იძულებითი ცვლილებები ბუნდესგუნდში

AutoSharing Option
14 ნოემბერს გერმანიის ნაკრები ამსტერდამში ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრება.

ბუნდესნაკრების შემადგენლობაში ბევრი რამ შეიცვალა. იოახიმ ლიოვს ხვალინდელი მატჩისთვის რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდა: მიროსლავ კლოზე, მესუთ იოზილი, ჟერომ ბოატენგი, მარსელ შმელცერი, ბასტიან შვაინშტაიგერი და ტონი კროოსი.

ამ ექვსი მოთამაშის ნაცვლად იოგიმ მხოლოდ სამი ფეხბურთელი გამოიძახა. ერთ-ერთი მათგანი შემტევი ნახევარმცველი ლუის ჰოლტბია, რომელიც ბენედიქტ ჰიოვედესთან, იულიან დრაქსლერთან და დებიუტანტ რომან ნოიშტედტერთან ერთად გერმანიის ნაკრების აქტუალურ შემადგენლობაში რიგით მეოთხე "შალკელია".

თუმცა, ნოიშტედტერისგან განსხვავებით, 22 წლის ჰოლტბი ბუნდესგუნდში ახალი სახე არ გახლავთ - ლუისი
უკვე ორჯერ გახლდათ გამოძახებული.

აღსანიშნავია, რომ ჰოლტბი უმეტესად გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს ხოლმე - ახალგაზრდულ ბუნდესგუნდში მას 20 მატჩი აქვს ჩატარებული და იქ ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა.

კლოზემ და იოზილმა ლიოვს უარი 12 ნოემბერს შეუთვალეს, შვაინშტაიგერისა და კროოსის არყოფნა კი კვირასვე დადასტურდა. ჰოლანდიასთან კითხვის ნიშნის ქვეშ იყო თომას მიულერის ასპარეზობაც, რადგან ეს უკანასკნელი გაციებული გახლდათ, თუმცა 14 ნოემბრის საღამომდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

ჰოლტბისთან ერთად, ლიოვმა ნაკრებში ფრანკფურტის "აინტრახტის" 22 წლის მარჯვენა მცველ სებასტიან იუნგსაც უხმო, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ ბუნდესგუნდში ასპარეზობის შემდეგ ეროვნულ გუნდში პირველად გამოჩნდება. იუნგი "აინტრახტში" ბრწყინვალედ ასპარეზობს და ასეთი დაფასება ნამდვილად დაიმსახურა.

რაც შეეხება მესამე ფეხბურთელს: იოგიმ ნაკრებში "დორტმუნდის" საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერიც გამოიძახა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული