გერმანია. ბუნდესლიგა. X ტური: მიუნხენის "ბაიერნმა" "ჰამბურგიც" დაიბრიყვა

AutoSharing Option
ფუჭი გამოდგა საფეხბურთო გერმანიის იმედები ბუნდესლიგაში მთავარი ინტრიგის დაბრუნების შესახებ: მე-10 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" უახლოეს მდევართან 7-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

ბავარიელებმა ჰამბურგში უპრობლემოდ გაიმარჯვეს, მეორეადგილოსანი "შალკე" კი "ჰოფენჰაიმთან" დამარცხდა.

ვერ მოიგო მოქმედმა ჩემპიონმაც: დორტმუნდის "ბორუსიამ" "შტუტგარტს" ქულა გაატანა და რაკი ვეღარც "აინტრახტი" თამაშობს ისე, როგორც პირველ ტურებში თამაშობდა, ეს ყველაფერი ისევ "ბაიერნის" მარშირებულ სვლას ჰგავს ჩემპიონობისკენ.

პირდაპირ ვთქვათ: "ბაიერნს" ჰამბურგში ყველა ლოგიკის თანახმად უნდა მოეგო - გარდა ერთისა: რეკორდმაისტერს HSV სტუმრად 2006 წლის 26 ნოემბრის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული.

უკანასკნელი გამარჯვებიდან
თითქმის 6 წლის შემდეგ მიუნხენელებმა რაფაელ ვან დერ ვაარტსა და კომპანიას მწარე მარცხი აგემეს - ანგარიში (0:3) ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.

ბუნდესლიგის კლასიკად აღიარებული ეს შეხვედრა, რომელიც "ჰამბურგისა" და "ბაიერნის" 95-ე დუელი გახლდათ, პირდაპირ ეთერში 200 ქვეყანაში გადაიცემოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერის სრულყოფილი ფეხბურთი ლამის მთელმა მსოფლიომ ნახა.

"ჩვენ დღეს საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშეთ", - აღფრთოვანებული იყო მატჩის შემდეგ ბავარიელთა დამრიგებელი იუპ ჰაინკესი.

მიუნხენელებს დაღლა ოდნავადაც არ დასტყობიათ, რადგან შუა კვირაში "კაიზერსლაუტერნთან" ჩატარებული სათასო მატჩისგან (4:0) განსხვავებით, "დონ იუპმა" ძირითადი შემადგენლობა 9 (!) პოზიციაზე შეცვალა და ლიდერები სასტარტოში დააბრუნა. თუმცა, მაგალითად, არიენ რობენი, რომელმაც "ლაუტერნთან" დუბლი შეასრულა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე არც მეორე ტაიმში გამოჩენილა.

მასთან ერთად სკამს ხეხავდა 40-მილიონიანი შენაძენი ხავი მარტინესიც, თუმცა ჰაინკესმა მატჩის მეორე ნახევარში ეს უკანასკნელი თამაშში მაინც ჩართო.

ანგარიში ტაიმის მიწურულს შვაინშტაიგერმა თავური დარტყმით გახსნა და სხვათა შორის, ეს ამ სეზონში შვაინისთვის თავით გატანილი რიგით მესამე (!) გოლია.

ჰამბურგელები რეკორდმაისტერთან წარმატების მიღწევას ესპანურ სტილში შეეცადნენ: მწვრთნელმა ტორსტენ ფინკმა ძირითად შემადგენლობაში ერთი ცენტრფორვარდიც კი არ გაამწესა და 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში წინა ხაზის ცენტრში გამთამაშებელი ვან დერ ვაარტი გაამწესა.

ფინკი მალევე დარწმუნდა, რომ სასტიკი შეცდომა დაუშვა და შესვენებაზე ცენტრალური თავდამსხმელი რუდნევსი (3 გოლი ამ სეზონში) გამოიყვანა, მაგრამ "ჰამბურგს" ამანაც ვერ უშველა: ბავარიელებმა შვაინშტაიგერის გოლს მეორე ტაიმში თომას მიულერისა და ტონი კროოსის გოლებიც მიამატეს და ფორმაში შესული "ჰამბურგი" შეარცხვინეს.

აღსანიშნავია, რომ კვლავ ბრწყინვალე იყო ფრანკ რიბერი.

"ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ქულებს მე-10 ტურშიც დავკარგავდით, სასტიკად შეცდა. ყველაზე კარგი ის არის, რომ ჩვენმა მთავარმა კონკურენტებმა ვერ მოიგეს", - თვალები უბრწყინავდა საფინალო სასტვენის შემდეგ მიულერს.

10 ტურის შემდეგ ბავარიელებს 30 გოლი აქვთ გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაზე სახიფათო "ბაიერნია" 1976/77 წლების სეზონის "ბაიერნის" (32 გოლი 10 ტურში) შემდეგ...

შალკეს სულელური მარცხი
გუნდი, რომელსაც ჩემპიონობა უნდა, ასეთ თამაშებს არ უნდა აგებდეს. "შალკემ" "ჰოფენჰაიმი" ყველა ასპექტში დაჩაგრა - გარდა ერთისა: "სოფლელები" უფრო ეფექტურები აღმოჩნდნენ.

თავად განსაჯეთ: შალკელებმა უბედური ტიმ ვიზეს კარისკენ 23-ჯერ დაარტყეს, ჰოფენჰაიმელებმა კი მხოლოდ 6 დარტყმით უპასუხეს, მაგრამ თამაში მაინც "ჰოფემ" მოიგო - 3:2. სხვათა შორის, მიუხედავად ორი ბურთის გაშვებისა, ამჯერად ვიზემ მართლა ძალიან კარგად ითამაშა და "ჰოფენჰაიმის" გამარჯვება მისი დამსახურებაცაა.

ზოგადად კი მარკუს ბაბელის გუნდმა ჰუუბ სტევენსის სამწყსო ხეირიანი კონტრშეტევებით დაამარცხა. გამარჯვების გოლი "სოფლელთაგან" შიპლოკმა 91-ე წუთზე გაიტანა.

"მესამე გოლამდე ჩვენი მცველები თავდასხმაში იყვნენ წასულები, რაც გამოუცდელობის ბრალია. ეს თამაში, მინიმუმ, არ უნდა წაგვეგო", - თქვა ნამატჩევს "შალკეს" ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.

მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა კი ასეთივე სცენარით განვითარებული სხვა მატჩები გაიხსენა: "ასე მოხდა "ფორტუნასთან" (2:2) და "მონპელიესთან" (2:2) შეხვედრებშიც. მეტოქე ისევ ყველაფერში დავჯაბნეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ".

ჰელდტი არჩათვლილ გოლზეც ჩიოდა - მსაჯმა აითექინმა აფელაის გოლი უსამართლოდ გააუქმაო.

აქვე გაცნობებთ, რომ "ლივერპულს" "შალკეს" ჰოლანდიელი გოლეადორის, კლაას-იან ჰუნტელაარის გადაბირება უნდა. ამ უკანასკნელს გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, ახალი ხელშეკრულება კი ჯერაც არ გაუფორმებია.

დორტმუნდი: წაგების ტოლფასი ფრე
ვერ ვიტყვით, რომ დორტმუნდელები მადრიდში, "რეალის" წინააღმდეგ გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩზე ფიქრობდნენ და მხოლოდ ამის გამო ვერ მოუგეს "შტუტგარტს", რადგან "ბორუსია" აქტიურად თამაშობდა და გოლის გატანაც რამდენჯერმე შეეძლო.

ფაქტი კი 0:0 და ორი ქულის დაკარგვაა, რის გამოც იურგენ კლოპის ჩემპიონი გუნდი "ბაიერნს" 11 ქულით ჩამორჩა.

ამ შეხვედრაში ყველაზე საინტერესო სამი რამ იყო: დორტმუნდელებმა ორჯერ მოარტყეს ბურთი შვაბთა მეკარე სვენ ულრაიხის კარის ძელს, მათ კაპიტან კელს კი ჰოლცჰოიზერმა იდაყვი უთავაზა და ცხვირი გაუტეხა.

ეს მე-18 წუთზე მოხდა და მომხდარს დისკუსიები მოჰყვა, რადგან მსაჯმა ცვაიერმა შტუტგარტელს მხოლოდ ყვითელი ბარათი აუფრიალა, კლოპი კი მის გაძევებას ითხოვდა და "შტუტგარტის" მენეჯერ ფრედი ბობიჩსაც სულ მუშტები უტრიალა. ჰოლცჰოიზერი ამბობს, კელისთვის განგებ არ ჩამირტყამსო და სებასტიანს დროულად გამოჯანმრთელებას უსურვებს, მაგრამ ეს კელისთვის ვერაფერი შეღავათია - "რეალთან" თუ ითამაშებს, მხოლოდ დამცავი ნიღაბით.

მიუხედავად ანგარიშისა, მატჩი საფეხბურთო კუთხითაც საინტერესო იყო, მართალია, არა იმდენად, როგორც წინა სეზონში დაფიქსირებული 4:4, მაგრამ მაინც.

საინტერესო ისაა, რომ "დორტმუნდს" ბოლო 28 საშინაო მატჩში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაჰქონდა და საკუთარ მოედანზე პირველად დარჩა უგოლოდ. მიზეზი: ჰუმელსმა (29-ე წუთზე) და ლევანდოვსკიმ (89) ულრაიხის კარის ძელი შეაზანზარეს. შტუტგარტელთაგან კი გატანა კარგ ფორმაში მყოფ იბიშევიჩს შეეძლო, რომელსაც ვაიდენფელერმა აუღო (74).

"საკუთარ მოედანზე ფრე ჩვენთვის ყოველთვის წაგების ტოლფასია", - თქვა მატჩის შემდეგ კლოპმა.

ვოლფსბურგში თითქოს მაგათი დაბრუნდა...
"აინტრახტიც" ვეღარ იგებს, რაც ასევე "ბაიერნის" წისქვილზე ასხამს წყალს - პარასკევს ფრანკფურტელები საკუთარ მოედანზე "ფიურტს" დაუზავდნენ (1:1), თუმცა ჯერ მაინც საუკეთესო სამეულში არიან.

ტურისწინა მიმოხილვაში ვწერდით, რომ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სტაბილურობა აკლია და "ფრაიბურგთან" 1:1 სწორედ ამის დასტურია - ფაქტია, რომ ლუსიენ ფავრის გუნდი, რომელიც არასპორტული საქციელის გამო ტრიბუნაზე მიაბრძანეს, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვეღარ მოიპოვებს.

"ჰანოვერი" კი სხვა საქმეა - მირკო სლომკას ბიჭებმა შტინდლისა და დიუფის გოლებით აუტსაიდერ "აუგსბურგთან" საშინაო დავალება ხუთიანზე შეასრულეს.

"ვოლფსბურგი" კი 3 ნოემბერს ისევ "ფელიქს მაგათის ვოლფსბურგს" დაემსგავსა და კრიზისში მყოფ "ნიურნბერგთან" 0:1 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ფრანკების" თავკაცი დიტერ ჰეკინგი გათავისუფლებას გადაურჩა.

გერმანია. ბუნდესლიგა. X ტური
აინტრახტი-ფიურტი 1:1
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, ანდერსონი, დემიდოვი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე (84. ჩელოცი) - აიგნერი (76. კიოლერი), ა. მაიერი, ინუი (57. მატმური) - ოუშენი.
ფიურტი (4-2-3-1): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი, პეკოვიჩი - სარარერი (92. მიკელსენი), პრიბი, შტიბერი - ასამოა (89. ედუ).
გოლები: 1:0 ა. მაიერი (1), 1:1 შტიბერი (53)
გაფრთხილება: ს. იუნგი, შვეგლერი - ფიურშტნერი, ასამოა
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 15-26; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7(4)-12(8); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 47 400

ბორუსია (დ)-შტუტგარტი 0:0
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი (20. ლაიტნერი) - როისი (76. პერიშიჩი), გიოტცე, გროსკროიტცი (56. შიბერი) - ლევანდოვსკი.
შტუტგარტი (4-1-2-2-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, ბოკა - კვისტი - ჰოლცჰოიზერი (70. კუჟმანოვიჩი), გენტნერი - ჰარნიკი, ტრაორე (88. ოკაზაკი) - იბიშევიჩი (92. მასა).
გაფრთხილება: ჰოლცჰოიზერი, კვისტი, იბიშევიჩი, გენტნერი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 20(7)-12(3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 80 645

ბორუსია (მ)-ფრაიბურგი 1:1
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - შტრანცლი, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - ნორდტვეიტი, მარქსი - რუპი, არანგო - ჰერმანი (73. ჰანკე), დე კამარგო (73. მლაპა).
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი, კრმასი, დიანიე, მუიჯა - შუსტერი, მაკიადი (90. გუედე) - შმიდი, დ. კალიჯური - მ. კრუსე (92. იენდრიშეკი), ფრაისი (68. როზენტალი).
გოლები: 1:0 დე კამარგო (49), 1:1 დ. კალიჯური (77-პენ)
გაძევება: ფავრი (84. ბორუსიას მწვრთნელი)
გაფრთხილება: შტრანცლი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 14(4)-13(3); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 47 673

ჰანოვერი-აუგსბურგი 2:0
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, ჰაგი, რაუში - შმიდებახი, კ. შულცი - შტინდლი, ჰუშტი (87. შლაუდრაფი) - ია კონანი (79. პანდერი), მ. დიუფი (91. ზობიხი).
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ფოგტი, ს. ლანგკამპი, კლავანი, დე იონგი - ოტლი, ბაიერი - მუსონა (68. კოო), მორავეკი (46. ბონსე), ვერნერი (59. ოსტრცოლეკი) - იორლი.
გოლები: 1:0 მ. დიუფი (26), 2:0 შტინდლი (85)
გაფრთხილება:
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14(4)-10(5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 41 200

ნიურნბერგი-ვოლფსბურგი 1:0
ნიურნბერგი (4-1-4-1): რაკოვსკი - ჩენდლერი, ნილსონი, კლოზე, პლატენჰარდტი - სიმონსი - კიოტაკე, ბალიჩი (83. ფოილნერი), გებჰარტი (87. კორშოვსკი), ესვაინი - პეკჰარტი (72. პოლტერი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, კიაერი, მ. შეფერი - პოლაკი, ჟოსუე (84. მადლუნგი) - ჰასებე (84. ლაკიჩი), დიეგო, ოლიჩი (62. როდრიგესი) - დოსტი.
გოლი: 1:0 გებჰარტი (76)
გაფრთხილება: კიოტაკე, ჩენდლერი - ჟოსუე, ფაგნერი, კიაერი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11(4)-3(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 37 586

ჰოფენჰაიმი-შალკე 3:2
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ვიზე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი, რუდი - უსამი (62. გრიფო), ვოლანდი (89. შიპლოკი), რობერტო ფირმინიო - ხოსელუ.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი (83. პაპადოპულოსი), ფუხსი - ჯონსი (77. მარიკა), ნოიშტედტერი - ფარფანი, ჰოლტბი (65. დრაქსლერი), აფელაი - ჰუნტელაარი.
გოლები: 1:0 ვოლანდი (13), 1:1 ნოიშტედტერი (37), 2:1 რობერტო ფირმინიო (67-პენ), 2:2 უჩიდა (82), 3:2 შიპლოკი (91)
გაფრთხილება: რუდი, კომპერი - ფუხსი, აფელაი, ჰუნტელაარი
კუთხური: 0-5; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 6(4)-23(10); ბურთის ფლობა: 26%-74%.
მაყურებელი: 30 150

ჰამბურგი-ბაიერნი 0:3
ჰამბურგი (4-3-3): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი - არსლანი, ბადელი, რინკონი (46. რუდნევსი) - სონი, ვან დერ ვაარტი, ბაისტერი (59. აოგო).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - შვაინშტაიგერი, ლუის გუსტავო (56. ხავი მარტინესი) - თ. მიულერი, კროოსი (75. ტიმოშჩუკი), რიბერი (83. რაფინია) - მანჯუკიჩი.
გოლები: 0:1 შვაინშტაიგერი (40), 0:2 თ. მიულერი (48), 0:3 კროოსი (53)
გაფრთხილება: დიკმაიერი, იანსენი - რიბერი, ხავი მარტინესი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7(3)-15(8); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 57 000

ლევერკუზენი-ფორტუნა 3-2
ლევერკუზენი (4-1-2-2-1)- რენზინგი - კარვახალი, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, ჰოსოგაი - რაინარტცი - ლ. ბენდერი, კასტრო (89. კორი) - სემი (63. როლფესი), შიურლე (69. ჰეგელერი) - კისლინგი.
ფორტუნა (4-1-2-2-1)- გიფერი - ლეველსი, ლანგენეკე, ხუანანი, ვან დერ ბერგი (81. ვეგკამპი) - ბოძეკი - ლამბერტცი (71. ილსიო), ბელინგჰაუზენი - შაჰინი, კრუსი - რაფაელი (46. დუ-რი ჩა).
გოლები- 1-0 სემი (16), 1-1 რაფაელი (40), 2-1 შიურლე (41), 3-1 კასტრო (66), 3-2 ბოძეკი (86)
გაძევება- როლფესი (65. ლევერკუზენი)
გაფრთხილება- კრუსი, ლანგენეკე
კუთხური- 7-5; ჯარიმა- 13-18; თამაშგარე- 2-1; კარში დარტყმა- 18(10)-14(3); ბურთის ფლობა- 54%-46%.
მაყურებელი- 27 153

ვერდერი-მაინცი 2-1
ვერდერი (4-1-4-1)- მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, სოკრატისი (46. ლუკიმია), შმიტცი - იუნუზოვიჩი - არნაუტოვიჩი, დე ბრუინი, ჰანტი, ელია (60. ფიულკრუგი) - პეტერსენი (78. აკპალა).
მაინცი (4-1-2-1-2)- ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ზაბავნიკი - კირხჰოფი - ბაუმგარტლინგერი, სოტო (83. მალი) - ივანშიტცი (77. ჟუნიორ დიასი) - ნ. მიულერი (39. რისსე), სალაი.
გოლები- 1-0 ჰანტი (10), 1-1 სალაი (64), 2-1 ჰანტი (85)
გაფრთხილება- დე ბრუინი - კირხჰოფი, ზაბავნიკი, სალაი
კუთხური- 5-4; ჯარიმა- 11-14; თამაშგარე- 0-1; კარში დარტყმა- 17(4)-13(4); ბურთის ფლობა- 57%-43%.
მაყურებელი- 39 114


გუნდი
1 ბაიერნი 10 9 0 1 30-4 27
2 შალკე 10 6 2 2 20-11 20
3 აინტრახტი 10 6 2 2 21-14 20
4 ლევერკუზენი 10 5 3 2 18-14 18
5 ბორუსია (დ) 10 4 4 2 20-11 16
6 ჰანოვერი 10 4 2 4 20-16 14
7 ვერდერი 10 4 2 4 17-15 14
8 მაინცი 10 4 2 4 13-12 14
9 ჰამბურგი 10 4 1 5 11-14 13
10 შტუტგარტი 10 3 4 3 10-15 13
11 ბორუსია (მ) 10 3 4 3 13-19 13
12 ფრაიბურგი 10 3 3 4 14-13 12
13 ჰოფენჰაიმი 10 3 2 5 16-22 11
14 ნიურნბერგი 10 3 2 5 8-15 11
15 ფორტუნა 10 2 4 4 9-15 10
16 ვოლფსბურგი 10 2 2 6 6-17 8
17 ფიურტი 10 1 4 5 7-16 7
18 აუგსბურგი 10 1 3 6 5-15 6

ბომბარდირები:
8 - მანჯუკიჩი (ბაიერნი), სალაი (მაინცი); 7 - ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი); 6 - კისლინგი (ლევერკუზენი); 5 - ჰანტი (ვერდერი), იბიშევიჩი (შტუტგარტი), სონი (ჰამბურგი).

მომდევნო ტური
9 ნოემბერი
მაინცი-ნიურნბერგი.

10 ნოემბერი
ბაიერნი-აინტრახტი, შალკე-ვერდერი, ფრაიბურგი-ჰამბურგი, აუგსბურგი-ბორუსია (დ), ფორტუნა-ჰოფენჰაიმი.

11 ნოემბერი

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი, შტუტგარტი-ჰანოვერი, ფიურტი-ბორუსია (მ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული