იაკუბ ბლაშჩიკოვსკი "დორტმუნდს" 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" გულშემატკივრებმა 8 ოქტომბერს არასასიამოვნო ინფორმაცია შეიტყვეს: გერმანიის ჩემპიონის 26 წლის პოლონელი გარემარბი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, რომელიც "ჰანოვერთან" მატჩში (1:1) დაშავდა, იურგენ კლოპის გუნდს, სავარაუდოდ, 6 კვირის განმავლობაში ვეღარ დაეხმარება.

კლოპმა "ჰანოვერთან" "კუბა" 39-ე წუთზე შეცვალა, ზუსტი დიაგნოზი კი 8 ოქტომბერს დაუსვეს.

"სამწუხაროდ, სერიოზული ტრავმა ზუსტად იმ დროს მივიღე, როცა პოლონეთის ნაკრებს და "დორტმუნდს" ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ელით.

გული მწყდება, რადგან მართლა კარგ ფორმაში ვარ და სწორედ იმ დროს უნდა გამოვაკლდე "დორტმუნდს", როცა "შალკესთან" და მადრიდის "რეალთან" მატჩები გველის,"
-
უთხრა ბლაშჩიკოვსკიმ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

პოლონელი ნახევარმცველი "ბორუსიას", სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდება, პოლონეთის ნაკრებს კი ინგლისთან (16 ოქტომბერს) უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული