ბაიერნი პირველობას, ალბათ, აღარ დათმობს
ჩემპიონი, რომელმაც ბუნდესლიგაში "ბაიერნთან" ყველაზე დიდი ჩამორჩენა აღმოფხვრა (11 ქულა), "ვოლფსბურგი" გახლდათ 2009 წელს.
ამ გუნდს მაშინაც ფელიქს მაგათი წვრთნიდა, მაგრამ იმ მაგათსა და ამ მაგათს, ასევე იმ "ვოლფსბურგსა" და ამ "ვოლფსბურგს" შორის უდიდესი განსხვავებაა. თუმცა დავუბრუნდეთ
შესაძლოა, ოთხშაბათს, მადრიდის "რეალთან" საშინაო მატჩში "ბორუსიამ" თავის ფანებს კიდევ ერთი გენიალური საღამო აჩუქოს, მაგრამ შაბათს BVB მოსისხლე მეტრ "შალკესთან" საკუთარ მოედანზე დამარცხდა და ქომაგებს გული მაგრად ატკინა.
რაც ყველაზე საინტერესოა: გამოჩნდა, რომ კლოპს სათადარიგოთა სკამი და ტაქტიკა არ უვარგა. "ბაიერნს" კი პირიქით, ისეთი მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები ჰყავს, რომ მიუხედავად როტაციისა, რეკორდმაისტერი ბუნდესლიგაში ქვას ქვაზე არ ტოვებს.
ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ბუნდესლიგაში მუდმივად აძლევს თავს იმის უფლებას, რომ "ბილბაოდან" 40 მილიონ ევროდ ნაყიდი ხავი მარტინესი ჩემპიონთა ლიგისთვის დაასვენოს და ამ უკანასკნელის შემცვლელ ლუის გუსტავოს ერთმანეთზე უკეთესი გოლები გააქვს.
ერთი სიტყვით, იმის თქმა გვინდა, რომ ბუნდესლიგის მე-8 ტურის შემდეგ "დორტმუნდიც", "შალკეც" და (უნდა ვახსენოთ) ფრანკფურტის "აინტრახტიც" მხოლოდ ვიცე-ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ამას მინიმუმ ისეთივე დაბეჯითებით ვამბობთ, როგორც სამშაბათს იტყოდა ნებისმიერი - გერმანია-შვედეთის მე-60 წუთზე, როცა გერმანელები 4:0-ს იგებდნენ...
კლოპმა შეცდომა აღიარა
რურის დერბის წაგება ყოველთვის საშინელებაა, მოსისხლე მტერთან საკუთარ კედლებში დამარცხება კი ორმაგად მტკივნეულია ხოლმე.
"დორტმუნდმა" კი "შალკესთან" კრახით არა მარტო დერბი წააგო (თანაც საკუთარ მოედანზე), არამედ, ფაქტობრივად, დაკარგა ჩემპიონობის შენარჩუნების შანსიც, რადგან კლოპის ბიჭები "ბაიერნს" უკვე 12 ქულით ჩამორჩებიან. "შალკესთან" წაგება "ბორუსიას" თავკაცის ბრალიცაა, რაც 45 წლის კლოპმა მატჩის შემდეგ დიდსულოვნად აღიარა. რატომ? აგიხსნით!
მარიო გიოტცეს, იაკუბ ბლაშჩიკოვსკის, მარსელ შმელცერისა და ილქაი გიუნდოგანის სახით კლოპს ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და იურგენმა სწორედ ამიტომ შეცვალა ტაქტიკა: "ბორუსიამ" "შალკესთან" ნაცადი 4-2-3-1-ის ნაცვლად, თამაში ყველასათვის მოულოდნელად სამი მცველით და 3-5-2 ტაქტიკური სქემით დაიწყო.
თანაც, დაცვის ცენტრში მატს ჰუმელსთან და ნევენ სუბოტიჩთან ერთად, საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი გაამწესა. ვერ გეტყვით, რატომ გარისკა კლოპმა ტაქტიკის შეცვლა მაინცდამაინც "შალკესთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში; ფაქტი კი ისაა, რომ მისმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა.
მე-14 წუთზე "შალკემ" ანგარიში იბრაჰიმ აფელაის გოლით გახსნა, დორტმუნდელები კი დაუჯერებლად ცუდად თამაშობდნენ.
29-ე წუთიდან კლოპმა ტაქტიკა შეცვალა და გუნდი ისევ 4 მცველზე გადააწყო, ოღონდ მარცხნივ პიშჩეკი გაამწესა, მარჯვნივ კი - ბენდერი, მაგრამ დორტმუნდელებს მაინც აღარაფერი გამოუვიდათ: ჰიოგერმა სხვაობა ორამდე გაზარდა, "ბორუსიამ" კი "შალკეს" მხოლოდ ერთი, ლევანდოვსკის გოლითღა უპასუხა.
"ცუდად ვითამაშებ და ვაღიარებ, რომ ეს ჩემი ბრალიცაა. ბევრი ლიდერი გვაკლდა და ტაქტიკის შეცვლით ბიჭებისთვის დახმარება მინდოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ტაქტიკა რომ არ შეგვეცვალა, შესაძლოა, არ წაგვეგო და ამას გვიან მივხვდი," - გულახდილად თქვა კლოპმა მატჩის შემდეგ.
გულახდილები იყვნენ სხვებიც - კაპიტანმა კელმა კბილებში გამოსცრა, ეს არ იყო ჩვენი ფეხბურთიო; "დორტმუნდის" ბოსმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კი განაცხადა, ბევრი ლაპარაკი საჭირო არაა, "შალკემ" მოგება დაიმსახურაო.
ჰუმელსი ყველა შალკელზე გაბრაზებული იყო, განსაკუთრებით კი მეკარე ლარს უნერშტალი ლანძღა - სულ დრო გაჰყავდაო. უნერშტალის პასუხი: "თუ ვინმეს სანთებელა სჭირდება, ჩვენს კართან მივიდეს. "ბორუსიას" ფანები ყველაფერს მესროდნენ და 20-ცენტიანი თავში მომარტყეს. ამიტომაც "გამყავდა დრო!"
ყველაზე "ნაღდი" განცხადება კი "ბორუსიას" მეორე მცველმა სუბოტიჩმა გააკეთა - მე მგონი, ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ისაა, რომ რამდენიმე ჭიქა ღვინო დავლიო და მალე დავიძინოო.
რეკორდმაისტერის მორიგი რეკორდი
"ბაიერნმა" დიუსელდორფში უპრობლემოდ ისეირნა და 5:0 მოიგო, რაც რეკორდმაისტერისთვის მორიგ აბსოლუტურ რეკორდს ნიშნავს - ბუნდესლიგის პირველი რვა მატჩი აქამდე არავის მოეგო. ბავარიელებმა "დორტმუნდს" 12 ქულით გაასწრეს, "შალკეს" 7 ქულით სჯობნიან, ხოლო "აინტრახტს" 5-ით, მაგრამ, მიუხედავად ფრანკფურტული კლუბის უდიდესი პატივისცემისა, არმინ ფეეს გუნდს მიუნხენში სერიოზულ კონკურენტად არავინ მიიჩნევს.
არადა, "აინტრახტი" კარგად თამაშს და ქულების დაგროვებას განაგრძობს: შაბათს ფეეს გუნდმა მირკო სლომკას ამბიციური "ჰანოვერი" პირწმინდად დაჩაგრა და 3:1 დაამარცხა.
ელიტაში ახლახან დაბრუნებული გუნდისთვის ეს მეექვსე გამარჯვებაა მერვე თამაშში, რაც იმას ნიშნავს, რომ "აინტრახტს" ნელ-ნელა უკვე სერიოზულად უნდა შევხედოთ.
სერიოზულადაა "ვოლფსბურგის" საქმე, ოღონდ სერიოზულად ცუდად. ფელიქს მაგათის "მგლები" შაბათს საკუთარ მოედანზე "ფრაიბურგთან" დამარცხდნენ (0:2), რამაც 2009 წლის სენსაციური ჩემპიონი ბოლო ადგილამდე დააქვეითა.
თანაც, მაგათის ძვირადღირებულ ბიჭებს 8 ტურის შემდეგ ისევ მხოლოდ 2 გოლი აქვთ გატანილი. ფანებმა გუნდს მაგრად უსტვინეს და სკანდირებდნენ, ფელიქს, შენი დანახვაც აღარ გვინდაო, მაგრამ მაგათმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ოდნავადაც არ ეშინია გათავისუფლების, რადგან ხელმძღვანელები სრულ ნდობას უცხადებენ.
სამაგიეროდ, "დესპოტი ფელიქსი" ფეხბურთელებს მისდგა - ჩვენი კრიზისი მხოლოდ მაგათი ბრალიაო.
შაბათსვე "ლევერკუზენმა" "მაინცს" ვერაფერი მოუხერხა: უგებდა, მერე აგებდა და ბოლოს ფრეს (2:2) დასჯერდა. საღამოს მატჩში კი "ვერდერმა" მიონხენგლადბახის "ბორუსია" 4:0 გაანადგურა. უკვე ცხადია, რომ "გლადბახს" ევროსარბიელის საგზურებისთვის ბრძოლა გაუჭირდება, ბრემენელები კი ფორმაში შედიან...
ბუნდესლიგა. VIII ტური
ჰოფენჰაიმი-ფიურტი 3:3
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ვიზე - ბეკი, დელპიერი, კომპერი, ჯონსონი - შტრეკერი, რუდი - რობერტო ფირმინიო, ვოლანდი (91. შიპლოკი), უსამი (70. გრიფო) - ხოსელუ.
ფიურტი (4-1-2-2-1): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი - პრიბი, სარარერი (80. მიკელსენი) - შტიბერი (88. ზობიხი), ედუ (75. ნიოთე) - ასამოა.
გოლები: 1:0 რობერტო ფირმინიო (8), 1:1 შტიბერი (39), 2:1 ხოსელუ (67), 2:2 პრიბი (84), 3:2 ხოსელუ (89), 3:3 ზობიხი (93)
გაფრთხილება: შტიბერი, ფიურშტნერი, პრიბი, სარარერი, კლაინე
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 19(11)-16(8); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 22 150
ბორუსია (დ)-შალკე 1:2 (იხილეთ ვიდეო)
ბორუსია /დ/ (3-5-2): ვაიდენფელერი - სუბოტიჩი, ს. ბენდერი, ჰუმელსი - პიშჩეკი, ლაიტნერი (89. ფელიპე სანტანა), კელი (56. ბიტენკური), პერიშიჩი (52. შიბერი), გროსკროიტცი - როისი, ლევანდოვსკი.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ჰიოგერი (79. ჯონსი), ნოიშტედტერი - ფარფანი (70. ბარნეტა), ჰოლტბი (86. მორიტცი), აფელაი - ჰუნტელაარი.
გოლები: 0:1 აფელაი (14), 0:2 ჰიოგერი (48), 1:2 ლევანდოვსკი (55)
გაფრთხილება: შიბერი, ლაიტნერი - ჰიოგერი, უნერშტალი, ფუხსი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8(4)-7(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 80 645
ლევერკუზენი-მაინცი 2:2
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, ტოპრაკი, კადლეცი - როლფესი (80. აიდინი) - ლ. ბენდერი (80. ჰეგელერი), კასტრო - ბელარაბი (71. ჟუნიორ ფერნანდესი), შიურლე - კისლინგი.
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - ბაუმგარტლინგერი - მ. კალიჯური, სოტო (80. კირხჰოფი) - ივანშიტცი - სალაი (93. ზაბავნიკი), ნ. მიულერი (67. რისსე).
გოლები: 1:0 კისლინგი (43), 1:1 სალაი (58), 1:2 რისსე (76), 2:2 კასტრო (87)
გაფრთხილება: ბელარაბი, როლფესი, კარვახალი, ტოპრაკი - სვენსონი, ვეტკლო, ბაუმგარტლინგერი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 14(8)-10(3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 28 077
ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 0:2
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ფაგნერი (61. ტრეში), ნალდო, პოგატეცი (68. ლაკიჩი), როდრიგესი - კნოხე, კალენბერგი - ჰასანი, ვიეირინია (61. მ. შეფერი) - დოსტი, ოლიჩი.
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი (89. ჰედენსტადი), გინტერი, დიანიე, მუიჯა - შუსტერი, მაკიადი - შმიდი, დ. კალიჯური - იენდრიშეკი (46. მ. კრუსე), ფრაისი (79. ფლუმი).
გოლები: 0:1 დ. კალიჯური (40-პენ), 0:2 შუსტერი (84)
გაფრთხილება: ნალდო - მუიჯა, დიანიე
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 23-14 თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 9(2)-8(5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 25 080
აინტრახტი-ჰანოვერი 3:1
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი (81. ლანიგი), ა. მაიერი, ინუი (73. ჩელოცი) - მატმური (88. ჰოფერი).
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, ჰაგი, რაუში - შტინდლი, და სილვა პინტუ (76. პანდერი) - შლაუდრაფი (30. ზობიხი), ჰუშტი - ია კონანი, აბდელაუ (64. მ. დიუფი).
გოლები: 1:0 მატმური (5), 2:0 ს. იუნგი (18), 2:1 აბდელაუ (43), 3:1 ა. მაიერი (82)
გაფრთხილება: შვეგლერი, სამბრანო - ჰუშტი, და სილვა პინტუ, მ. დიუფი, ია კონანი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 15(7)-14(4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 50 500
ფორტუნა-ბაიერნი 0:5 (იხილეთ ვიდეო)
ფორტუნა (4-2-2-1-1): გიფერი - ლეველსი (46. ბელინგჰაუზენი), ლანგენეკე, ხუანანი, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ლამბერტცი - დუ-რი ჩა, კრუსი - ილსიო (46. ვორონინი) - შაჰინი (82. რაფაელი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი (82. რაფინია) - თ. მიულერი, კროოსი (70. ხავი მარტინესი), რიბერი - მანჯუკიჩი (77. ალაბა).
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (28), 0:2 ლუის გუსტავო (36), 0:3 თ. მიულერი (55), 0:4 თ. მიულერი (86), 0:5 რაფინია (87)
გაფრთხილება: ლეველსი, ლამბერტცი, ვან დერ ბერგი - დანტე
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 2(1)-24(14); ბურთის ფლობა: 25%-75%.
მაყურებელი: 54 000
ვერდერი-ბორუსია (მ) 4:0
ვერდერი (4-1-2-2-1): მილიტცი - გებრე სელასიე, ლუკიმია, სოკრატისი, შმიტცი - იუნუზოვიჩი - ჰანტი (82. ბარგფრედე), დე ბრუინი - არნაუტოვიჩი (84. ექიჩი), ელია (74. ფიულკრუგი) - პეტერსენი.
ბორუსია /მ/ (4-2-3-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - ნორდტვეიტი, მარქსი - რუპი (46. ჰერმანი), ჯაკა (62. ჰრგოტა), არანგო (74. ჰანკე) - ლ. დე იონგი.
გოლები: 1:0 პეტერსენი (37), 2:0 არნაუტოვიჩი (45), 3:0 ფიულკრუგი (76), 4:0 იუნუზოვიჩი (86)
გაფრთხილება: დე ბრუინი - ნორდტვეიტი, იანჩკე
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 20(7)-9(2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 42 100
ნიურნბერგი-აუგსბურგი 0:0
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი (46. რაკოვსკი) - ჩენდლერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - ბალიჩი, სიმონსი - გებჰარტი, კიოტაკე (63. ესვაინი), ფრანტცი (77. პოლტერი) - პეკჰარტი.
აუგსბურგი (4-2-2-1-1): ამსიფი - ვერჰეგი (91. ოსტრცოლეკი), ს. ლანგკამპი, კლავანი, დე იონგი - ფოგტი, ბაიერი - მუსონა, ვერნერი - იორლი (86. კალსენ-ბრაკერი) - ს. ჰაინი (58. ბონსე).
გაფრთხილება: პინოლა, სიმონსი, პეკჰარტი, ბალიჩი - ფოგტი, ს. ლანგკამპი, ბონსე
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 24-22; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 8(2)-10(4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 40 171
ჰამბურგი-შტუტგარტი 0:1
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი (74. ბერგი), არსლანი - სონი (85. შარნერი), ვან დერ ვაარტი, ირაჩეკი (46. ბაისტერი) - რუდნევსი.
შტუტგარტი (4-1-2-2-1): ულრაიხი - საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, ბოკა (45+1. მოლინარო) - კვისტი - გენტნერი, ჰოლცჰოიზერი (80. ჰაინალი) - ჰარნიკი, ტრაორე (87. მასა) - იბიშევიჩი.
გოლი: 0:1 იბიშევიჩი (30)
გაფრთხილება: ჰოლცჰოიზერი, იბიშევიჩი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 18(8)-21(6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 53 121
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 8 8 0 0 26-2 24
2. აინტრახტი 8 6 1 1 19-11 19
3. შალკე 8 5 2 1 17-8 17
4. ბორუსია (დ) 8 3 3 2 18-11 12
5. ლევერკუზენი 8 3 3 2 13-11 12
6. ჰანოვერი 8 3 2 3 16-13 11
7. ფრაიბურგი 8 3 2 3 13-10 11
8. მაინცი 8 3 2 3 9-10 11
9. ვერდერი 8 3 1 4 14-13 10
10. ჰამბურგი 8 3 1 4 9-11 10
11. ფორტუნა 8 2 4 2 6-8 10
12. შტუტგარტი 8 2 3 3 8-14 9
13. ბორუსია (მ) 8 2 3 3 9-16 9
14. ჰოფენჰაიმი 8 2 2 4 13-17 8
15. ნიურნბერგი 8 2 2 4 7-14 8
16. აუგსბურგი 8 1 3 4 5-11 6
17. ფიურტი 8 1 2 5 5-14 5
18. ვოლფსბურგი 8 1 2 5 2-15 5
ბომბარდირები
7 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 6 - თ. მიულერი (ბაიერნი); 5 - კისლინგი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი), იბიშევიჩი (შტუტგარტი), როისი (ბორუსია /დ/), შაჰინი (ფორტუნა), სონი (ჰამბურგი), სალაი (მაინცი).
მომდევნო ტური
26 ოქტომბერი
აუგსბურგი-ჰამბურგი.
27 ოქტომბერი
შალკე-ნიურნბერგი, ფრაიბურგი-ბორუსია (დ), მაინცი-ჰოფენჰაიმი, ფიურტი-ვერდერი, ფორტუნა-ვოლფსბურგი.
28 ოქტომბერი
შტუტგარტი-აინტრახტი, ბაიერნი-ლევერკუზენი, ჰანოვერი-ბორუსია (მ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"