ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დორტმუნდის "ბორუსია" 18 წლის თავდამსხმელის, არკადიუშ მილიკის გადაბირებას აპირებს.
"ბილდის" ცნობით, დორტმუნდელი სკაუტები "გორნიკის" ფორვარდს რამდენჯერმე დააკვირდნენ და ძალიან მოეწონათ.
1.89 მეტრი სიმაღლის მილიკი ძალიან კარგად თამაშობს თავით, ცაციაა, აქვს ძლიერი დარტყმა და კარგი საგოლე ალღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"