ლუკაშ პიშჩეკის ახალი კონტრაქტი დორტმუნდის "ბორუსიასთან"

AutoSharing Option
პოლონელმა მარჯვენა მცველმა ლუკაშ პიშჩეკმა გერმანიის მოქმედ ჩემპიონ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და BVB-ს თავისი ბედი 2017 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირა.

"ორი წელია, რაც დორტმუნდში ვთამაშობ და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი კარიერის საუკეთესო წლებია. აქედან წასვლა, რა თქმა უნდა, არ მინდა და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას უყოყმანოდ დავთანხმდი", - უთხრა პიშჩეკმა "კიკერს".

ლუკაში "დორტმუნდმა" 2010 წელს ბერლინის "ჰერტადან" გადაიბირა. იმასაც გაგახსენებთ, რომ პიშჩეკი "ჰერტაში" თავის დროზე თავდამსხმელის სტატუსით გადავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბერლინში გადასწიეს მარჯვენა ფლანგზე, "დორტმუნდში" კი მარჯვენა მცველი
გახდა და დღეს ამ პოზიციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია.

27 წლის პიშჩეკს ბუნდესლიგის 140 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული