მარიო გიოტცე დერბის დააკლდება

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მოსისხლე მტერ "შალკესთან" თამაში მარიო გიოტცეს გარეშე მოუწევს - მარიო რურის რიგით 141-ე დერბიში კუნთის ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს.

კითხვის ნიშნის ქვეშაა მარსელ შმელცერის ასპარეზობაც, რომელიც გერმანიის ნაკრებში, შვედეთთან მატჩში (4:4) დაშავდა.

შესაძლოა, "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა ვერც წამყვანი საყრდენი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი გამოიყენოს. სამაგიეროდ, ტრავმები მოიშუშეს და "შალკესთან" თამაშს შეძლებენ მატს ჰუმელსი და სვენ ბენდერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული