ზლატან იბრაჰიმოვიჩი: გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი გახდება!

AutoSharing Option
გერმანიასთან 4:4-ის შემდეგ შვედეთის ნაკრების ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბუნდესგუნდი ქებით ცაში აიყვანა.

იბრას აზრით, გერმანიის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტია.

"დაივიწყეთ ბოლო ნახევარი საათი - გერმანიამ 60 წუთის მანძილზე იდეალური, სრულყოფილი ფეხბურთი აჩვენა და მეშინოდა, რომ ძალიან დიდი ანგარიშით წავაგებდით.

მერე ერთი გოლი გავიტანეთ და ვირწმუნეთ, რომ რაღაც შეგვეძლო. ფანტასტიკურია ის, რომ ანგარიში გავათანაბრეთ და ბერლინიდან ქულა წამოვიღეთ, მაგრამ ასეთი რამ გერმანიას ათწლეულების მანძილზე აღარ დაემართება. ჩემი აზრით, ჩვენ მსოფლიოს მომავალ ჩემპიონს ვეთამაშებოდით,"
- უთხრა იბრაჰიმოვიჩმა გაზეთ "ბილდს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
გერმანია- შვედეთი 4:4 - მსოფლიოს მერვე საოცრება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული