დორტმუნდელები იაკუბ ბლაშჩიკოვსკის გოლით იგებდნენ და თამაში მოგებული ეგონათ, როცა რაიზინგერმა წონასწორობა აღადგინა, მერე კი გოლი ვეღარ გაიტანეს და იოლად მოსაგებ მატჩს ოდენ ერთ ქულას გამორჩნენ.
მესამეადგილოსანი "შალკე" ჰამბურგში დამარცხდა, მეოთხეადგილოსანმა "აინტრახტმა" კი საკუთარ მოედანზე მოულოდნელად "მაინცთან" წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 ნოემბერს "ლევერკუზენს" გამარჯვების შემთხვევაში ("ბაიერი" ბრემენში ჩადის)
მგლები მიონხენგლადბახში - დიეგო მეექვსე ადგილზე ლაპარაკობს
28 ნოემბერს ბუნდესლიგაში მე-14 ტურის დარჩენილი ხუთი მატჩი გაიმართება. თუკი 27-ში ყურადღების ცენტრში დორტმუნდის "ბორუსია" იყო, ოთხშაბათს "ბაიერნი" თამაშობს. თუმცა სანამ რეკორდმაისტერის მატჩზე ვისაუბრებდეთ, სხვა შეხვედრებს გადავავლოთ თვალი.
28 ნოემბერს გასამართი ხუთი შეხვედრიდან ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი "გლადბახისა" და "ვოლფსბურგის" დუელია. მიონხენგლადბახელებმა გასულ უქმეებზე აუტსაიდერ "აუგსბურგთან" მხოლოდ ფრე (1:1) გაახერხეს, მაგრამ მაინც კამყოფილები დარჩნენ, რადგან ზუსტად ისე, როგორც მანამდე ჰანოვერში, მარსელსა და ფიურტში, აგებდნენ და მაინც არ დარჩნენ უქულოდ.
თუმცა "გლადბახში" ახალი პრობლემა გაჩნდა: მეკარე ტერ შტეგენი, რომელიც წინა სეზონში ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი იყო და მისი დამსახურებაცაა, ლუსიენ ფავრის გუნდმა მეოთხე ადგილი რომ დაიკავა, ამ სეზონში ერთობ არასტაბილურია.
20 წლის ტერ შტეგენი "აუგსბურგთან" მატჩში კოლოსალურად შეცდა და "გლადბახმა" გოლი სწორედ მის გამო მიიღო.
ვოლფსბურგელებს კი ძალიან უხარიათ, კლაუს ალოფსის ყოფილ გუნდ "ვერდერთან" დუელი უკან რომ მოიტოვეს (1:1) და კმაყოფილები არიან იმით, რომ ლორენც-გიუნტერ კიოსტნერის ხელში გუნდი ისევ თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს და რაც მთავარია, შედეგიც აქვს.
ორიოდე დღის წინ დროებითი მწვრთნელის მუშაობა "ვოლფსბურგის" მფლობელი ავტოგიგანტის, "ფოლკსვაგენის" მთავარმა შეფმაც დააფასა - მარტინ ვინტერკორნმა თქვა, პროგრესი, პირველ რიგში, სწორედ კიოსტნერის დამსახურებააო.
"ფეხბურთის თამაში რომ შეგვეძლო, ეს ყოველთვის ვიცოდი. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ სეზონში ჩვენი მიზანი მინიმუმ მეექვსე ადგილის დაკავება უნდა იყოს. ძალიან მინდა, რომ გაისად ევროსარბიელზე ვიასპარეზოთ", - ეს "მგლების" ბრაზილიელი გამთამაშებლის, დიეგოს სიტყვებია...
ვაინცირლს სასწრაფოდ ქულები სჭირდება
"შტუტგარტს" ისევ დერბი აქვს: "ფრაიბურგთან" 0:3-ზე წაგებული მატჩის შემდეგ ბრუნო ლაბადიას შეგირდები "აუგსბურგს" უმასპინძლებენ.
შტუტგარტელთა მენეჯერმა ფრედი ბობიჩმა ბრაისგაუში განცდილი კრახი ევროპალიგის მატჩს (5:1 ბუქარესტში) დააბრალა - ბიჭებს გადაღლა ეტყობოდათო. მიუხედავად ამისა, ბოლო ადგილზე დარჩენილ "აუგსბურგთან" "შტუტგარტი" ფავორიტია, აუგსბურგელებს კი ქულები სჭირდებათ - წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათი თავკაცი მარკუს ვაინცირლი უმუშევარი დარჩეს.
ვერ ვიტყვით, რომ "აუგსბურგში" "ვოლფსბურგის" იდენტური სიტუაციაა და ფეხბურთელებს მწვრთნელის გაგდება სურთ, რადგან როცა მიოლდერსმა "გლადბახთან" გოლი გაიტანა, მთელი გუნდი მწვრთნელთან მივიდა!
თუმცა ფაქტია, რომ "აუგსბურგს" 13 ტურის შემდეგ მხოლოდ 7 ქულა აქვს, რაც ძალიან ცუდი შედეგია.
საინტერესო დუელი: ვერდერი-ლევერკუზენი
ვოლფსბურგმოვლილი "ვერდერი" "ლევერკუზენს" მასპინძლობს და ეს ძალიან საინტერესო დუელია, რადგან ბრემენელებს იქ უნდათ, სადაც ახლა "ლევერკუზენია" - საუკეთესო ექვსეულში, რაც ევროპაში მოხვედრის გარანტიაა. თუმცა ამისათვის "ვერდერს" შედეგი სჭირდება.
თამაშის ხარისხით ბრემენელებმა ბოლო დროს ქება დაიმსახურეს, შედეგები კი ჯერ ისევ არ ჩანს. "მუსიკოსების" მთავარი მწვრთნელი თომას შააფი "ვოლფსბურგთან" 1:1-ის შემდეგ მსაჯს შემოსწყრა - შმიტცი უმიზეზოდ გაგვიძევაო.
"ლევერკუზენთან" მატჩი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს - მათ შორის იმასაც, იმსახურებს თუ არა დღევანდელი "ვერდერი" ექვსეულში მოხვედრას, რადგან "ბაიერმა" მოუმატა და "ჰოფენჰაიმთან" გამარჯვებით (2:1) მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა.
თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლევერკუზენელებს ცოტათი გაუმართლათ კიდეც, რადგან კარში სულ სამჯერ დაარტყეს და ორი გოლი გაიტანეს, რაც, ამავდროულად, მათ ეფექტურობაზე მეტყველებს.
ფრაიბურგი ბაიერნისთვის მზადაა
"ფრაიბურგი" "ბაიერნთან" იდეაში უშანსოდ უნდა ყოფილიყო, მაგრამ "შტუტგარტის" განადგურების (3:0) შემდეგ ბრაისგაუელები ჩინებულ განწყობაზე არიან და რეკორდმაისტერთან წარმატების მიღწევის იმედი დიახაც, აქვთ.
შარშან "ფრაიმ" "ბაიერნს" ქულა დაატოვებინა (0:0), თუმცა აღსანიშნავია, რომ მას მერე კრისტიან შტრაიხის გუნდმა პროგრესი განიცადა და ახლა უფრო ძლიერია, რასაც ბუნდესლიგის ამჟამინდელი ცხრილიც ცხადყოფს.
"შტუტგარტთან" ბრწყინვალედ ვითამაშეთ და "ბაიერნისაც" არ უნდა გვეშინოდეს", - ეს მეკარე ბაუმანის სიტყვებია.
"ბაიერნმა" შაბათს ყველა კრიტიკოსი დაადუმა, მათ შორის, საკუთარი ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგეც. იმედი გაუცრუვდა ყველას, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ "ნიურნბერგთან" და "ვალენსიასთან" ფრეების შემდეგ "ბაიერნი" ვერც "ჰანოვერს" მოუგებდა, მაგრამ ბავარიელებმა მირკო სლომკას "წითლები" 5:0 გაანადგურეს.
ამ მატჩში პირველი მიუნხენური გოლები გაიტანეს ხავი მარტინესმა და დანტემ, სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და ასევე იხეირა მარიო გომესმა, მოედანზე საუკეთესო კი ტონი კროოსი გახლდათ.
გომესი, სავარაუდოდ, ოთხშაბათსაც შეცვლაზე ითამაშებს, არიენ რობენის ასპარეზობა კი კვლავ გამორიცხულია - ეს უკანასკნელი "დორტმუნდთან" ჯახისთვის ემზადება და იუპ ჰაინკესი ჰოლანდიელის მოედანზე გაყვანას ამჯერად არ გარისკავს.
ბაბელმა ვიზე მოკვეთა
"ინგლისური ტურის" უკანასკნელი მატჩი, სხვა შეხვედრებთან შედარებით, 45 წუთით გვიან იწყება, რისი მიზეზიც ნიურნბერგის სტადიონთან დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებაა.
გერმანიაში ამ დროს ფეხბურთის დაწყებას მიჩვეულები არ არიან, საფეხბურთო გერმანია ასეთ დროს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყებასაა მიჩვეული. "ნიურნბერგს" და "ჰოფენჰაიმს" კი ჩემპიონთა ლიგასთან არანაირი კავშირი არ აქვთ - ეს გუნდები პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.
განსაკუთრებით ფეთქებადი ვითარება "ჰოფენჰაიმშია", სადაც მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა გუნდის კაპიტანი, მეკარე ტიმ ვიზე მოკვეთა.
მართალია, ეს უკანასკნელი ტრავმირებულიცაა, მაგრამ ბაბელმა თქვა, ჯანმრთელიც რომ ყოფილიყო, ტიმს "ნიურნბერგთან" მაინც არ ვათამაშებდიო.
გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტური
27 ნოემბერი
ბორუსია (დ)-ფორტუნა 1:1
გოლები: 1:0 ბლაშჩიკოვსკი (43), 1:1 რაიზინგერი (78)
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - კელი (68. ლაიტნერი), ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი (82. შიბერი), როისი (75. პერიშიჩი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ბალოგუნი, ბოძეკი, ხუანანი, ვან დერ ბერგი - ლამბერტცი, პაურევიჩი - რაიზინგერი (94. ფომიჩოვი), ილსიო (72. შაჰინი), ბელინგჰაუზენი - კრუსი.
გაძევება: პაურევიჩი (87. ფორტუნა)
გაფრთხილება: სუბოტიჩი - კრუსი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 5-16; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 22(7)-5(1); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 80 645
ჰანოვერი-ფიურტი 2:0
გოლები: 1:0 მ. დიუფი (5), 2:0 ეგიმანი (69)
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, ჰაგი, პანდერი - და სილვა პინტუ, კ. შულცი - ია კონანი (89. ჰ. საკაი), შლაუდრაფი (72. შმიდებახი), რაუში - მ. დიუფი (86. ზობიხი).
ფიურტი (4-2-3-1): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი, პეკოვიჩი (67. აზემი) - კლაუსი (72. პლედლი), პრიბი, შტიბერი - ასამოა (67. ნიოთე).
გაფრთხილება: შმიდებახი - კლაინე
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 20-21; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 12(5)-11(3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 32 000
ჰამბურგი-შალკე 3:1
გოლები: 1:0 ბაისტერი (52), 2:0 რუდნევსი (65), 2:1 ჰუნტელაარი (80), 3:1 ბადელი (92-პენ)
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი - სკიელბრედი (69. რინკონი), აოგო - არსლანი - რუდნევსი, ბაისტერი (90. შარნერი).
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, პაპადოპულოსი, ჰიოვედესი, ფუხსი - ჯონსი, ნოიშტედტერი (69. დრაქსლერი) - ფარფანი (69. ჰოლტბი), პუკი, ობასი (62. ბარნეტა) - ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: არსლანი, აოგო - ჰუნტელაარი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 19(6)-20(8); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 52 000
აინტრახტი-მაინცი 1:3
გოლები: 0:1 ივანშიტცი (18), 0:2 ს. პარკერი (42), 0:3 ნოვესკი (52), 1:3 სალაი (55-საკ. კარში)
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, კემპფი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი (70. კუემაა), ა. მაიერი, ინუი (82. კიტელი) - ოუშენი (46. ჩელოცი).
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ზაბავნიკი - ბაუმგარტლინგერი - პოლანსკი, სოტო (63. მ. კალიჯური) - ივანშიტცი (46. ნ. მიულერი) - სალაი, ს. პარკერი (68. რისსე).
გაძევება: ბაუმგარტლინგერი (88. მაინცი)
გაფრთხილება: შვეგლერი, სამბრანო - პოლანსკი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11(6)-10(5); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 49 000
28 ნოემბერი
ბორუსია (მ)-ვოლფსბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: ჟოსუე (ვოლფსბურგი)
ტრავმა: დემსი, ლ. დე იონგი - პილარი, ჰელმესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +7=3-14, (28:42)
შტუტგარტი-აუგსბურგი 23:00
ტრავმა: აუდელი, ბა, დიდავი, კაკაუ - იენჩი, რაინჰარდტი, ვერჰეგი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +2=0-0, (5:2)
ვერდერი-ლევერკუზენი 23:00
დისკვალიფიკაცია: შმიტცი (ვერდერი)
ტრავმა: ბარგფრედე - კადლეცი, შვააბი, ბელარაბი, სემი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 54 თამაში: +22=27-15, (100:98)
ფრაიბურგი-ბაიერნი 23:00
დისკვალიფიკაცია: მუიჯა (ფრაიბურგი)
ტრავმა: გინტერი, ჰიონი, კალვენტე - რედერი, ჩანი, ლუის გუსტავო, რობენი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +3=5-18, (23:56)
ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი 23:45
დისკვალიფიკაცია: ფოილნერი (ნიურნბერგი)
ტრავმა: შტეფანი, ჰლუშეკი, მენდლერი - ვიზე, კრისი, თესკერი, ვესტერგაარდი, მალბაშიჩი, ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +1=2-3, (5:10)
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი |
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბაიერნი | 13 | 11 | 1 | 1 | 38:5 | 34 |
2 | ბორუსია (დ) | 14 | 7 | 5 | 2 | 29:15 | 26 |
3 | შალკე | 14 | 7 | 3 | 4 | 24:18 | 24 |
4 | აინტრახტი | 14 | 7 | 3 | 4 | 27:22 | 24 |
5 | ლევერკუზენი | 13 | 7 | 3 | 3 | 23:18 | 24 |
6 | ჰანოვერი | 14 | 6 | 2 | 6 | 27:25 | 20 |
7 | მაინცი | 14 | 6 | 2 | 6 | 19:17 | 20 |
8 | ჰამბურგი | 14 | 6 | 2 | 6 | 15:17 | 20 |
9 | ფრაიბურგი | 13 | 5 | 4 | 4 | 19:14 | 19 |
10 | ვერდერი | 13 | 5 | 3 | 5 | 21:19 | 18 |
11 | ბორუსია (მ) | 13 | 4 | 5 | 4 | 19:24 | 17 |
12 | შტუტგარტი | 13 | 4 | 4 | 5 | 14:23 | 16 |
13 | ფორტუნა | 14 | 3 | 6 | 5 | 14:19 | 15 |
14 | ვოლფსბურგი | 13 | 4 | 3 | 6 | 13:20 | 15 |
15 | ნიურნბერგი | 13 | 3 | 4 | 6 | 10:18 | 13 |
16 | ჰოფენჰაიმი | 13 | 3 | 3 | 7 | 19:28 | 12 |
17 | ფიურტი | 14 | 1 | 5 | 8 | 10:25 | 8 |
18 | აუგსბურგი | 13 | 1 | 4 | 8 | 9:23 | 7 |
ბომბარდირები:
9 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი); 8 - კისლინგი (ლევერკუზენი), სალაი (მაინცი); 7 - თ. მიულერი (ბაიერნი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტურის შეჯამება და XIV ტურის წინათქმა