მარიო გომესი დაბრუნდა და ბურთი გახეთქა

AutoSharing Option
"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მარიო გომესი სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

27 წლის გოლეადორმა ტრავმა მოიშუშა, ვარჯიში ჯერ კიდევ წინა კვირაში დაიწყო, გუშინწინ კი ლანდესლიგელ "შვაბენთან" ტესტ-მატჩშიც იასპარეზა, რომელიც ბავარიელებმა 6:0 მოიგეს და 4 გოლი გაიტანა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, მარიოს უდიდესი მონდომება ეტყობოდაო, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ პენალტი ისე მძლავრად დაარტყა - ბურთი გახეთქა! შეგახსენებთ, რომ გომესი ზაფხულში "ლიგა ტოტალის თასზე" დაშავდა.

"მართალია, მეტოქე სუსტი იყო, მაგრამ ფეხბურთის თამაში იმდენად მომენატრა, რომ მაქსიმალურად დავიხარჯე და ოთხივე გოლმა
უდიდესი სიამოვნება მომანიჭა.

ვფიქრობ, რომ ცუდ ფორმაში არ ვარ და ახლა ვარჯიშებზეც ბოლომდე დავიხარჯები. სხვა დანარჩენი კი მწვრთნელის გადასაწყვეტია," - განაცხადა გომესმა მატჩის შემდეგ.

მის არყოფნაში "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში ცენტრფორვარდის პოზიციაზე მარიო მანჯუკიჩი დამკვიდრდა, რომელიც 8 გოლით გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.

ბავარიელთა თავკაცი იუპ ჰაინკესი გომესის დაბრუნებას, რა თქმა უნდა, მიესალმება, მაგრამ ამბობს, მარიოს სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებისთვის ბრძოლა მოუწევს და ეს სწრაფად ვერ მოხდება, რადგან მანჯუკიჩი შესანიშნავ ფორმაშიაო.

თუმცა ფაქტია, რომ გომესს შანსი უკვე ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, "ნიურნბერგთან" მიეცემა - ჰაინკესი მას განაცხადში შეიყვანს და დიდი შანსია, რომ შეცვლაზე ათამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული