მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილზე "ლევერკუზენია", რეკორდმაისტერისთვის ათვლის წერტილად "ბორუსია" რჩება, რადგან "ლევერკუზენი" არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც დამშეულ "ბაიერნს" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.
ტოპ-მატჩმა მოლოდინი ასი პროცენტით ვერ გაამართლა, თუმცა გააჩნია, რას ვიგულისხმებთ მოლოდინის გამართლებაში.
დაუკმაყოფილებლობის განცდა, პირველ რიგში, ალბათ იმის გამო დაგვრჩა, რომ "დიდი ჯახი" ფრედ დასრულდა და "ბაიერნმა" რიხიანად არ გარისკა, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია - მიუხედავად
თუმცა "ბაიერნს" ჰქონდა მცდელობები, მაგრამ დორტმუნდელები, როგორც სჩვევიათ, ძალიან თამამ პრესინგს მიმართავდნენ და ბავარიელებს კომბინირების საშუალებას არ აძლევდნენ.
"ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა რეკორდმაისტერს განსაკუთრებული, მანამდე იშვიათად გამოყენებული ტაქტიკა დაუპირისპირა. იურგენმა გუნდი ტრადიციული 4-2-3-1-დან 4-3-2-1-ზე გადააწყო: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, ფაქტობრივად, მესამე საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ.
დორტმუნდელები მოედნის ყველა მონაკვეთზე ზომიერად აგრესიულ და სწრაფ პრესინგს მიმართავდნენ. ნახევარდაცვის ცენტრში სვენ ბენდერმა უდიდესი შრომა გაწია და პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 7.1-კილომეტრიანი გარბენი ჰქონდა (მატჩის ბოლოს 12.8 კმ).
პირველ 25 წუთში და ზოგადად, პირველ ტაიმში დორტმუნდელთა პრობლემა მარკო როისი გახლდათ, რომელიც ბურთის მოსაპოვებლად ბევრს არაფერს აკეთებდა, უკანახაზელებს არ ეხმარებოდა, რამაც მასსა და მარსელ შმელცერს შორის დიდი სიცარიელე წარმოქმნა.
შესაბამისად, ლოგიკური გახლდათ ის, რომ "ბორუსიას" ან ცენტრიდან უტევდა, ანაც მარჯვენა ფლანგიდან, სადაც მარიო გიოტცე და ლუკაშ პიშჩეკი დაიტვირთნენ.
დაძაბული ბრძოლა, მარტივი გოლები
"ბაიერნში" განსაკუთრებული როლი ჰქონდა დაკისრებული ხავი მარტინესს, რომელიც ძალიან ღრმად მოქმედებდა და ამით რეკორდმაისტერის ცენტრალურ მცველებს, ბადშტუბერსა და დანტეს აზღვევდა.
ზოგადად, ესპანელმა ძალიან კარგად ითამაშა - საყრდენი ნახევარმცველის მოვალეობებიც ხუთიანზე შეასრულა და ხშირად წინ წაწეული ცენტრალური მცველის რანგშიც მოქმედებდა.
მიუნხენელებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და თავდაჯერებულებიც იყვნენ, მაგრამ "ბორუსიამ" უკანა ხაზი მალევე დაალაგა, დორტმუნდელებმა ზონები კარგად გადაკეტეს, წინ კი პრესინგს მიმართავდნენ, რის გამოც "ბაიერნის" ფეხბურთელები პირველ ტაიმში არაერთხელ გახდნენ იძულებულები, ბურთი მანუელ ნოიერისთვის დაებრუნებინათ, რომელმაც საწყის წუთებში ერთ-ერთი ასეთი მომენტის გამო კინაღამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა.
მეორე ტაიმში "დორტმუნდმა" უკვე თამამად შეუტია. დაძაბულობამ პიკს მეორე ტაიმის შუაწელს მიაღწია, როცა ბავარიელებმა "დორტმუნდის" ცენტრალური მცველების ერთადერთი შეცდომით ისარგებლეს და ტონი კროოსმა ანგარიში გახსნა, თუმცა მერე დაცვაში შეცდომა მიუნხენელებმაც დაუშვეს, კუთხურის დროს საჯარიმოს მისადგომებთან ჩასაფრებული გიოტცე მარტო დატოვეს და მარიომაც წონასწორობა აღადგინა.
ბოლო წუთებში მოგება მიუნხენელებს უფრო შეეძლოთ და რომ ვერ მოახერხეს, ეს "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერის დამსახურებაა, რომელმაც მოქმედი ჩემპიონი წაგებისგან რამდენჯერმე იხსნა.
ყველა კმაყოფილია
მოკლედ, ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხი წაგებისა და გერმანიის თასის ფინალში შერცხვენის (2:5) შემდეგ "ბაიერნმა" "დორტმუნდს" ისევ ვერ მოუგო.
შესაბამისად, რეკორდმაისტერი ჩემპიონს კვლავ 11 ქულით უსწრებს, რაც დორტმუნდელთა ბოსის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს აზრით, ისეთი უპირატესობაა, რომელსაც "ბორუსია" ვეღარ აღმოფხვრის.
"ბაიერნი" ამ სეზონში შეუჩერებელია. იმისათვის, რომ ჩვენ ჩემპიონობის შენარჩუნების რეალური შანსი გაგვიჩნდეს, "ბაიერნს" კრიზისი უნდა დაეწყოს, რაც მიუნხენელთა ფორმისა და შემადგენლობის გათვალისწინებით, არარეალურია," - განაცხადა მატჩის შემდეგ ვატცკემ.
ცხადია, დორტმუნდელები 1:1-ით უკმაყოფილოები არ დარჩებოდნენ. "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კი, საფინალო სასტვენის შემდეგ რეპორტიორის კითხვას, კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგითო, საკმაოდ ომახიანად უპასუხა: "დიახ!"
"ცხადია, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა, რადგან ორ წელზე მეტია, "დორტმუნდს" ვერ ვუგებთ, მაგრამ თუ ჩემპიონები გავხდებით, "ბორუსიასთან" ფრეს ხელს მეორე წრის მატჩშიც მოვაწერ," - ეს თომას მიულერის სიტყვებია.
ბადშტუბერისთვის სეზონი დამთავრდა?
ბავარიელთა ცენტრალური მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი პირველი ტაიმის მიწურულს დაშავდა და შესაცვლელი გახდა (მის ნაცვლად თამაში ჟერომ ბოატენგმა განაგრძო). მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ჰოლგერს მყესები გაუწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, არა მარტო პირველ წრეში, არამედ მთლიანად ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს!
სხვა მატჩები
"ბაიერნმა" რომ ორი ქულა დაკარგა, ამით "ლევერკუზენმა" იხეირა: "ფარმაცევტებმა" "ნიურნბერგთან" საშინაო გამარჯვებით (1:0) რეკორდმაისტერთან ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს - ესეც საქმეა.
ამავდროულად, "ლევერკუზენი" მესამეადგილოსან "დორტმუნდს" უკვე სამი ქულით უსწრებს, მეოთხეადგილოსან "შალკეს" კი - ხუთი ქულით, რადგან გელზენკირხენელებმა საკუთარ მოედანზე "გლადბახის" დამარცხება ვერ შეძლეს (1:1) და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს იმაში, რომ კრიზისული პერიოდი აქვთ. კრიზისი დაეწყო სენსაციურ "აინტრახტსაც" - ფრანკფურტელები პარასკევს დიუსელდორფში 0:4 განადგურდნენ, თუმცა საუკეთესო ხუთეულში ადგილი შეინარჩუნეს.
გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური
ფორტუნა-აინტრახტი 4:0
გოლები: 1:0 რაიზინგერი (38), 2:0 ო. ფინკი (42), 3:0 რაფაელი (58), 4:0 ბელინგჰაუზენი (85)
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ბალოგუნი (74. დუ-რი ჩა), ბოძეკი, ხუანანი, ვან დერ ბერგი - ო. ფინკი, ლამბერტცი - რაიზინგერი (83. გარბუშევსკი), ილსიო, ბელინგჰაუზენი - რაფაელი (71. შაჰინი).
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, დემიდოვი, კემპფი, ოჩიპკა - ლანიგი (46. ჩელოცი), როდე (83. კიოლერი) - აიგნერი, ა. მაიერი, ინუი (72. კუემაა) - მატმური.
გაფრთხილება: ო. ფინკი, ბალოგუნი - ა. მაიერი, ჩელოცი
გაძევება: მატმური (34. აინტრახტი)
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 13(6)-7(2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 51 345
შალკე-ბორუსია (მ) 1:1
გოლები: 0:1 დე კამარგო (62), 1:1 დრაქსლერი (85)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ნოიშტედტერი - ფარფანი, ჰოლტბი (70. პუკი), დრაქსლერი - ჰუნტელაარი (71. მარიკა).
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - ნორდტვეიტი, მარქსი - რუპი (89. ბრუვერსი), არანგო - ჰერმანი (78. მლაპა), დე კამარგო (79. ჰანკე).
გაფრთხილება: დრაქსლერი - ნორდტვეიტი, ჰერმანი, ალვარო დომინგესი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 22(6)-5(1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 61 673
ლევერკუზენი-ნიურნბერგი 1:0
გოლი: 1:0 კისლინგი (37)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, ტოპრაკი (72. მ. ფრიდრიხი), ჰოსოგაი - რაინარტცი - ლ. ბენდერი, როლფესი - კასტრო (88. რენატო), შიურლე (63. ჰეგელერი) - კისლინგი.
ნიურნბერგი (4-2-2-1-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - ბალიჩი (62. მაკი), სიმონსი - ფრანტცი (77. ესვაინი), გებჰარტი - კიოტაკე - პოლტერი (62. პეკჰარტი).
გაფრთხილება: როლფესი, ჰოსოგაი - პეკჰარტი, პინოლა
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 22(8)-8(2); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 29 325
მაინცი-ჰანოვერი 2:1
გოლები: 1:0 ნ. მიულერი (10), 1:1 კ. შულცი (28), 2:1 სალაი (89)
მაინცი (4-4-2): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ზაბავნიკი - ნ. მიულერი (92. ბელი), პოლანსკი, სოტო, ივანშიტცი (82. რისსე) - შ. პარკერი (52. კარიუსი), სალაი.
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, ჰაგი, პანდერი - და სილვა პინტუ, კ. შულცი - შტინდლი, შლაუდრაფი (73. ია კონანი), რაუში (69. ჰუშტი) - მ. დიუფი (88. ზობიხი).
გაფრთხილება: ნოვესკი, სალაი - და სილვა პინტუ, ჰაგი, კ. შულცი
გაძევება: ვეტკლო (49. მაინცი)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 13(3)-14(3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 28 277
აუგსბურგი-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 1:0 ვერნერი (9), 1:1 შმიდი (28)
აუგსბურგი (4-2-3-1): ამსიფი - ფოგტი, სანკო, კლავანი, ოსტრცოლეკი (52. დე იონგი) - კალსენ-ბრაკერი (78. ს. ჰაინი), ბაიერი - პეტრჟელა (61. ბონსე), კოო, ვერნერი - მიოლდერსი.
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა, კრმასი, ფლუმი, ზორგი - შუსტერი, გუედე - შმიდი, მ. კრუსე (92. ჰედენსტადი) - როზენტალი (46. პუცილა), ფრაისი (24. სანტინი).
გაფრთხილება: კალსენ-ბრაკერი, კოო, კლავანი - მუიჯა, გუედე, სანტინი, შუსტერი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14(4)-10(3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 27 144
ფიურტი-შტუტგარტი 0:1
გოლი: 0:1 ოკაზაკი (45)
ფიურტი (4-2-2-1-1): ჰესლი - ნერიგი (80. პეცოსი), კლაინე, მავრაი, შმიდტგალი (71. ცილნერი) - ფიურშტნერი, პეკოვიჩი (56. კლაუსი) - შტიბერი, პრიბი - ნიოთე - ასამოა.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, ბოკა - გენტნერი, კუჟმანოვიჩი - ოკაზაკი, ჰაინალი (46. ჰარნიკი), ტრაორე (56. მასა) - იბიშევიჩი (92. რიუდიგერი).
45-ე წუთზე იბიშევიჩმა (შტუტგარტი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: ნიოთე, პეკოვიჩი, კლაინე, შმიდტგალი, ცილნერი - საკაი, იბიშევიჩი, კუჟმანოვიჩი, ულრაიხი
გაძევება: ტასკი (53. შტუტგარტი)
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17(5)-10(7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 17 443
ბაიერნი-ბორუსია (დ) 1:1
გოლები: 1:0 კროოსი (67), 1:1 გიოტცე (74)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, დანტე, ბადშტუბერი (37. ბოატენგი), ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი (86. გომესი).
ბორუსია /დ/ (4-3-2-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი (82. ფელიპე სანტანა), ჰუმელსი, შმელცერი - ბლაშჩიკოვსკი (74. პერიშიჩი), ს. ბენდერი, გიუნდოგანი - გიოტცე (90. შიბერი), როისი - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 7-5; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 14(5)-12(5); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 71 000
Video
ბაიერნი - დორტმუნდი 1:1
ბაიერნი - დორტმუნდი 1:1
ჰოფენჰაიმი-ვერდერი 1:4
გოლები: 0:1 პრიოდლი (21), 0:2 არნაუტოვიჩი (29), 1:2 სალიჰოვიჩი (50), 1:3 არნაუტოვიჩი (73), 1:4 არნაუტოვიჩი (79)
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): კასტეელსი - ბეკი, ვილიამსი, კომპერი, ჯონსონი - შტრეკერი, სალიჰოვიჩი - ვოლანდი, შრიოკი (37. რობერტო ფირმინიო) - შიპლოკი (37. გრიფო), ხოსელუ (74. დერდიოკი).
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, სოკრატისი, შმიტცი - იგნიოვსკი - არნაუტოვიჩი (84. ფიულკრუგი), ფრიტცი (85. ლუკიმია), დე ბრუინი, ელია (71. აკპალა) - პეტერსენი.
გაფრთხილება: შიპლოკი, შრიოკი, სალიჰოვიჩი - პრიოდლი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 9(3)-12(6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 23 500
ვოლფსბურგი-ჰამბურგი 1:1
გოლები: 0:1 ბაისტერი (26), 1:1 კიაერი (68)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, კიაერი, მ. შეფერი - ჰასებე, პოლაკი - ვიეირინია, დიეგო, ოლიჩი (86. ლაკიჩი) - დოსტი.
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ადლერი 0 დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, ბრუმა - რინკონი - სკიელბრედი (73. სალა), აოგო - ბადელი - რუდნევსი (84. შარნერი), ბაისტერი (53. სონი).
გაფრთხილება: ნალდო - რინკონი, ადლერი, ვესტერმანი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 22(5)-9(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 28 121
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბაიერნი | 15 | 12 | 2 | 1 | 41-6 | 38 |
2 | ლევერკუზენი | 15 | 9 | 3 | 3 | 28-19 | 30 |
3 | ბორუსია (დ) | 15 | 7 | 6 | 2 | 30-16 | 27 |
4 | შალკე | 15 | 7 | 4 | 4 | 25-19 | 25 |
5 | აინტრახტი | 15 | 7 | 3 | 5 | 27-26 | 24 |
6 | მაინცი | 15 | 7 | 2 | 6 | 21-18 | 23 |
7 | შტუტგარტი | 15 | 6 | 4 | 5 | 17-24 | 22 |
8 | ვერდერი | 15 | 6 | 3 | 6 | 26-24 | 21 |
9 | ჰამბურგი | 15 | 6 | 3 | 6 | 16-18 | 21 |
10 | ბორუსია (მ) | 15 | 5 | 6 | 4 | 22-25 | 21 |
11 | ფრაიბურგი | 15 | 5 | 5 | 5 | 20-17 | 20 |
12 | ჰანოვერი | 15 | 6 | 2 | 7 | 28-27 | 20 |
13 | ფორტუნა | 15 | 4 | 6 | 5 | 18-19 | 18 |
14 | ნიურნბერგი | 15 | 4 | 4 | 7 | 14-21 | 16 |
15 | ვოლფსბურგი | 15 | 4 | 4 | 7 | 14-23 | 16 |
16 | ჰოფენჰაიმი | 15 | 3 | 3 | 9 | 22-36 | 12 |
17 | აუგსბურგი | 15 | 1 | 5 | 9 | 11-26 | 8 |
18 | ფიურტი | 15 | 1 | 5 | 9 | 10-26 | 8 |
ბომბარდირები
9 - კისლინგი (ლევერკუზენი), ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი); 8 - თ. მიულერი (ბაიერნი); 7 - იბიშევიჩი (შტუტგარტი).
მომდევნო ტური
7 დეკემბერი
ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი.
8 დეკემბერი
ბორუსია (დ)-ვოლფსბურგი, შტუტგარტი-შალკე, ნიურნბერგი-ფორტუნა, ფრაიბურგი-ფიურტი, აუგსბურგი-ბაიერნი, აინტრახტი-ვერდერი.
9 დეკემბერი
ბორუსია (მ)-მაინცი, ჰანოვერი-ლევერკუზენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"