კლოპმა "ჰანოვერთან" "კუბა" 39-ე წუთზე შეცვალა, ზუსტი დიაგნოზი კი 8 ოქტომბერს დაუსვეს.
"სამწუხაროდ, სერიოზული ტრავმა ზუსტად იმ დროს მივიღე, როცა პოლონეთის ნაკრებს და "დორტმუნდს" ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ელით.
გული მწყდება, რადგან მართლა კარგ ფორმაში ვარ და სწორედ იმ დროს უნდა გამოვაკლდე "დორტმუნდს", როცა "შალკესთან" და მადრიდის "რეალთან" მატჩები გველის," -
პოლონელი ნახევარმცველი "ბორუსიას", სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდება, პოლონეთის ნაკრებს კი ინგლისთან (16 ოქტომბერს) უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"