გერ­მა­ნია. ბუნ­დეს­ლი­გა. XVI ტუ­რის შე­ჯა­მე­ბა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
შაბათ-კვი­რის შემ­დეგ მთე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გერ­მა­ნია ვოლ­ფ­განგ შტარ­კ­ზე ლა­პა­რა­კობს - სწო­რედ იმ შტარ­კ­ზე, რომ­ლის გა­მოც ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი ნა­ხე­ვარ­წ­ლი­ან დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ას იხ­დის.

ერთ-ერ­თ­მა ყვე­ლა­ზე გა­მოც­დილ­მა გერ­მა­ნელ­მა მსაჯ­მა "დორ­ტ­მუნ­დი­სა" და "ვოლ­ფ­ს­ბურ­გის" მატ­ჩ­ში იმ­დე­ნი მიჰ­ქა­რა, რომ მი­სი რე­ნო­მე, წე­სით, სა­ბო­ლო­ოდ უნ­და და­ე­ცეს.

ვოლ­ფ­განგ შტარ­კი და დორ­ტ­მუნ­დის ბო­რუ­სია
"ოკეი, ბი­ჭე­ბო, კონ­ცენ­ტ­რა­ცია პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან!" - მო­უ­წო­და მსაჯ­მა ვოლ­ფ­განგ შტარ­კ­მა "დორ­ტმუნ­დი­სა" და "ვოლ­ფ­ს­ბურ­გის" კა­პიტ­ნებს, რო­მან ვა­ი­დენ­ფე­ლერს და დი­ე­გო ბე­ნა­ლი­ოს თა­მა­შის დაწყე­ბამ­დე, მაგ­რამ ეს მოთხოვ­ნა თვი­თონ­ვე ვერ შე­ას­რუ­ლა.

შტარკს მარ­სელ შმელ­ცე­რის მუხ­ლი მის ხელ­ში აერია, "ბო­რუ­სი­ას" მარ­ცხე­ნა მცვე­ლი მო­ედ­ნი­დან
გა­ა­ძე­ვა, "დორ­ტ­მუნ­დის" კარ­ში კი პე­ნალ­ტი და­ნიშ­ნა და BVB-ის მწვრთნე­ლი იურ­გენ კლო­პი ამ­ბობს, ამ შეც­დო­მით მატ­ჩ­ზე დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნაო.

VideoSportall.Ge
დორტმუნდი - ვოლფსბურგი 2:3


მარ­თა­ლია, არ­ბიტრს ეყო იმის ვაჟ­კა­ცო­ბა, რომ თა­მა­შის შემ­დეგ შეც­დო­მა ეღი­ა­რე­ბი­ნა და დორ­ტ­მუნ­დე­ლე­ბის­თ­ვის მო­ე­ბო­დი­შე­ბი­ნა, მაგ­რამ "ბო­რუ­სი­ას" ამით რა?

მხო­ლოდ ის, რომ შმელ­ცერს აღარ დას­ჯი­ან. ჩვენ კი ლო­გი­კუ­რად გაგ­ვიჩ­ნ­და ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვა: იქ­ნებ შტარკს ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის ხე­ლიც სხვა რა­მე­ში აერია?..

მე­ხუ­თე შემ­თხ­ვე­ვა ბო­ლო 4 წე­ლი­წად­ში
ასეა თუ ისე, ფაქ­ტია, რომ დორ­ტ­მუნ­დე­ლე­ბი შტარკს გა­უ­ნაწყენ­დ­ნენ, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ისაა, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა შტარ­კი "ბო­რუ­სი­ას" სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ ცდე­ბა...

პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა: 2008 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს შტარ­კ­მა დორ­ტ­მუნ­დე­ლებს "ჰა­ნო­ვე­რის" კარ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლი არ ჩა­უთ­ვა­ლა, რომ­ლის ავ­ტო­რი რო­ბერტ კო­ვა­ჩი გახ­ლ­დათ. შეხ­ვედ­რა 1:1 დას­რულ­და, "კი­კერ­მა" კი შტარკს ყვე­ლა­ზე ცუ­დი შე­ფა­სე­ბა, ექ­ვ­სი­ა­ნი და­უ­წე­რა.

მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა: 2010 წლის 18 აპ­რილს შტარ­კ­მა დორ­ტ­მუნ­დე­ლებს "ჰო­ფენ­ჰა­ი­მის" კარ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლი არ ჩა­უთ­ვა­ლა. ავ­ტო­რი ლუ­კას ბა­რი­ო­სი გახ­ლ­დათ, მატ­ჩი 1:1 დას­რულ­და, "კი­კერ­მა" კი ვოლ­ფ­განგს ხუ­თი­ა­ნი და­უ­წე­რა.

მე­სა­მე შემ­თხ­ვე­ვა: 2010 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს, "დორ­ტ­მუნ­დი­სა" და (ისევ) "ჰო­ფენ­ჰა­ი­მის" შეხ­ვედ­რა­ში შტარ­კ­მა ნუ­რი შა­ჰინს თერ­თ­მეტ­მეტ­რი­ა­ნი თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი მი­ზე­ზის გა­მო გა­ა­მე­ო­რე­ბი­ნა. პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბით გა­ტა­ნი­ლი თურ­ქ­მა ნა­ხე­ვარ­მ­ც­ველ­მა მე­ო­რე ცდა­ზე ვე­ღარ გა­ი­ტა­ნა - მატ­ჩი 1:1 დამ­თავრ­და, "კი­კერ­მა" შტარკს ხუ­თი­ა­ნი და­უ­წე­რა.

მე­ოთხე შემ­თხ­ვე­ვა: 2011 წლის 27 აგ­ვის­ტოს, "ლე­ვერ­კუ­ზე­ნი­სა" და "ბო­რუ­სი­ას" მატ­ჩ­ში (0:0) შტარ­კ­მა დორ­ტ­მუნ­დე­ლი მა­რიო გი­ოტ­ცე მო­ედ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა და ეს საქ­ცი­ე­ლი ასე ახ­ს­ნა: გი­ოტ­ცემ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე ფეხ­ბურ­თე­ლის­კენ გა­და­ა­ფურ­თხაო. გი­ოტ­ცე ასეთ რა­მეს დღემ­დე უარ­ყოფს. "კი­კერ­მა" შტარკს იმ მატ­ჩის შემ­დეგ 4.5 ბა­ლი და­უ­წე­რა.

მე­ხუ­თე შემ­თხ­ვე­ვა: ეს კი ახა­ლი შემ­თხ­ვე­ვაა: "ვოლ­ფ­ს­ბურ­გ­თან" მატ­ჩ­ში, რო­მე­ლიც "ბო­რუ­სი­ამ" 2:3 წა­ა­გო, შტარ­კ­მა შმელ­ცე­რი მო­ედ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა, "დორ­ტ­მუნ­დის" კარ­ში კი პე­ნალ­ტი და­ნიშ­ნა. მატ­ჩის შემ­დეგ ვოლ­ფ­გან­გ­მა შეც­დო­მა აღი­ა­რა და "ბო­რუ­სი­ას" მო­უ­ბო­დი­შა.

აქ­ვე ვთქვათ, რომ შტარ­კი წარ­მო­შო­ბით ლად­ს­ჰუ­ტი­და­ნაა, ეს პა­ტა­რა ქა­ლა­ქი კი ბა­ვა­რი­ის მხა­რე­ში მდე­ბა­რე­ობს.

შმელ­ცე­რი და ნო­ბე­ლის პრე­მია
ამ­რი­გად, ბუნ­დეს­ლი­გის მე-16 ტუ­რის ყვე­ლა­ზე უიღ­ბ­ლო ფეხ­ბურ­თე­ლი სწო­რედ შმელ­ცე­რი გახ­ლ­დათ, რო­მელ­საც წი­თე­ლი ბა­რა­თი იმისთვის აუფ­რი­ა­ლეს, რომ ბას დოს­ტის დარ­ტყ­მულს მუხ­ლი შე­უშ­ვი­რა. მსა­ჯის უკი­დუ­რე­სად უსა­მარ­თ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მარ­სე­ლი ისე შეხ­ვ­და, რო­გორც ნაღდ სპორ­ტ­ს­მენს შეშ­ვე­ნის: თავ­ში ხე­ლე­ბი წა­ი­ში­ნა, ერ­თი იყ­ვი­რა, ხე­ლით არ მი­თა­მა­შიაო და მე­რე მო­ე­და­ნი უსიტყ­ვოდ და­ტო­ვა.

ამის გა­მო მატ­ჩის შემ­დეგ კლოპ­მა შმელ­ცე­რის­თ­ვის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მი­ნი­ჭე­ბაც კი მო­ითხო­ვა - მის ად­გილ­ზე მე ემო­ცი­ებს ვერ მოვ­თო­კავ­დიო.

მარ­სელს ნო­ბე­ლის პრე­მი­ას, ცხა­დია, არ მი­ა­ნი­ჭე­ბენ, დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ას კი გა­და­ურ­ჩე­ბა...

ტუ­რის ვი­რი
რა­კი პრე­მია ვახ­სე­ნეთ, თე­მა ჯერ­მე­ინ ჯონ­სით უნ­და გან­ვაგ­რ­ძოთ. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა "ტუ­რის ვი­რის" ტი­ტუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.

"შალ­კეს" საყ­რ­დენ­მა ნა­ხე­ვარ­მ­ც­ველ­მა მსაჯს თა­ვი იმ დროს გა­აგ­დე­ბი­ნა, რო­ცა გელ­ზენ­კირ­ხე­ნე­ლებ­მა ხე­ი­რი­ან კომ­ბი­ნა­ცი­ებს მო­უხ­ში­რეს და რა­კი მე­ტო­ქე ათი კა­ცით თა­მა­შობ­და, თა­მა­შის სა­თა­ვი­სოდ შეტ­რი­ა­ლე­ბა შე­ეძ­ლოთ.

ჯონ­სის გა­ძე­ვე­ბის შემ­დეგ კი "შალ­კეს" შან­სი მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­და და "ქამ­ბე­ქი" არც შედ­გა: გელ­ზენ­კირ­ხე­ნუ­ლი კლუ­ბი და­მარ­ცხ­და და სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მე­ხუ­თე ად­გი­ლამ­დე ჩა­მოქ­ვე­ით­და.

ნამ­დ­ვი­ლი სუ­პერ­მა­რიო
მა­რიო გო­მე­სი გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­და, ხში­რად ათა­მა­შე­ბენ და გო­ლე­ბის გა­ტა­ნა­საც მო­უხ­ში­რა. უფ­რო ზუს­ტად: გო­მესს ყო­ველ 59 წუთ­ში ერ­თი გო­ლი გა­აქვს.

ის "აუგ­ს­ბურ­გ­თან" შეხ­ვედ­რა­შიც სკამ­ზე იჯ­და და თა­მაშ­ში მხო­ლოდ მე­ო­რე ტა­იმ­ში ჩა­ერ­თო, მაგ­რამ მა­რიო მან­ჯუ­კიჩს, რო­მელ­მაც მა­ნამ­დე ოთხი რე­ა­ლუ­რი სა­გო­ლე მო­მენ­ტი გა­ა­ნი­ა­ვა, მა­ინც უჩ­ვე­ნა, ვინ არის "ბა­ი­ერ­ნის" თავ­დას­ხ­მა­ში ნაღ­დი სუ­პერ­მა­რიო.

მო­ე­დან­ზე შეს­ვ­ლი­დან ერთ წუთ­ში გო­მეს­მა რი­ბე­რის­თან მარ­ტი­ვი კომ­ბი­ნა­ცია გა­ი­თა­მა­შა და სხვა­ო­ბა ორამ­დე გა­ზარ­და.

ფაქ­ტია, რომ რე­კორ­დ­მა­ის­ტე­რის წი­ნა ხაზ­ზე ორი­ვე მა­რიოს ად­გი­ლი არაა და თუ ასე გა­აგ­რ­ძე­ლა, ძი­რი­თად­ში სწო­რედ გო­მე­სი ითა­მა­შებს ხოლ­მე.

ისევ ხუ­ან არან­გო
ამ ფეხ­ბურ­თელ­ზე უკ­ვე მე­ო­რედ ვწერთ ამ­გ­ვარ რა­მეს და მა­ინც არ გვე­ზა­რე­ბა: ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბო­ბენ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რო­მელ­თა სა­ნა­ხა­ვად ფუ­ლის გა­დახ­და ღირს.

გერ­მა­ნი­ა­ში ახ­ლო წარ­სულ­ში ასე­თი შტე­ფან ეფენ­ბერ­გი იყო, დღეს კი გერ­მა­ნე­ლე­ბი­დან ამის სა­უ­კე­თე­სო შან­სე­ბი მა­რიო გი­ოტ­ცეს და მარ­კო რო­ისს აქვთ. არა­გერ­მა­ნე­ლე­ბი­დან კი ბუნ­დეს­ლი­გა­ში ასე­თი ხუ­ან არან­გოა.

მი­ონ­ხენ­გ­ლად­ბა­ხის ბრწყინ­ვა­ლე სა­ფეხ­ბურ­თო პუბ­ლი­კას ერთ დროს გი­უნ­ტერ ნეტ­ცე­რი აღაფ­რ­თო­ვა­ნებ­და, ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ ეფენ­ბერ­გი, ბო­ლოს რო­ი­სი, ახ­ლა კი, "ბო­რუ­სია-პარ­კ­ზე" ასე­თი არან­გოა, რო­მელ­მაც გა­სულ უქ­მე­ებ­ზე კი­დევ ერ­თი უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი გო­ლი გა­ი­ტა­ნა: მე­კა­რის­გან გად­მოგ­დე­ბულ ბურთს მა­შინ­ვე ფე­ხი დაჰ­კ­რა და 40 მეტ­რი­დან "მა­ინ­ცის" კა­რის ბა­დე­ში გა­ახ­ვია.

"ბო­რუ­სია-პარ­კის" 46-ათა­სი­ა­ნი პუბ­ლი­კა კი მა­შინ­ვე მიხ­ვ­და, რა­ში გა­და­ი­ხა­დეს ფუ­ლი...

არ­ტი­ომს რუდ­ნევ­სი
"ჰამ­ბურ­გის" თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი ბუნ­დეს­ლი­გის უკა­ნას­კ­ნე­ლი დი­ნოს ისე­დაც გამ­წა­რე­ბულ ფა­ნებს ნერ­ვებს უშ­ლის ხოლ­მე - გერ­მა­ნი­ა­ში პირ­ველ სე­ზონს ატა­რებს და უკ­ვე იმ­დე­ნი მო­მენ­ტი გა­ა­ტა­ნა ქარს, რომ არა­ერ­თი შე­სა­ბა­მი­სი მეტ­სა­ხე­ლი მო­უ­გო­ნეს.

პა­რას­კევს კი "ჰო­ფენ­ჰა­იმ­თან" დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა და "ჰამ­ბურ­გის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მაც შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქეს - რო­გორც ჩანს, ფუ­ლი წყალ­ში არ გა­დაგ­ვიყ­რიაო.

"რუდ­ნევ­ს­მა ხან­და­ხან თვი­თო­ნაც არ იცის, სად ურ­ტყამს. მას ისე­თი დარ­ტყ­მა აქვს, რო­გორც ცხენს - დიდ­ხანს არ ფიქ­რობს ხოლ­მე, ეგ­რე­ვე კა­რის­კენ უბ­რა­ხუ­ნებს. ამ­ჯე­რად ორი­ვე­ჯერ კარ­გად და­არ­ტყა და იმე­დია, ასე გა­აგ­რ­ძე­ლებს", - თქვა მატ­ჩის შემ­დეგ ჰამ­ბურ­გელ­თა მე­კა­რე რე­ნე ად­ლერ­მა.

ვე­დო დაბ­რუნ­და!
გახ­სოვთ 2008/2009 წლე­ბის სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი წრე და იმ დრო­ის­თ­ვის ბუნ­დეს­ლი­გის დე­ბი­უ­ტანტ "ჰო­ფენ­ჰა­ი­მის" მა­ნამ­დე ყვე­ლა­სათ­ვის უც­ნო­ბი თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი ვე­დად იბი­შე­ვი­ჩის მა­შინ­დე­ლი შე­დე­გი­ა­ნო­ბა? ბოს­ნი­ე­ლი მა­შინ ისეთ ფორ­მა­ში იყო, რომ სა­მი გო­ლის გა­სა­ტა­ნად ორი შან­სი ჰყოფ­ნი­და. იბი­შე­ვიჩს გაჰ­ქონ­და თა­ვით, ცა­ცი­ით, მარ­ჯ­ვე­ნა ფე­ხით, პე­ნალ­ტით და ხან­და­ხან კვერ­ცხე­ბი­თაც კი.

ამ უქ­მე­ებ­ზე ვე­დო სწო­რედ ისე­თი ვე­დო იყო, რო­გო­რიც მა­შინ - ძველ კარგ დროს. იბი­შე­ვი­ჩი ახ­ლა "შტუტ­გარ­ტის" თავ­დამ­ს­ხ­მე­ლია და კვი­რას "შალ­კეს­თან" ჰეთ-თრი­კი შე­ას­რუ­ლა. მის ან­გა­რიშ­ზე 14 მატ­ჩ­ში (ორი ტუ­რი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მო გა­მო­ტო­ვა) 10 გო­ლია და იბი­შე­ვი­ჩი ბუნ­დეს­ლი­გის ბომ­ბარ­დირ­თა რე­ი­ტინ­გის ერთ-ერ­თი ლი­დე­რია - შტე­ფან კის­ლინ­გ­თან (ლე­ვერ­კუ­ზე­ნი) და ალექს მა­ი­ერ­თან (აინ­ტ­რახ­ტი) ერ­თად.

არ­მინ ფეე და აინ­ტ­რახ­ტი
გერ­მა­ნი­ა­ში არ­მინ ფეე მა­შინ არ და­უ­ფა­სე­ბი­ათ ასე, რო­ცა "შტუტ­გარ­ტი" ყვე­ლა­სათ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ა­ჩემ­პი­ო­ნა. ახ­ლა, რო­ცა მი­სი "აინ­ტ­რახ­ტი" ელი­ტა­ში აღ­ზე­ვე­ბის შემ­დეგ შე­დეგ­თან ერ­თად, ბრწყინ­ვა­ლე ფეხ­ბურთს თა­მა­შობს და მხო­ლოდ ში­გადაშიგ აქვს ჩა­ვარ­დ­ნე­ბი, ფე­ეს მთე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გერ­მა­ნია ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტად მო­იხ­სე­ნი­ებს.

"აინ­ტ­რახ­ტ­მა" 16 ტურ­ში 31 გო­ლი გა­ი­ტა­ნა, რაც მე­სა­მე შე­დე­გია და პირ­ვე­ლი წრის მი­წუ­რულს ფრან­კ­ფურ­ტე­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სო ოთხე­ულ­ში არი­ან. ამ ხნის მან­ძილ­ზე არ­მი­ნი ამ­ბობ­და, ჩვე­ნი მი­ზა­ნი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ელი­ტა­ში ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბააო. "ვერ­დე­რის" გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ (4:1) კი მი­ზა­ნი ოდ­ნავ შეც­ვა­ლა და თქვა: "რა თქმა უნ­და, ყვე­ლას გვინ­და, რომ მე­ტი შევ­ძ­ლოთ."

...და გერ­მა­ნი­ა­ში არ­მინ ფე­ეს და­ფა­სე­ბა და­იწყეს.

ტურის გმირი
ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი)
მამაც ფეხბურთელებს მწვრთნელებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათო, თქვა ამას წინათ "შტუტგარტის" მწვრთნელმა ბრუნო ლაბადიამ და დაამატა, ჩვენთან პენალტებს კვლავ იბიშევიჩი დაარტყამსო.

არადა, ბოსნიელ თავდამსხმელს ზედიზედ ორი პენალტი ჰქონდა გაფუჭებული.

ვედომ ლაბადიას
მადლობა შაბათს გადაუხადა: "შალკესთან" მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ერთი გოლი სწორედ თერთმეტმეტრიანით შეაგდო.

ზემოთაც ვთქვით, რომ 28 წლის თავდამსხმელს ამ სეზონში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი და ამბობს, ერთ სეზონში 40 გოლის გატანა შემიძლიაო.

მართლა მამაცია, ხო იცით?!

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური: დორტმუნდის "ბორუსიას" სკანდალური მარცხი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული