გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტურის შეჯამება და XIV ტურის წინათქმა

AutoSharing Option
ბუნდესლიგა ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს: გერმანიაში "ინგლისური კვირაა".

მართალია, მთელი საფეხბურთო გერმანიის კონცენტრაცია "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" დუელისკენაა მიმართული, რომელიც შაბათს გაიმართება, მაგრამ მანამდე ლიდერსა და მეორეადგილოსანს მოსაგები კალენდარული მატჩები აქვთ - "ბორუსია" 27 ნოემბერს დიუსელდორფის "ფორტუნას" მასპინძლობს, ხოლო "ბაიერნი" 28-ში "ფრაიბურგს" სტუმრობს.

გარდა ამისა, ფრანკფურტსა და შტუტგარტში დერბებია, ჰამბურგში კი - ბუნდესლიგის ერთ-ერთი კლასიკა: HSV "შალკეს" მასპინძლობს.

მე-13 ტურმა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში სიტუაცია ისე დაალაგა, როგორც ამას მთელი საფეხბურთო გერმანია ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ელოდა: მოქმედი ჩემპიონი და თასის
მფლობელი დორტმუნდის "ბორუსია" მაინცში მიღწეული წარმატების (2:1) შემდეგ მეორე ადგილზე აღზევდა და უკვე რეკორდმაისტერის ნომერ პირველი მდევარია.

მომხდარი, თავის მხრივ, "შალკესა" და "აინტრახტის" დამსახურებაცაა, რომლებმაც შაბათს ერთმანეთში ფრე ითამაშეს და დაამტკიცეს, რომ "ბაიერნის" სერიოზულ მდევრებად არ ვარგიან.

ასეა თუ ისე, მომდევნო შაბათი მთავარ კითხვას სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც უპასუხებს, რადგან შაბათს, ჩვენი დროით 21:30-ზე, "ბაიერნი" სწორედ "დორტმუნდის" წინააღმდეგ წარსდგება, რაც არა მარტო ამ ტურის ან პირველი წრის, არამედ მთელი სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩია (მეორე საპასუხო შეხვედრა იქნება).

თუმცა გერმანიის საფეხბურთო ლიგამ ამ მატჩის წინ "ინგლისური კვირა" ჩააკვეხა - მე-14 ტურის მატჩები 27 და 28 ნოემბერს გაიმართება.

დორტმუნდი: ბაიერნამდე ფორტუნაა
"დორტმუნდს" 27 ნოემბერს "ფორტუნა" ელოდება, რაც იურგენ კლოპის გუნდისთვის მორიგ სამ ქულას უნდა ნიშნავდეს. დორტმუნდელები ბოლო დროს ფორმაში შევიდნენ და ისევ ზომიერად, აგრესიული, თვალსასეირო ფეხბურთის ჩვენება დაიწყეს.

"ბორუსიამ" "ფიურტს" 3:1 მოუგო, მაინცში 2:1 გაიმარჯვა და მეორე ადგილზე აძვრა. თანაც, კლოპის ბიჭებმა ეს "აიაქსთან" მნიშვნელოვანი საჩემპიონთალიგო მატჩის ფონზე გააკეთეს.

"მაინცთან" გამარჯვების შემდეგ კლოპმა თავის შეგირდებს "მენტალური მონსტრები" უწოდა.

ამავდროულად, ფორმაში შევიდა დორტმუნდელთა მთავარი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკიც, რომელმაც "მაინცს" ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაუტანა და ზედიზედ მეოთხე დუბლი შეასრულა.

ერთი სიტყვით, "ფორტუნას" ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, თუმცა დიუსელდორფელები კარგ ხასიათზე არიან, რადგან პარასკევს "ჰამბურგი" 2:0 დაამარცხეს, რაც "ფორტუნასთვის" 1997 წლის 5 აპრილის შემდეგ ბუნდესლიგაში პირველი საშინაო გამარჯვება გახლდათ (მაშინ "ზანკტ პაული" 2:0 დაამარცხეს).

მთავარ მწვრთნელ ნორბერტ მაიერს 27 ნოემბერს გასამართი შეხვედრისთვის საკადრო პრობლემები აქვს - განსაკუთრებით, დაცვაში უჭირს: ლანგენეკე და ლეველსი პარასკევის შემდეგ ტრავმირებულები არიან.

ჰანოვერი: ბაიერნის შემდეგ ფიურტი
ამბიციური და საკმაოდ სიმპათიური "ჰანოვერი" შაბათს მიუნხენში 0:5 განადგურდა, თუმცა "წითლებს" "ალიანს არენაზე" ახლო წარსულში უფრო დიდი სხვაობით მარცხიც ახსოვთ - ორი წლის წინ "ბაიერნმა" "ჰანოვერი" სულაც 7:0 გაანადგურა.

ამ სეზონში რეკორდმაისტერთან წაგება კატასტროფა არავისთვისაა, მაგრამ ჰანოვერში ეს მარცხი მაინც მინი-კრიზისად "მონათლეს".

27 ნოემბერს მირკო სლომკას გუნდს დებიუტანტ "ფიურტთან" ექნება საქმე, რაც "ჰანოვერისთვის" წნეხსაც ნიშნავს - გუნდი ვალდებულია, ერთ-ერთ აუტსაიდერთან სამი ქულა აიღოს.

თავის მხრივ, "ფიურტმა" "ნიურნბერგთან" ემოციური დერბი (0:0) გადაიტანა. საინტერესოა ისიც, რომ ფიურტელებს ამ სეზონში სულ 8 ქულა აქვთ აღებული და აქედან 6 ქულა გასვლით მატჩებში მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაიკ ბიუსკენსის გუნდი სტუმრად უფრო კარგად თამაშობს ხოლმე, ვიდრე შინ.

ჰამბურგი ვან დერ ვაარტის გარეშე, ანუ უშანსოდ?
"ჰამბურგმა" დიუსელდორფში არა მარტო სამი ქულა, არამედ რაფაელ ვან დერ ვაარტიც დაკარგა - ჰოლანდიელი დაშავდა და დიდი შანსია, პირველი წრის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს.

ამასთან, "ფორტუნასთან" 0:2-ზე წაგებულ მატჩში ტრავმა მიიღო სონმაც - ფეხბურთელმა, რომელსაც ბოლო დროს მნიშვნელოვანი გოლები გაჰქონდა და 27 ნოემბერს "შალკესთან" ვერც ეს უკანასკნელი ითამაშებს.

თუმცა ჩრდილოელთა თავკაც ტორსტენ ფინკს სონისაზე მეტად ვან დერ ვაარტის ტრავმა ადარდებს, რადგან "ჰამბურგმა" ამ სეზონში ჰოლანდიელი დივას გარეშე სამი მატჩი ჩაატარა, ბალანსი კი ასე გამოიყურება: სამი წაგება, ბურთების შეფარდება - 0:5.

გასულ უქმეებზე მოგებას გეგმავდნენ შალკელებიც, მაგრამ "აინტრახტს" ვერაფერი დააკლეს (1:1), თავად კი მეორე ადგილი დაკარგეს.

ფეეს რევანში სურს
თავის მხრივ, "შალკესთან" მიღწეული 1:1-ით ფრანკფურტელები კმაყოფილები დარჩნენ - მიუხედავად იმისა, რომ გელზენკირხენიდან სამი ქულის წაღებაც შეეძლოთ.

"მაინცთან" დერბის წინ "აინტრახტის" თავკაც არმინ ფეეს საკადრო პრობლემები მიეძალა: მატმური "შალკესთან" გააძევეს და დისკვალიფიცირებულია, ანდერსონი კი დაშავდა.

ფრანკფურტელებს "მაინცთან" უკანასკნელი დუელი ძალიან ცუდად ახსოვთ: ეს მატჩი 2011 წლის აპრილში გაიმართა და "აინტრახტი" საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა, ორი კვირის შემდეგ კი ფრანკფურტული კლუბი ოფიციალურად გავარდა პირველი ბუნდესლიგიდან.

XIII ტურის სიმბოლური ნაკრები ლელოს ვერსიით
(4-2-3-1)
გიფერი (2) (ფორტუნა)
კარვახალი (4) (ლევერკუზენი), დანტე (4) (ბაიერნი), სუბოტიჩი (2) (ბორუსია /დ/), ალაბა (3) (ბაიერნი)
ხავი მარტინესი (ბაიერნი), ს. ბენდერი (ბორუსია /დ/)
არნაუტოვიჩი (2) (ვერდერი), კროოსი (3) (ბაიერნი), რიბერი (5) (ბაიერნი)
ლევანდოვსკი (3) (ბორუსია /დ/)

XIII ტურის გმირი: ტონი კროოსი (ბაიერნი)
ტონი კროოსს მატჩის დასაწყისშივე ეტყობა ხოლმე, წაუვა თუ არა თამაში. შაბათს, "ჰანოვერთან" 5:0-ზე მოგებულ შეხვედრაში, 22 წლის შემტევ ნახევარმცველს თამაში პირველივე წუთებიდან წაუვიდა - მისი პირველივე კუთხური გოლით დაგვირგვინდა, რის შემდეგაც კროოსმა აკეთა ყველაფერი, რაც ყველაზე კარგად შეუძლია.

მონაწილეობდა კომბინაციებში, არიგებდა "გემრიელ" პასებს, ურტყამდა კარისკენ და კარში.

მეორე გოლი თავად გაიტანა და ამ გოლის ნახვა ერთ რამედ ღირს. საერთო ჯამში კი, ხუთიდან ოთხ გოლში უშუალოდ მონაწილეობდა.

VideoSportall.Ge
ბაიერნი - ჰანოვერი 5:0


ტონის მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი - 13 ტურის შემდეგ ასეთი მაჩვენებელი მას აქამდე არასდროს ჰქონია.

საუკეთესო ფეხბურთელები
XIII ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 8 1.75
2. კევინ ტრაპი აინტრახტი 13 2.15
3. რენე ადლერი ჰამბურგი 13 2.23
4. აარონ ჰანტი ვერდერი 13 2.35
5. თომას მიულერი ბაიერნი 12 2.36
6. სებასტიან როდე აინტრახტი 13 2.50
7. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 12 2.55
8. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 13 2.62
9. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 13 2.63
10. ტონი კროოსი ბაიერნი 13 2.67

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. თომას მიულერი ბაიერნი 12 7 8 15
2. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 12 9 3 12
3. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 12 3 7 10
4. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 13 8 2 10
5. ტონი კროოსი ბაიერნი 13 5 5 10
6. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 12 9 1 10
7. ალექსანდერ მაიერი აინტრახტი 13 9 1 10
8. მარკო როისი ბორუსია (დ) 13 5 5 10
9. ფრანკ რიბერი ბაიერნი 8 4 6 10
10. შტეფან აიგნერი აინტრახტი 13 5 4 9

გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტური
27 ნოემბერი
ბორუსია (დ)-ფორტუნა 23:00
ტრავმა: ოვომოიელა - ბრუნო სუარესი, ლანგენეკე, ლეველსი, მალეზასი, დუ-რი ჩა
ბოლო 6 მატჩი
+4=4-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +15=7-14, (68:54)

ჰანოვერი-ფიურტი 23:00
დისკვალიფიკაცია: სარარერი (ფიურტი)
ტრავმა: ფელიპე, ანდრეასენი - ნდოიე, ტირალა, ფალი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +0=4-2
ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ

ჰამბურგი-შალკე 23:00
ტრავმა: რაიკოვიჩი, ირაჩეკი, ნიორგაარდი, სალა, ვან დერ ვაარტი, სონი - აფელაი, ჰიოგერი, მორიტცი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 თამაში: +34=21-33, (138:122)

აინტრახტი-მაინცი 23:00
დისკვალიფიკაცია: მატმური (აინტრახტი)
ტრავმა: ამედიკი, ანდერსონი, ფრენდი - ბუნგერტი, კირხჰოფი, ედე, ჩუპო-მოტინგი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=5-1, (10:10)

28 ნოემბერი
ბორუსია (მ)-ვოლფსბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: ჟოსუე (ვოლფსბურგი)
ტრავმა: დემსი, ლ. დე იონგი - პილარი, ჰელმესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +7=3-14, (28:42)

შტუტგარტი-აუგსბურგი 23:00
ტრავმა: აუდელი, ბა, დიდავი, კაკაუ - იენჩი, რაინჰარდტი, ვერჰეგი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +2=0-0, (5:2)

ვერდერი-ლევერკუზენი 23:00
დისკვალიფიკაცია: შმიტცი (ვერდერი)
ტრავმა: ბარგფრედე - კადლეცი, შვააბი, ბელარაბი, სემი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 54 თამაში: +22=27-15, (100:98)

ფრაიბურგი-ბაიერნი 23:00
დისკვალიფიკაცია: მუიჯა (ფრაიბურგი)
ტრავმა: გინტერი, ჰიონი, კალვენტე - რედერი, ჩანი, ლუის გუსტავო, რობენი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +3=5-18, (23:56)

ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი 23:45
დისკვალიფიკაცია: ფოილნერი (ნიურნბერგი)
ტრავმა: შტეფანი, ჰლუშეკი, მენდლერი - ვიზე, კრისი, თესკერი, ვესტერგაარდი, მალბაშიჩი, ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +1=2-3, (5:10)

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბაიერნი 13 11 1 1 38-5 34
2 ბორუსია (დ) 13 7 4 2 28-14 25
3 შალკე 13 7 3 3 23-15 24
4 აინტრახტი 13 7 3 3 26-19 24
5 ლევერკუზენი 13 7 3 3 23-18 24
6 ფრაიბურგი 13 5 4 4 19-14 19
7 ვერდერი 13 5 3 5 21-19 18
8 ჰანოვერი 13 5 2 6 25-25 17
9 მაინცი 13 5 2 6 16-16 17
10 ჰამბურგი 13 5 2 6 12-16 17
11 ბორუსია (მ) 13 4 5 4 19-24 17
12 შტუტგარტი 13 4 4 5 14-23 16
13 ვოლფსბურგი 13 4 3 6 13-20 15
14 ფორტუნა 13 3 5 5 13-18 14
15 ნიურნბერგი 13 3 4 6 10-18 13
16 ჰოფენჰაიმი 13 3 3 7 19-28 12
17 ფიურტი 13 1 5 7 10-23 8
18 აუგსბურგი 13 1 4 8 9-23 7

ბომბარდირები:
9 - მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი); 8 - კისლინგი (ლევერკუზენი), სალაი (მაინცი); 7 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), თ. მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტური: ხავი მარტინესის პირველი და თანაც "მაკრატელა" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული