გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური: მიუნხენში ქეიფის დროა! [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
7 თამაში, 7 მოგება, ბურთების შეფარდება 21:2 - ეს ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო სტარტია და როგორც მიხვდით, "ბაიერნს" ეკუთვნის.

ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგაში ბატე-სთან მოულოდნელმა მარცხმა რეკორდმაისტერზე ოდნავადაც არ იმოქმედა - იუპ ჰაინკესის გუნდმა "ჰოფენჰაიმი", როგორც მოსალოდნელი იყო, უპრობლემოდ დაამარცხა (2:0).

"ბაიერნს" კვლავ არ ჰყავდა არიენ რობენი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ სეზონში ერთი-ორი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნა რეკორდმაისტერს პრობლემას არ უქმნის. რობენის არყოფნაში ფრანკ რიბერიმ იფრინა - "ჰოფეს" კარში გატანილი ორივე გოლი მის ანგარიშზეა.

ფრანგმა მე-19 წუთზე "სოფლელების" საჯარიმოს
მარცხნიდან შეუტია, ანდრეას ბეკი ცრუ მოძრაობით გააოგნა და მეკარე კასტეელს ხუთი მეტრიდან გაუტანა. ამ გოლს ბავარიელთა სკამზე დემონსტრაციული ზეიმი მოჰყვა - ჰაინკესმა და "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა ხელი ხელს დაჰკრეს.

იუპი
და მათიასი მართლა შერიგდნენ, თუ ეს მხოლოდ საჩვენებელი ხასიათის ჟესტი იყო, ამას მალე გავიგებთ. ფაქტი კი ის არის, რომ გუნდი არ მოშლილა და ისევ იდეალურად ფუნქციონირებს.

რიბერის მეორე გოლიც მოხდენილი გამოუვიდა და ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონში საუკეთესო ბავარიელია. საფეხბურთო გერმანია კი კვლავ დიდი ინტერესით ელის იმ დღეს, როცა რეკორდმაისტერი ქულებს პირველად დაკარგავს.

მომდევნო ტურში მიუნხენელები დიუსელდორფში ჩადიან და წესით, გამარჯვება არც იქ უნდა გაუჭირდეთ...

მაგათის საქმე ცუდადაა
ფელიქს მაგათის
"ვოლფსბურგმა" ვერც გელზენკირხენში ივარგა - მიუხედავად სამი წამყვანი ფეხბურთელის (დრაქსლერი, ჯონსი, პაპადოპულოსი) არყოფნისა, "შალკემ" "დესპოტი ფელიქსი" და მისი გუნდი 3:0 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ "შალკე" "ბაიერნის" ნომერ პირველი მდევრის სტატუსისთვის ბრძოლას აგრძელებს, ხოლო "ვოლფსბურგი" კი ცხრილის ფსკერზე ყვინთავს და თუ ასე გაგრძელდა, "მგლების" ხელმძღვანელები მწვრთნელის შეცვლაზე დაფიქრდებიან.

პირველ ტურში გამარჯვების (1:0 შტუტგარტში) შემდეგ, რომელიც ნაღდად შემთხვევითობა ყოფილა, მაგათის შეგირდებს ერთი მატჩიც არ მოუგიათ და გელზენკირხენშიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ.

პირველ ტაიმში "შალკემ" "ვოლფსბურგი" საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა, ჯეფერსონ ფარფანმა კი გოლი სულ მუშტების ქნევით იზეიმა - ცხადია, რომ მაგათს უმიზნებდა, რომელიც "შალკეში" მუშაობისას ფარფანს არ სწყალობდა და მისი გაშვება სურდა.

მეორე ტაიმში "ვოლფსბურგი" ისეთ გუნდს ჰგავდა, რომელიც პირველ ბუნდესლიგაში თამაშს არ იმსახურებს. ამას რამდენიმე მიზეზის გამო ვამბობთ, რომელთაგან მთავარს იბრაჰიმ აფელაის პირველი ბუნდესლიგური გოლი მოჰყვა - "ვოლფსბურგის" უკანახაზელებმა კიდევ ერთხელ შეირცხვინეს თავი.

მოგვიანებით "შალკეს" მხრიდან კიდევ ერთმა ახალწვეულმა, რომან ნოიშტედტერმა გაიტანა და "ვოლფსბურგი" კრიზისში ჩატოვა.

დიუსელდორფს ფორტუნამ უღალატა
ცხადი იყო, რომ დიუსელდორფის "ფორტუნა" წაუგებელ სერიას დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებდა - სადამდეც შეინარჩუნა, ესეც დიდი მიღწევაა.

ნორბერტ მაიერის შეგირდებმა პირველი მარცხი მაინცში განიცადეს (0:1) და სხვათა შორის, გასვლით მატჩებში პირველი გოლი გაუშვეს.

საქმეს დიდხანს უჩანდა ისეთი პირი, რომ "ფორტუნა" მაინცშიც 0:0-ს დააფიქსირებდა, მაგრამ 78-ე წუთზე დიუსელდორფელებს ოლივერ ფინკი გაუძევეს, რის შემდეგაც "მაინცმა" "ფორტუნა" მაგრად დაწნეხა და 85-ე წუთზე მიზანსაც მიაღწია: ნიკოლჩე ნოვესკიმ გამარჯვების გოლი კუთხურიდან გაიტანა.

მარცხის მიუხედავად, "ფორტუნა" მაინც ცხრილის ზედა ნახევარში დარჩა, მაინცელები კი ამ ზონას ძალიან მიუახლოვდნენ.

ჰამბურგი: აღმასვლა გრძელდება
"ჰამბურგმა" "ფიურტი" სტუმრად 1:0 დაამარცხა და აღმასვლას აგრძელებს.

ტორსტენ ფინკის გუნდს, რომელმაც პირველი სამი მატჩი წააგო, ბოლო ოთხ შეხვედრაში 10 ქულა აქვს მოპოვებული, წარმატებების ერთ-ერთი მთავარი გარანტი კი მეკარე რენე ადლერთან და გამთამაშებელ რაფაელ ვან დერ ვაარტთან ერთად, კორეელი სონია.

"ფიურტის" კარში სამი ქულის მომტანი გოლი სწორედ მან გაიტანა და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ სონის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 4 გოლია.

მეორე ტაიმში ფიურტელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საკუთარ მოედანზე მეოთხე მატჩიც არ წაეგოთ, ან მინიმუმ, პირველი გოლი მაინც გაეტანათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. "ფრაიბურგმა" კი "ნიურნბერგი" 3:0 გაანადგურა...

დორტმუნდის მძიმე დღე
7 ოქტომბერს დორტმუნდის "ბორუსიამ" "ჰანოვერთან" გასვლით მატჩში ორი ქულა და სამი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა.

ჯერ შესანიშნავ ფორმაში მყოფი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დაშავდა (პოლონელი პირველივე ტაიმში შეცვალეს), მერე დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი, რომელიც შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა; მეორე ნახევარში კი საყრდენმა ნახევარმცველმა სვენ ბენდერმა დიდიე ია კონანთან ორთაბრძოლისას სახის დაზიანება მიიღო და ისიც შესაცვლელი გახდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს მოუწევთ მათ ლაზარეთში ყოფნა - კიდევ კარგი, რომ წინ სანაკრებო პაუზაა, თორემ მერე დორტმუნდელებს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით "შალკესთან" და ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის "რეალთან".

რაც შეეხება მატჩს: იურგენ კლოპის შეგირდები რობერტ ლევანდოვსკის გოლით (პოლონელმა ამ სეზონში მეორედ იხეირა) იგებდნენ, მაგრამ "ჰანოვერმა" დაამტკიცა, რომ საშუალო დონის გერმანული კლუბებიდან ყველაზე კარგ ფორმაშია, მეორე ტაიმში ჩემპიონის კართან არაერთი მომენტი შექმნა და მიზანს მაინც მიაღწია: შეცვლაზე შესულმა დიუფმა წონასწორობა აღადგინა.

იმავე დღეს მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" უკუსვლა შეაჩერა: ლუსიენ ფავრის ბიჭებმა ხუან არანგოსა და ლუუკ დე იონგის გოლებით სენსაციური "აინტრახტი" დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ წაგებისა, ფრანკფურტელები მაინც მეორე ადგილზე დარჩნენ - უბრალოდ, "ბაიერნს" ახლა უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან. "შტუტგარტმა" და "ლევერკუზენმა" კი ქულები გაიყვეს (2:2).

გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური
აუგსბურგი-ვერდერი 3:1
აუგსბურგი (4-2-3-1): ამსიფი - ვერჰეგი, ს. ლანგკამპი, კლავანი, მ. დე იონგი - ფოგტი, ბაიერი - მუსონა (86. პეტრჟელა), მორავეკი (57. ბონსე), ვერნერი - ს. ჰაინი (72. ოტლი).
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - ფრიტცი, პრიოდლი, სოკრატისი, შმიტცი (46. გებრე სელასიე) - იუნუზოვიჩი - არნაუტოვიჩი (69. პეტერსენი), დე ბრუინი, ჰანტი, ელია (62. ფიულკრუგი) - აკპალა.
გოლები: 1:0 ვერნერი (2), 1:1 დე ბრუინი (19), 2:1 ს. ჰაინი (32), 3:1 ბაიერი (72)
გაფრთხილება: ბონსე, მუსონა - შმიტცი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 12(4)-15(5); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 28 133

ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 2:0 (იხილეთ ვიდეო)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ხავი მარტინესი (86. ლუის გუსტავო), შვაინშტაიგერი - თ. მიულერი (26. შაჩირი), კროოსი, რიბერი (89. რაფინია) - მანჯუკიჩი.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, დელპიერი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი, რუდი - ოხსი (73. შრიოკი), რობერტო ფირმინიო, უსამი (63. ვოლანდი) - ხოსელუ (63. დერდიოკი).
გოლები: 1:0 რიბერი (19), 2:0 რიბერი (47)
გაფრთხილება: ვილიამსი, ბეკი, რობერტო ფირმინიო
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13(2)-4(1); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 71 000

შალკე-ვოლფსბურგი 3:0
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი (76. კოლაშინაცი) - ჰიოგერი, ნოიშტედტერი - ფარფანი, ჰოლტბი (87. ბარნეტა), აფელაი (73. ობასი) - ჰუნტელაარი.
ვოლფსბურგი (4-3-2-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, პოგატეცი (52. ოლიჩი), როდრიგესი - კნოხე, ჟოსუე, მ. შეფერი (52. ჰასანი) - დიეგო, ვიეირინია (71. ფელიპე) - ლაკიჩი.
გოლები: 1:0 ფარფანი (33), 2:0 აფელაი (46), 3:0 ნოიშტედტერი (58)
გაფრთხილება: აფელაი
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13(5)-5(4); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 60 671

ფრაიბურგი-ნიურნბერგი 3:0
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი, გინტერი, დიანიე, მუიჯა - შუსტერი, მაკიადი - შმიდი, დ. კალიჯური - იენდრიშეკი (82. ტერაცინო), მ. კრუსე (46. ფრაისი).
ნიურნბერგი (4-2-2-2): რ. შეფერი - ჩენდლერი, სიმონსი, კლოზე, პინოლა - ბალიჩი (72. ფრანტცი), კოენი - მაკი (46. ესვაინი), კიოტაკე - პეკჰარტი (80. გებჰარტი), პოლტერი.
გოლები: 1:0 მაკიადი (36), 2:0 დ. კალიჯური (92-პენ), 3:0 ტერაცინო (93)
გაფრთხილება: მუიჯა, იენდრიშეკი, შუსტერი - პინოლა, რ. შეფერი, ჩენდლერი
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 18(7)-11(4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 22 800

მაინცი-ფორტუნა 1:0
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი, ნოვესკი, ბუნგერტი (40. კირხჰოფი), ჟუნიორ დიასი - სოტო, ბაუმგარტლინგერი - პოლანსკი (46. მალი), ივანშიტცი, ნ. მიულერი (72. მ. კალიჯური) - სალაი.
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ლეველსი, მალეზასი, ლანგენეკე, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ო. ფინკი - კრუსი, ილსიო (72. ვორონინი), ბელინგჰაუზენი (64. დუ-რი ჩა) - შაჰინი (80. ხუანანი).
გოლი: 1:0 ნოვესკი (85)
გაძევება: ო. ფინკი (78. ფორტუნა)
გაფრთხილება: ნოვესკი, ჟუნიორ დიასი, კირხჰოფი, ბაუმგარტლინგერი - შაჰინი, კრუსი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 13(3)-7(4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 31 577

ფიურტი-ჰამბურგი 0:1
ფიურტი (4-1-3-2): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი - სარარერი (60. მიკელსენი), პრიბი (76. ნიოთე), შტიბერი - ედუ, ასამოა (88. სობიეხი).
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი, არსლანი - სონი (90. სალა), ვან დერ ვაარტი (88. ბრუმა), ირაჩეკი - რუდნევსი (92. ბერგი).
გოლი: 0:1 სონი (17)
გაფრთხილება: პრიბი, ნერიგი, სარარერი, ედუ - დიკმაიერი, იანსენი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 22-24; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12(2)-8(4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 18 000

ბორუსია (მ)-აინტრახტი 2:0
ბორუსია /მ/ (4-2-3-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - ნორდტვეიტი, მარქსი - რუპი (92. ბრუვერსი), ჯაკა (70. ჰრგოტა), არანგო - ლ. დე იონგი (81. დე კამარგო).
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, დემიდოვი, ოჩიპკა - შვეგლერი (87. ჰოფერი), როდე - აიგნერი, ა. მაიერი, ინუი (57. მატმური) - ოუშენი.
გოლები: 1:0 არანგო (8), 2:0 ლ. დე იონგი (24)
გაფრთხილება: ალვარო დომინგესი, ლ. დე იონგი, მარქსი, რუპი
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 8-5; კარში დარტყმა: 6(3)-12(3); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 51 193

შტუტგარტი-ლევერკუზენი 2:2
შტუტგარტი (4-1-2-2-1): ულრაიხი - საკაი, მასა, ნიდერმაიერი, ბოკა - კვისტი - გენტნერი, ჰოლცჰოიზერი (77. კუჟმანოვიჩი) - ჰარნიკი, ტრაორე (69. თორუნი) - იბიშევიჩი.
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი (62. რენატო/75. ჰოსოგაი), ვოლშაიდი, ტოპრაკი, კადლეცი - რაინარტცი - როლფესი, კასტრო - ბელარაბი, შიურლე (77. სემი) - კისლინგი.
გოლები: 0:1 კისლინგი (13), 1:1 იბიშევიჩი (19-პენ), 2:1 იბიშევიჩი (55), 2:2 კისლინგი (59)
გაფრთხილება: ნიდერმაიერი, საკაი - როლფესი, ვოლშაიდი, ტოპრაკი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10(2)-13(6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 47 400

ჰანოვერი-ბორუსია (დ) 1:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო (81. ჰ. საკაი), ეგიმანი, ჰაგი, რაუში - შტინდლი, და სილვა პინტუ (77. აბდელაუ) - შლაუდრაფი, ჰუშტი - ზობიხი (67. მ. დიუფი), ია კონანი.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი (46. ფელიპე სანტანა), შმელცერი - კელი, ს. ბენდერი (74. ლაიტნერი) - ბლაშჩიკოვსკი (39. გროსკროიტცი), გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (26), 1:1 მ. დიუფი (86)
გაფრთხილება: ზობიხი, ჩერუნდოლო, შლაუდრაფი, შტინდლი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 14(6)-12(3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 49 000

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. ბაიერნი 7 7 0 0 21-2 21
2. აინტრახტი 7 5 1 1 16-10 16
3. შალკე 7 4 2 1 15-7 14
4. ბორუსია (დ) 7 3 3 1 17-9 12
5. ჰანოვერი 7 3 2 2 15-10 11
6. ლევერკუზენი 7 3 2 2 11-9 11
7. ფორტუნა 7 2 4 1 6-3 10
8. ჰამბურგი 7 3 1 3 9-10 10
9. მაინცი 7 3 1 3 7-8 10
10. ბორუსია (მ) 7 2 3 2 9-12 9
11. ფრაიბურგი 7 2 2 3 11-10 8
12. ვერდერი 7 2 1 4 10-13 7
13. ჰოფენჰაიმი 7 2 1 4 10-14 7
14. ნიურნბერგი 7 2 1 4 7-14 7
15. შტუტგარტი 7 1 3 3 7-14 6
16. აუგსბურგი 7 1 2 4 5-11 5
17. ვოლფსბურგი 7 1 2 4 2-13 5
18. ფიურტი 7 1 1 5 2-11 4

ბომბარდირები

6 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 4 - კისლინგი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი), როისი (ბორუსია /დ/), სონი (ჰამბურგი), შაჰინი (ფორტუნა).

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი
ჰოფენჰაიმი-ფიურტი

20 ოქტომბერი
ბორუსია (დ)-შალკე, ლევერკუზენი-მაინცი, ვოლფსბურგი-ფრაიბურგი, აინტრახტი-ჰანოვერი, ფორტუნა-ბაიერნი, ვერდერი-ბორუსია (მ)

21 ოქტომბერი
ნიურნბერგი-აუგსბურგი, ჰამბურგი-შტუტგარტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული