძლია, რაც, პირველ რიგში, სიდნი სემის დამსახურებაა, რომელმაც შეცვლაზე ითამაშა და ორივე გოლი მის ანგარიშზეა. შედეგად, "ფარმაცევტებმა" ცხრილის ზედა ნახევარში აინაცვლეს, "ფიურტი" კი ბოლოსწინა ადგილზე ჩამოქვეითდა.
"ჰოფენჰაიმისა" და აუტსაიდერ "აუგსბურგის" ჯახი კი ფრედ, 0:0 დამთავრდა...
გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტური
ფორტუნა-შალკე 2:2
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ლეველსი, მალეზასი, ლანგენეკე, ვან დერ ბერგი - ბოძეკი (46. რაიზინგერი), ო. ფინკი - კრუსი, ვორონინი (56. ილსიო), ლამბერტცი - შაჰინი (83. დუ-რი ჩა).
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, მატიპი, კ. პაპადოპულოსი, ფუხსი - ჯონსი (73. ჰიოგერი), ნოიშტედტერი - აფელაი, ჰოლტბი, ბარნეტა (79. დრაქსლერი) - ჰუნტელაარი (80. ობასი).
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (13), 0:2 მატიპი (20), 1:2 შაჰინი (47), 2:2 შაჰინი (77)
გაფრთხილება: ლანგენეკე - ჯონსი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7(2)-14(6); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 54 600
ლევერკუზენი-ფიურტი 2:0
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, ტოპრაკი, კადლეცი - როლფესი - ლ. ბენდერი, კასტრო - ბელარაბი (46. სემი), შიურლე (81. ჰოსოგაი) - კისლინგი (88. ჟუნიორ ფერნანდესი).
ფიურტი (4-1-2-1-2): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - პეკოვიჩი (74. ბაბა) - პეცოსი (19. აზემი), ფიურშტნერი - პრიბი - ედუ, სარარერი.
გოლები: 1:0 სემი (50), 2:0 სემი (62)
გაფრთხილება: ლ. ბენდერი - პეკოვიჩი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13(7)-7(1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 25 798
ვერდერი-ბაიერნი 0:2
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, სოკრატისი, ფრიტცი - იუნუზოვიჩი - არნაუტოვიჩი (87. ბარგფრედე), დე ბრუინი, ჰანტი, ელია (59. ფიულკრუგი) - პეტერსენი (77. აკპალა).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - შვაინშტაიგერი (75. ხავი მარტინესი), ლუის გუსტავო - თ. მიულერი, კროოსი (59. შაჩირი), რიბერი - პისარო (58. მანჯუკიჩი).
გოლები: 0:1 ლუის გუსტავო (81), 0:2 მანჯუკიჩი (83)
გაფრთხილება: სოკრატისი, არნაუტოვიჩი - შვაინშტაიგერი, ლუის გუსტავო
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 8(2)-19(5); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 42 100
ნიურნბერგი-შტუტგარტი 0:2
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩანდლერი, მარკოს ანტონიო (16. ბალიჩი), კლოზე, პინოლა - სიმონსი, კოენი - გებჰარტი, კიოტაკე, ფრანტცი (57. ესვაინი) - პეკჰარტი (72. პოლტერი).
შტუტგარტი (4-1-2-2-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი (46. მასა), ნიდერმაიერი, მოლინარო (63. ბოკა) - კვისტი - გენტნერი, ჰოლცჰოიზერი - ჰარნიკი, ტრაორე (57. კაკაუ) - იბიშევიჩი.
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (1), 0:2 ჰარნიკი (75)
გაფრთხილება: მოლინარო, გ. საკაი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 19-28; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 13(3)-9(5); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 43 018
ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 0:0
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, დელპიერი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი, რუდი - ვოლანდი (62. სალიჰოვიჩი), რობერტო ფირმინიო (63. დერდიოკი), უსამი - ხოსელუ.
აუგსბურგი (4-2-3-1): ამსიფი - ვერჰეგი, ს. ლანგკამპი, კლავანი, მ. დე იონგი - ფოგტი, ბაიერი - პეტრჟელა (60. მუსონა), მორავეკი (74. ბონსე), ვერნერი - იორლი (80. ს. ჰაინი).
გაძევება: ბაბელი (85. ჰოფენჰაიმის მწვრთნელი), სალიჰოვიჩი (88. ჰოფენჰაიმი)
გაფრთხილება: ვოლანდი, ვილიამსი - ფოგტი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 9(2)-5(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 22 000
ჰამბურგი-ჰანოვერი 1:0
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი, არსლანი (62. ირაჩეკი) - სონი (88. სალა), ვან დერ ვაარტი, ილიჩევიჩი (46. ბაისტერი) - რუდნევსი.
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი (77. მ. დიუფი), ჰაგი, რაუში - შმიდებახი (87. ფელიპე), და სილვა პინტუ - შტინდლი, ჰუშტი - შლაუდრაფი (46. აბდელაუ) - ია კონანი.
გოლი: 1:0 რუდნევსი (20)
გაფრთხილება: ილიჩევიჩი, არსლანი, ბადელი - ჰაგი
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 25-12; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 10(4)-14(5); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 57 000
ბორუსია (დ)-ბორუსია (მ) 5:0
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი (83. ფელიპე სანტანა) - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე (71. გროსკროიტცი), როისი (75. ს. ბენდერი) - შიბერი.
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი (77. ჰაიმეროთი) - იანჩკე, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, დემსი - ნორდტვეიტი, ჯაკა - ჰერმანი (75. რინგი), არანგო - ჰანკე (62. ჰრგოტა), დე კამარგო.
გოლები: 1:0 როისი (35), 2:0 სუბოტიჩი (40), 3:0 როისი (70), 4:0 გიუნდოგანი (79), 5:0 ბლაშჩიკოვსკი (85)
გაფრთხილება: ნორდტვეიტი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 17(8)-9(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 80 645
აინტრახტი-ფრაიბურგი 2:1
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე (89. ლანიგი) - აიგნერი, ა. მაიერი, ინუი (85. ჩელოცი) - ჰოფერი (54. მატმური).
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი, გინტერი, დიანიე, მუიჯა - შუსტერი (77. ფლუმი), მაკიადი - შმიდი (82. დემბელე), დ. კალიჯური - ფრაისი (73. გუედე), მ. კრუსე.
გოლები: 0:1 მ. კრუსე (50), 1:1 ა. მაიერი (68), 2:1 ა. მაიერი (73)
გაძევება: გუედე (91. ფრაიბურგი)
გაფრთხილება: შვეგლერი - მაკიადი, შუსტერი, დ. კალიჯური
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 8(4)-12(5); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 49 300
ვოლფსბურგი-მაინცი 0:2
ვოლფსბურგი (4-2-2-1-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, პოგატეცი (76. მ. შეფერი), როდრიგესი - ჟოსუე, კალენბერგი (46. დოსტი) - ტრეში (46. ჰასანი), ვიეირინია - დიეგო - ოლიჩი.
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი (24. მ. კალიჯური), ბუნგერტი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი (68. ზაბავნიკი) - ბაუმგარტლინგერი - პოლანსკი (59. კირხჰოფი), სოტო - ივანშიტცი - სალაი, რუკავიცა.
გოლები: 0:1 ჟუნიორ დიასი (27), 0:2 სალაი (37)
გაფრთხილება: ჟოსუე, ტრეში, ოლიჩი - სოტო, ბაუმგარტლინგერი, მ. კალიჯური
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 4-8; კარში დარტყმა: 19(5)-7(3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 23 795
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 6 6 0 0 19-2 18
2. აინტრახტი 6 5 1 0 16-8 16
3. ბორუსია (დ) 6 3 2 1 16-8 11
4. შალკე 6 3 2 1 12-7 11
5. ჰანოვერი 6 3 1 2 14-9 10
6. ფორტუნა 6 2 4 0 6-2 10
7. ლევერკუზენი 6 3 1 2 9-7 10
8. ვერდერი 6 2 1 3 9-10 7
9. ჰოფენჰაიმი 6 2 1 3 10-12 7
10. ჰამბურგი 6 2 1 3 8-10 7
11. მაინცი 6 2 1 3 6-8 7
12. ნიურნბერგი 6 2 1 3 7-11 7
13. ბორუსია (მ) 6 1 3 2 7-12 6
14. ფრაიბურგი 6 1 2 3 8-10 5
15. შტუტგარტი 6 1 2 3 5-12 5
16. ვოლფსბურგი 6 1 2 3 2-10 5
17. ფიურტი 6 1 1 4 2-10 4
18. აუგსბურგი 6 0 2 4 2-10 2
ბომბარდირები:
6 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 4 - ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი), მარკო როისი (ბორუსია /დ/), დანი შაჰინი (ფორტუნა).
მომდევნო ტური
5 ოქტომბერი:
აუგსბურგი-ვერდერი.
6 ოქტომბერი:
ბაიერნი-ჰოფენჰაიმი, შალკე-ვოლფსბურგი, ფრაიბურგი-ნიურნბერგი, მაინცი-ფორტუნა, ფიურტი-ჰამბურგი.
7 ოქტომბერი:
ბორუსია (მ)-აინტრახტი, შტუტგარტი-ლევერკუზენი, ჰანოვერი-ბორუსია (დ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესი: ბრემენის "ვერდერთან" მატჩის შესვენებაზე უხეში გამოთქმების გამოყენება დამჭირდა