უვე ზეელერის შვილიშვილი მიუნხენში?

AutoSharing Option
"ჰამბურგს" ნიჭიერი ფეხბურთელის, 16 წლის ლევინ იოზტუნალის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ამ უკანასკნელს მიუნხენის "ბაიერნმა" დაადგა თვალი. ჩვენს ყურადღებას კი ეს ბიჭი, გარდა ნიჭიერებისა, იმის გამო იმსახურებს, რომ ლეგენდარული უვე ზეელერის შვილიშვილია.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ "ბაიერნი" ლევინით მართლაცაა დაინტერესებული და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ," - გავრცელებული ცნობები "ჰამბურგის" მენეჯერმა ბასტიან რაინჰარდტმაც დაადასტურა. მისივე თქმით, ჩრდილოგერმანული კლუბის კიდევ ერთ ტალანტ ჯონათან თაას ლონდონის "არსენალში" ეპატიჟებიან.

"ჰამბურგის" ქომაგები განსაკუთრებით იოზტუნალის გამო ნერვიულობენ, რადგან მათთვის კოშმარია იმის წარმოდგენა, რომ ზეელერის შვილიშვილმა არა "ჰამბურგში",
არამედ "ბაიერნში" უნდა ითამაშოს.

იოზტუნალის კონტრაქტს HSV-სთან ვადა სეზონის ბოლოს უმთავრდება და რაინჰარდტი იმედოვნებს, რომ ლევინი ახალი, პროფესიული ხელშეკრულების გაფორმებაზე დათანხმდება. "მოლაპარაკებები დაწყებულია, გადაწყვეტილებას კი იანვარში უნდა ველოდოთ. იმედია, ლევინი ჩვენთან დარჩება," - ამბობს რაინჰარდტი.

რაც შეეხება თავად ზეელერს - 76 წლის უვეს არ უნდა, რომ შვილიშვილი წნეხის ქვეშ მოაქციოს: "ლევინს არაფერს ვეტყვი. რჩევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივცემ, თუ თვითონ მთხოვს ამას."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული