ოტმარ ჰიტცფელდი ორი მატჩით დასაჯეს

AutoSharing Option
ფიფამ შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ამასთან, 63 წლის სპეციალისტმა ჯარიმის სახით 5 800 ევროც უნდა გადაიხადოს. მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში (ნორვეგიასთან 1:1) ჰიტცფელდმა ესპანელ მსაჯ ფერნანდეს ბორბალანს შუათითი უჩვენა.

ოტმარი ამბობს, არბიტრისთვის შეურაცხყოფის მიყენება ნამდვილად არ მინდოდა, შუათითი საკუთარ თავს ვუჩვენეო (?!), მაგრამ ფიფაში ამის, რა თქმა უნდა, არ სჯერათ. ამრიგად, ჰიტცფელდი კვიპროსთან მატჩებს (23 მარტს და 8 ივნისს) თვალყურს შვეიცარიის ნაკრების სათადარიგოთა სკამიდან ვერ მიადევნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული