გერმანიის თასი. II ეტაპი. სამშაბათის მატჩების წინ

AutoSharing Option
გერმანიის თასის მეორე რაუნდის სამშაბათის მატჩებიდან ყველაზე დაძაბული წესით მეორე ბუნდესლიგის სენსაციური ლიდერის, ბრაუნშვაიგის "აინტრახტისა" და "ფრაიბურგის" დუელი უნდა გამოვიდეს.

დღესვე ყურადღების ცენტრშია გერმანიის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი დორტმუნდის "ბორუსიაც", რომელიც აალენში ჩადის.

ბერლინის "ჰერტასთან" ტოპ-მატჩის (1:1) შემდეგ მეორე ბუნდესლიგის სენსაციური ლიდერის, ბრაუნშვაიგის "აინტრახტის" ფანები 30 ოქტომბერს მორიგი სერიოზული მატჩით ისიამოვნებენ - მათი საყვარელი გუნდი გერმანიის თასის მეორე რაუნდში "ფრაიბურგს" მასპინძლობს.

"ბრაუნშვაიგი" მეორე ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერია და "ჰერტას" 5 ქულით უსწრებს. ლოგიკურია, რომ "აინტრახტის" ფანები ელიტაში გადასვლაზე ოცნებობენ და
იმის იმედიც აქვთ, რომ მათი გუნდი გერმანიის თასის მომდევნო ეტაპზე გავა, რადგან "ფრაიბურგი" არ არის უძლეველი მეტოქე.

ეს შეხვედრა განსაკუთრებულია "ბრაუნშვაიგის" კაპიტან დენის კრუპკესთვის, რომელიც ადრე (4 წლის მანძილზე) ფრაიბურგში თამაშობდა. ამრიგად, "ფრაის", რომელმაც პირველ რაუნდში ჰამბურგის "ვიკტორია" გააგდო (2:1), სიფრთხილე მართებს.

რომელი ჯუჯა-კლუბი მოახდენს სენსაციას?
"ბერლინერისა" და "მიუნხენ 1860-ის", "ვორმატია ვორმსის" და "კიოლნის", ასევე "ჰაველსესა" და "ბოხუმის" მატჩებში კლასით უფრო მაღლა მდგომ სტუმრებს ყურადღებით ყოფნა მართებთ, რადგან მასპინძლები ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან.

ფრთხილად უნდა იყოს ელიტელი "აუგსბურგიც", რადგან მიუნსტერის "პროისენის" სახით იმ გუნდს სტუმრობს, რომელმაც პირველ ეტაპზე ბრემენის "ვერდერი" დაიფრინა (4:2).

თუმცა მიუნსტერელებს მთავარი გოლეადორი ტეილორი აკლიათ - ამ უკანასკნელმა "ვერდერს" აგვისტოში სამი გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ "პროისენს" მესამე ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე ერთი თამაშიც არ წაუგია.

დორტმუნდი აალენში, შალკე ზანდჰაუზენთან
აალენში დიდი ზეიმი იქნება, რადგან იქ, არც მეტი, არც ნაკლები, გერმანიის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი "დორტმუნდი" ჩადის.

"ბორუსიას" ზედიზედ მეორედ უწევს შუა კვირაში თამაში და შესაძლოა, იურგენ კლოპმა შემადგენლობა ოდნავ შეცვალოს.

მთლად მეორე გუნდით თამაში კი ზედმეტი რისკი იქნება, რადგან კლოპს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ორი წლის წინ მისი "ბორუსია" გერმანიის თასის მეორე რაუნდში მესამელიგელ "ოფენბახთან" დამარცხდა. დღეს თამაშობს "შალკეც": გელზენკირხენელები "ზანდჰაუზენს" მასპინძლობენ.

30 ოქტომბერი

ბერლინერი-მიუნხენი 1860 22:00
ვორმატია ვორმსი-კიოლნი 22:00
პროისენ მიუნსტერი-აუგსბურგი 22:00
ბრაუნშვაიგი-ფრაიბურგი 22:00
ჰაველსე-ბოხუმი 23:30
შალკე-ზანდჰაუზენი 23:30
აალენი-ბორუსია (დ) 23:30
მაინცი-აუე 23:30

31 ოქტომბერი
კარლსრუე-დუისბურგი 22:00
არმინია-ლევერკუზენი 22:00
ოფენბახი-უნიონი 22:00
შტუტგარტი-ზანტ პაული 22:00
ჰანოვერი-დინამო (დ) 23:30
ბაიერნი-კაიზერსლაუტერნი 23:30
ფორტუნა-ბორუსია (მ) 23:30
ვოლფსბურგი-ფრანკფურტი 23:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული