იურგენ კლოპმა ივან პერიშიჩის პრეტენზიებს უპასუხა

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ გაუწყეთ, რომ 23 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა ივან პერიშიჩმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი იშვიათად ათამაშებს.

16 ნოემბერს მას 45 წლის კლოპმა ასე უპასუხა:
"ჩემთვის გასაგებია ის, რომ პროფესიონალი ყოველთვის უკმაყოფილო უნდა იყოს უთამაშებლობით. მეტიც: ეს აუცილებელიცაა.

საქმე ისაა, რომ ასეთ დროს ყოველთვის უმჯობესია, ფეხბურთელმა მოკეტოს და ამ თემაზე ბევრი არ ილაპარაკოს.

რა წესია ასეთი განცხადებების საჯაროდ გაკეთება? საბავშვო ბაღში ვართ?"


"ბილდის" ინფორმაციით, დორტმუნდი პერიშიჩს დააჯარიმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული