მარკო კურცი "ჰოფენჰაიმის" თავკაცად დაინიშნა

AutoSharing Option
"ჰოფენჰაიმის" ხელმძღვანელებმა ახალ მწვრთნელს მიაგნეს. 18 დეკემბერს გადაწყდა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ გუნდს, რომელმაც ბუნდესლიგის პირველი წრე მე-16 ადგილზე დაასრულა, პირველი იანვრიდან "კაიზერსლაუტერნის" ყოფილი დამრიგებელი მარკო კურცი გაწვრთნის.

ეს უკანასკნელი "ჰოფეში" დროებით მწვრთნელ ფრანკ კრამერს შეცვლის, რომელიც "სოფლელებს" მარკუს ბაბელის გათავისუფლების შემდეგ ხელმძღვანელობს.

43 წლის კურცმა "კაიზერსლაუტერნი" 2009/2010 წლების სეზონში პირველ ბუნდესლიგაში გადაიყვანა და პფალცური კლუბი 2012 წლის მარტში დატოვა.

კურცი მანამდე "მიუნხენ 1860-ს" წვრთნიდა. შეგახსენებთ, რომ აქტიური სპორტული კარიერის დროს მარკო კურცი "შტუტგარტის", "დორტმუნდის", "შალკეს" და "მიუნხენ 1860-ის" ღირსებას
იცავდა. ბუნდესლიგის 300 მატჩში მას 5 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული