1 ნოემბერს ვან გაალს რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა უპასუხა.
"ყველამ კარგად იცის, რომ მიუნხენის "ბაიერნი" არ არის "ერთი მსახიობის თეატრი", როგორც ამაზე ვან გაალი საუბრობს. ჩვენი გუნდის ასეთ კლუბად გამოცხადება, ფაქტობრივად, შეურაცხყოფაა.
მის ადგილზე ასეთი განცხადებების გაკეთებისას ფრთხილად ვიქნებოდი და უაზრობებს არ წამოვაყრანტალებდი.
ზაფხულის მერე "ბაიერნში"
120 დღეა, რაც "ბაიერნში" ვმუშაობ და პირადად მე ულისთან პრობლემა არ შემქმნია," - უთხრა ზამერმა "ბილდს".
ლიოვი: მე მივბაძე ვან გაალს?
ვან გაალის განცხადებებს გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვიც გამოეხმაურა, ოღონდ 52 წლის ბუნდესმწვრთნელი ამ თემას, ზამერისგან განსხვავებით, იუმორით მიუდგა და კითხვაზე, გერმანიის ნაკრების ტაქტიკა ვან გაალისგან გადაიღო თუ არა, ასე უპასუხა: "4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ჩვენ 2008 წლიდან ვთამაშობთ.
გამოდის, რომ უფრო ვან გაალმა გადაიღო ჩვენი ტაქტიკა, ვიდრე პირიქით, რადგან ლუისმა "ბაიერნში" მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო, - აღნიშნა იოგიმ და დასძინა, - ხუმრობა იქით იყოს და ფაქტია, რომ ჩვენ ორივე შემტევი ფეხბურთის თაყვანისმცემლები ვართ.
ვან გაალთან პრობლემა არ მაქვს, პირიქით, მასთან შეხვედრა ყოველთვის მსიამოვნებს. ცუდი ის არის, მას მერე, რაც "ბაიერნში" აღარ მუშაობს, იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს".
იოგის ლუისთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა: 14 ნოემბერს ჰოლანდიისა და გერმანიის ნაკრები გუნდები ერთმანეთს ამსტერდამში ამხანაგურად გაეჯიბრებიან...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლუის ვან გაალი: "ბაიერნის" პრობლემა ული ჰიონესია, რომელიც ყველას საქმეში ცხვირს ყოფს!