ამას წინათ "ენაჭარტალა ულიმ" გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვს და მის შტაბს გაჰკრა კბილი - ბუნდესგუნდის ფეხბურთელები თავს ზედმეტად მშვიდად გრძნობენ და მე მოვითხოვ, რომ ისინი ხშირად მოვაქციოთ წნეხის ქვეშ, თორემ ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან, რაც ნაკრების შედეგებზე ცუდად მაინცდამაინც დიდ ტურნირებზე აისახებაო.
ჰიონესის ამ განცხადებას ლიოვი სანაკრებო მატჩების წინ, ფრანკფურტში გამართულ გერმანიის საფეხბურთო კავშირის კონგრესზე გამოეხმაურა:
"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, ვინ რას იტყვის იმ
ლიოვს ჰიონესთან დაპირისპირება არ აწყობს, მაგრამ ული მას და მის შტაბს უკვე ძალიან ხშირად აკრიტიკებს.
არც ისე მძაფრად, რომ ული იოგის მტრად მოვნათლოთ, მაგრამ საკმაოდ ზომიერად. მაგალითად, ჰიონესი არ მალავს, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდევე დარწმუნებული იყო, რომ ბუნდესგუნდი კონტინენტის პირველობას ვერ მოიგებდა:
"მოსამზადებელ შეკრებაზე არასერიოზული საკითხები იყო წინა პლანზე წამოწეული. პრესკონფერენციებზე ლამის მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდნენ, ფორმულა 1-ის რომელ გრანპრის უნდა დასწრებოდნენ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები.
გასაგებია, რომ დიდი ტურნირის წინ მოთამაშეები კარგ ხასიათზე უნდა იყვნენ, მაგრამ ჩემი უდიდესი გამოცდილებით ვიცი, რომ ფეხბურთელებისთვის წნეხიც ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ზეწოლის შემდეგ არიან ხოლმე მოთამაშეები მაქსიმალურად კონცენტრირებულები. გართობა კი ყველას ადუნებს."
ლიოვს ამ შეტევაზეც მზად აქვს პასუხი:
"ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელმა პერიოდმა 7 კვირა შეადგინა და ჩემთვის ცხადია, რომ ამ ხნის მანძილზე ბიჭებისთვის განტვირთვა და გართობაც აუცილებელი იყო.
პარალელურად კი მაგრად ვშრომობდით და ვარჯიშებზე ყველა ბოლომდე იხარჯებოდა. ეს ჩემი კონცეფცია და ჩემი მიდგომაა, რომელსაც არ გადავუხვევ."
ჰუმელსიც ტრავმირებულია, იოგიმ ვესტერმანი დააბრუნა
პრესკონფერენციაზე ლიოვმა საკადრო საკითხებზეც ისაუბრა. რაკი საყრდენი ნახევარმცველების, ილქაი გიუნდოგანისა და ლარს ბენდერის შემდეგ ბუნდესგუნდს მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის მოახლოებული მატჩებისთვის (პარასკევს ირლანდიაში, 4 დღის შემდეგ შვედეთთან) ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსიც გამოაკლდა, კაპიტანი ფილიპ ლამი კი დისკვალიფიცირებულია, იოგიმ ნაკრებში "ჰამბურგის" მცველ ჰაიკო ვესტერმანს უხმო.
ეს უკანასკნელი ადრე ბუნდესგუნდის წევრი იყო და საჭიროების შემთხვევაში ნახევარდაცვის ცენტრში და დაცვის ორივე ფლანგზეც შეუძლია თამაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"