მეორეადგილოსანი "შალკე" "ვერდერს" მასპინძლობს, ლიდერს ჩამორჩენილი, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ჩემპიონობის კანდიდატი "დორტმუნდი" კი მადრიდის მერე (2:2 რეალთან) აუგსბურგში ჩადის.
11 ნოემბერს "ვოლფსბურგი" "ლევერკუზენს" უმასპინძლებს და მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
ბაიერნი: ლილის მერე აინტრახტიც?
ზაფხულში ვინმეს რომ ეთქვა, მე-11 ტურის ტოპ-მატჩი "ბაიერნისა" და "აინტრახტის" ჯახი იქნებაო, ამას, ცხადია, არავინ დაიჯერებდა.
ფრანკფურტელებმა
"აინტრახტის" თავკაც არმინ ფეეს ბოლო სტუმრობა მიუნხენში კრახით დამთავრდა - მაშინ ფეე "ჰამბურგის" დამრიგებელი გახლდათ და მისი გუნდი რეკორდმაისტერთან 0:6 განადგურდა.
არმინს ძირითადი შემადგენლობის შეცვლის საბაბი არ აქვს, თუმცა თავდასხმაში ჰოფერისა და მატმურის სახით ოუშენის ორი კარგი ალტერნატივა ჰყავს და გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომელ მათგანზე გასცემს ავანსებს ფრანკფურტელთა დამრიგებელი.
"ბაიერნს" "აინტრახტთან" თამაში უყვარს: მიუნხენელებმა ფრანკფურტელებს 41 შეხვედრაში უმასპინძლეს, აქედან 32-ში დაამარცხეს და მხოლოდ სამჯერ დამარცხდნენ.
შუა კვირაში "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგაში "ლილი" 6:1 გაანადგურა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავარიელთა დამრიგებელი იუპ ჰაინკესი ძირითად შემადგენლობას ისევ შეცვლის - როტაცია რეკორდმაისტერისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
მარიო გომესმა სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ვარჯიში კი განაახლა, მაგრამ ფორმის აღსადგენად დრო სჭირდება და მარიოს თუნდაც განაცხადში გამოჩენასაც კი არ უნდა ველოდოთ.
შალკეს არსენალთან 2:2 ძვირად დაუჯდა
"შალკემ" "არსენალთან" რთული მატჩი გადაიტანა - გელზენკირხენელები 0:2-ს აგებდნენ და საბოლოოდ ფრე გადაარჩინეს. ეს ქულა "შალკეს" ძვირად დაუჯდა: ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები უჩიდა და ჰიოგერი დაშავდნენ.
10 ნოემბერს ჰუუბ სტევენსის გუნდს "ვერდერთან" ასევე მძიმე ბრძოლა ელის და ამ შეხვედრაში ვერცერთი იასპარეზებს. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჰიოგერს ალბათ კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი შეცვლის, ამ უკანასკნელის ადგილს კი დაცვის ცენტრში პაპადოპულოსი დაიკავებს (მეტცელდერი ტრავმირებულია).
"ვერდერს" ფინანსური პრობლემები აქვს და ვერც სპორტული თვალსაზრისით ბრწყინავს, თუმცა ეს არის გუნდი, რომელსაც ნებისმიერ დროს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია.
ბრემენელთაგან ძალიან კარგ ფორმაშია აარონ ჰანტი, რომელმაც, როგორც იქნა, გუნდის ლიდერობა იტვირთა. წინა ტურში "ვერდერმა" "მაინცი" სწორედ მისი დუბლით (2:1) დაამარცხა.
დორტმუნდი: მადრიდის მერე აუგსბურგი
მადრიდიდან დაბრუნებული დორტმუნდელები XI ტურში აუგსბურგში ჩადიან. "რეალთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ნაჩვენებმა კარგმა ფეხბურთმა და შედეგმა (2:2) "ბორუსიაზე" მთელი ევროპა სერიოზულად დააფიქრა. "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა იურგენ კლოპის გუნდი სულაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ მთავარი ფავორიტად მოიხსენია.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ "ბორუსიას" ბუნდესლიგაში აქვს საქმე ცუდად - კლოპის გუნდი 10 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა და "ბაიერნს" უკვე 11 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის მოქმედ ჩემპიონს აუგსბურგში მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებს. თანაც, დორტმუნდელებმა წინა ტურის მატჩიც ვერ მოიგეს (0:0 "შტუტგარტთან").
აუგსბურგელებს კარგ ფორმაში მყოფი კოოს და მიოლდერსის იმედი აქვთ - პირველი "ჰანოვერთან" (0:2) დაბრუნდა, ახლა კი მიოლდერსიც გამოჯანმრთელდა. თუმცა ამ უკანასკნელს ფეხბურთი ივნისის მერე არ უთამაშია და ფორმაში არაა.
მოითქვამს სულს ფორტუნა?
"ფორტუნას" მოლოდინისამებრ რთული დროება დაუდგა: დიუსელდორფელებს ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და ზედიზედ 4 თამაში წააგეს.
ამას ისიც დაემატა, რომ უკრაინელი თავდამსხმელი ანდრეი ვორონინი უკვე საჯაროდ გამოხატავს უკმაყოფილებას - როგორც ჩანს, მოსკოვის "დინამოში" დაბრუნება უნდა.
ფაქტია, რომ "ფორტუნას" მთავარი მწვრთნელი ნორბერტ მაიერი ვორონინს არც "ჰოფენჰაიმთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ათამაშებს. მაიერისთვის კარგი ისაა, რომ რაიზინგერი გამოუჯანმრთელდა.
"ჰოფენჰაიმმა" წინა ტურში "შალკეს" დამარცხება შეძლო და "სოფლელები" დიუსელდორფში თავაწეულები ჩადიან.
ფინკი: ბაიერნთან წაგება არ ითვლება!
"ფრაიბურგი" სტაბილურია: ბრაისგაუელები არც გასავარდნ ზონაში არიან და ვერც მაღალ ადგილებს ეპოტინებიან, თუმცა ამ გუნდისთვის ასეთი ვითარებაც საკმარისია იმისათვის, რომ ყველა კმაყოფილი იყოს.
უკმაყოფილო მხოლოდ ფერატია, რომელიც სათადარიგოთა სკამს ხეხავს და უკვე თქვა, ზამთარში აქედან წავალო.
"ფრაიბურგის" თავკაცი კრისტიან შტრაიხი სავარაუდოდ გინტერს მოისაკლისებს. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა და მოედანზე გასვლა შეუძლია ფლუმს, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრია.
ფრაიბურგელები 10 ნოემბერს "ჰამბურგს" მასპინძლობენ - გუნდს, რომლის აღმასვლა წინა ტურში "ბაიერნმა" შეაჩერა (0:3). თუმცა ჩრდილოელთა თავკაცმა ტორსტენ ფინკმა თქვა, რეკორდმაისტერთან წაგება არ ითვლებაო და იმედი აქვს, რომ მისი შეგირდები ამჯერად ისევ ისე კარგად ითამაშებენ, როგორც ამას "ბაიერნთან" განადგურებამდე აკეთებდნენ.
ვოლფსბურგი პირველ საშინაო გამარჯვებას უმიზნებს
"ფორტუნას" და "ფიურტის" დარად, საკუთარ მოედანზე მოგება არც "ვოლფსბურგს" აქვს. 10 ნოემბერს "მგლები" "ლევერკუზენს" მასპინძლობენ და იმედი აქვთ, რომ ამ არასახარბიელო სერიას ბოლო მოეღება.
წინა ტურში "ვოლფსბურგმა" ნიურნბერგში 0:1 წააგო და როგორც ირკვევა, კლუბის ხელმძღვანელები დროებითი თავკაცის, ლორენც-გიუნტერ კიოსტნერის დიდხანს დატოვებაზე აღარ ფიქრობენ.
ფაქტია, რომ "ვოლფსბურგს" "ლევერკუზენის" დამარცხება გაუჭირდება, რადგან "ფარმაცევტებს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და მე-4 ადგილამდე აღზევდნენ. ამასთან, "ბაიერმა" ვენის "რაპიდის" ძლევით ევროპალიგის პლეი ოფში ასპარეზობაც გაინაღდა.
ლევერკუზენელთაგან ძალიან კარგ ფორმაშია თავდამსხმელი შტეფან კისლინგი, რომელსაც გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდში მაინც არ უხმო. სიმონ როლფესი დისკვალიფიცირებულია.
11 ნოემბერს საღამოს ორი მატჩია: "შტუტგარტი" "ჰანოვერს" მასპინძლობს, მიონხენგლადბახის "ბორუსია" კი ფიურტში ჩადის.
"შტუტგარტს" ბრუნო ლაბადიას ყვირილმა უშველა: შვაბებმა შედეგები გამოასწორეს, რაც მეკარე სვენ ულრაიხის დამსახურებაცაა, რომელმაც მე-6 ტურის შემდეგ მხოლოდ სამი გოლი გაუშვა.
წინა ტურში "შტუტგარტმა" დორტმუნდში საპატიო ფრეს (0:0) მიაღწია და ფანებს გაუჩნდათ იმის იმედი, რომ გუნდი აღმასვლას განაგრძობს. თუმცა კარგ ფორმაშია "ჰანოვერიც", რომელმაც ევროპალიგაში "ჰელსინგბორგი" 3:2 დაამარცხა.
საღამოს მეორე შეხვედრაში კი "ფიურტიც" პირველი საშინაო გამარჯვების მოპოვებაც შეეცდება, თუმცა მაიკ ბიუსკენსის გუნდს "გლადბახის" სახით რთული მეტოქე ჰყავს.
მიონხენგლადბახელებს ლუუკ დე იონგი ჰყავთ დაშავებული. სამაგიეროდ, ლუსიენ ფავრს იანჩკე და კაპიტანი დემსი გამოუჯანმრთელდნენ.
ევროპალიგაში "გლადბახმა" მარსელში 2:2-ს მიაღწია და პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური
9 ნოემბერი
მაინცი-ნიურნბერგი 2:1
10 ნოემბერი
ბაიერნი-აინტრახტი 18:30
ტრავმა: ბადშტუბერი, ჩანი, გომესი - ამედიკი, სამბრანო
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 თამაში: +41=20-21, (156:110)
შალკე-ვერდერი 18:30
ტრავმა: მეტცელდერი, უჩიდა, ჰიოგერი - ფრიტცი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +30=18-38, (99:126)
ფრაიბურგი-ჰამბურგი 18:30
ტრავმა: გინტერი, ჰიონი, ფლუმი - მანსიენი, რაიკოვიჩი, ილიჩევიჩი, ირაჩეკი, ნიორგაარდი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +6=8-12, (23:45)
აუგსბურგი-ბორუსია (დ) 18:30
ტრავმა: ფიპლი, რაინჰარდტი, ვერჰეგი, სიო - ოვომოიელა, ბლაშჩიკოვსკი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=1-1, (0:4)
ფორტუნა-ჰოფენჰაიმი 18:30
ტრავმა: ბრუნო სუარესი, მალეზასკი, შაჰინი - კრისი, დელპიერი, თესკერი, ვესტერგაარდი, ვუკჩევიჩი
ბოლო მატჩი
+1=1-4 +2=2-2
ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ
11 ნოემბერი
ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: როლფესი (ლევერკუზენი)
ტრავმა: პილარი, ჰელმესი - ლენო, კადლეცი, შვააბი, ბელარაბი, რენატო
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +10=4-16, (41:56)
შტუტგარტი-ჰანოვერი 20:30
ტრავმა: აუდელი, დიდავი, კაკაუ, თორუნი - ფელიპე, ანდრეასენი, და სილვა პინტუ
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +22=7-17, (80:68)
ფიურტი-ბორუსია (მ) 20:30
ტრავმა: ნდოიე, პეცოსი, ტირალა, ფალი - ბლასვიხი, იუნესი, ლ. დე იონგი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=2-2
ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ
შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი |
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბაიერნი | 10 | 9 | 0 | 1 | 30-4 | 27 |
2 | შალკე | 10 | 6 | 2 | 2 | 20-11 | 20 |
3 | აინტრახტი | 10 | 6 | 2 | 2 | 21-14 | 20 |
4 | ლევერკუზენი | 10 | 5 | 3 | 2 | 18-14 | 18 |
5 | მაინცი | 11 | 5 | 2 | 4 | 15-13 | 17 |
6 | ბორუსია (დ) | 10 | 4 | 4 |
2 |
20-11 | 16 |
7 | ჰანოვერი | 10 |
4 | 2 | 4 |
20-16 |
14 |
8 | ვერდერი | 10 |
4 |
2 |
4 |
17-15 |
14 |
9 | ჰამბურგი | 10 | 4 | 1 | 5 | 11-14 | 13 |
10 | შტუტგარტი | 10 | 3 | 4 | 3 | 10-15 | 13 |
11 | ბორუსია (მ) | 10 | 3 | 4 | 3 | 13-19 | 13 |
12 | ფრაიბურგი | 10 | 3 | 3 | 4 | 14-13 | 12 |
13 | ჰოფენჰაიმი | 10 | 3 | 2 | 5 | 16-22 | 11 |
14 | ნიურნბერგი | 11 | 3 | 2 | 6 |
9-17 | 11 |
15 | ფორტუნა | 10 | 2 | 4 | 4 | 9-15 | 10 |
16 | ვოლფსბურგი | 10 | 2 | 2 | 6 | 6-17 | 8 |
17 | ფიურტი | 10 | 1 | 4 | 5 | 7-16 | 7 |
18 | აუგსბურგი | 10 | 1 | 3 | 6 | 5-15 | 6 |
ბომბარდირები:
8 - მანჯუკიჩი (ბაიერნი), სალაი (მაინცი); 7 - ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი); 6 - კისლინგი (ლევერკუზენი); 5 - ჰანტი (ვერდერი), იბიშევიჩი (შტუტგარტი), სონი (ჰამბურგი)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"