საინტერესოა ის, რომ მერვედფინალში ორმა მესამებუნდესლიგელმა გააღწია: "კარლსრუე" "ფრაიბურგს" ეთამაშება, ხოლო "ოფენბახი", რომლის მწვრთნელი ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი არი ვან ლენტია, დიუსელდორფის "ფორტუნას" მასპინძლობს.
"შალკეს" დროებითი თავკაცის რანგში დებიუტი ექნება იენს კელერს - გელზენკირხენელები "მაინცს" დაუპირისპირდებიან.
"ბაიერნი" აუგსბურგში ჩადის, თასის მოქმედი მფლობელი "დორტმუნდი" კი 19 დეკემბერს "ჰანოვერს" ეთამაშება. მერვედფინალშია მეორებუნდესლიგელი "ბოხუმიც", სადაც ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი თამაშობენ - ბოხუმელებს თანალიგელ "მიუნხენ 1860-თან" მოუწევთ ჭიდილი.
18 დეკემბერი
კარლსრუე-ფრაიბურგი 22:00
შალკე-მაინცი 22:00
ოფენბახი-ფორტუნა 23:30
აუგსბურგი-ბაიერნი 23:30
ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 22:00
ბოხუმი-მიუნხენ 1860 22:00
ბორუსია (დ)-ჰანოვერი 23:30
შტუტგარტი-კიოლნი 23:30
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"