23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 9 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც "ბაიერნის" შემოდგომის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.
წინა სეზონში მიულერმა ცუდად იასპარეზა, რის გამოც ხშირად აკრიტიკებდნენ, ახლა კი ისევ ყველა აქებს. და სწორედ ამ დროს, თანაც, შობის წინ, "ბაიერნმა" თომასს ახალი კონტრაქტი გაუფორმა - თომასის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2015 წლის ზაფხულამდე ჰქონდა, ახალი კონტრაქტი კი 2017 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
"თომას მიულერი "ბაიერნის" აღზრდილია და ჩვენი გუნდის ერთ-ერთ
შეგახსენებთ, რომ თომას მიულერი "ბაიერნში" 11 წლისა მივიდა და მიუნხენური გრანდის ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა. თომასს ბუნდესლიგაში დებიუტი 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა - მაშინ რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გახლდათ. მას მერე მიულერი გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა, გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კი დღემდე 38 მატჩის ჩატარება მოასწრო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"